ღიმილი
25
ავტორი: სიუზან კრეიგ-ვაიტოკი
მთარგმნელი: თამარ სუბელიანი
სერია: გაკვეთილების შემდეგ საკითხავი
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 25
- ნანახია
- 46
მსგავსი პროდუქტები
გულივერის მოგზაურობა
ავტორი:ჯონათან სვიფტი
მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე,გია ჭუმბურიძე
სერია: გაკვეთლების მერე საკითხავი
წიგნში მოთხრობილია ქირურგ ლემუელ გულივერის მოგზაურობა ფანტასტიკურ, გამოგონილ ქვეყნებში. მწერლის მახვილგონიერება გმირის თავგადასავლებს მსოფლმხედველობრივი განსჯის ასპარეზად აქცევს, იუმორი კი ფილოსოფიურ გადახვევებს სილაღეს ანიჭებს.
24.95
სხვა სკოლა
ავტორი: ნათია როსტიაშვილი
სერია: გაკვეთილების მერე საკითხავი
როგორია ბავშვებისთვის საოცნებო სკოლა? იქნებ ისეთი, სადაც სახელმძღვანელოები არ არის საჭირო და ბევრი დავალების შესრულების გარეშე ასწავლიან ცხოვრებას, წარმატების მიღწევის გზებს, საფრთხის მოგერიებასა და სწორი არჩევანის გაკეთებას?
„უკვე შეგვიძლია, ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში გადაგიყვანოთ, წარმოგიდგენია?! ის სუულ სხვანაირი სკოლაა, იქ სუულ სხვანაირ საგნებს ასწავლიან. უწიგნებოდ“, – ეუბნება გახარებული დედა წიგნის მთავარ გმირს, ლეოს, რომელსაც თავისი სოფლის სკოლა, სოფი მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარი – ნიკო არ ეთმობა, მაგრამ ისიც იცის, რომ მშობლებს მისთვის საუკეთესო უნდათ და ახალ სკოლა-პანსიონში ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრებას იწყებს.
ადეკვატური რეაქციების გამოწრთობის გაკვეთილი, თანასწორობის გაკვეთილი, თავდაცვის გაკვეთილი, სწორი არჩევანის გაკეთების გაკვეთილი – ასეთ საგნებს ასწავლიან „სხვა სკოლაში“ – სასარგებლოდ და საინტერესოდ ჟღერს, არა? თუმცა, ნათია როსტიაშვილის ეს იუმორითა და სევდით შეზავებული წიგნი, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც დაიწერა, პირველ რიგში იმას შეგვახსენებს, რისი დავიწყებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ცხოვრების სწავლების“ გზაზე – სიყვარულის, მეგობრობის, თანაგრძნობისა და თანადგომის აუცილებლობას.
რომანი სერიის მე-9 წიგნია
14.9
ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
ავტორი: ლევან ბოლქვაძე
„ნაწარმოებს ზღაპარი თუ ჰქვია სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პატარებისთვის დაწერეს. ლევან ბოლქვაძის ზღაპარიც მოზარდების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების წასაკითხი წიგნია. ყველაზე მეტად კი სწორედ მასწავლებლების ყურადღება მინდა მივიქციო, ერთი უბრალო მიზეზის გამო – საუკეთესო კლასგარეშე საკითხავი რომ შესთავაზონ მოსწავლეებს.
ზღაპარს ვერც ლევან ბოლქვაძის ცხოვრებას დავარქმევდი: ოცდაერთი წლის იყო, რომ გადაასახლეს და სამი წელი გულაგში გაატარებინეს. „მკითხველო, შესაძლოა თორმეტი წლის ბიჭი არც ისე პატარა გეჩვენოს, მაგრამ, როცა გიამბობ თავს რაც გადახდა, მაშინ დამეთანხმები, რომ მისთვის ასეთი ფათერაკები ნამდვილად ნაადრევი იყო,“ – ავტობიოგრაფიული მომენტები ნაწარმოების დასაწყისიდანვე თვალშისაცემია. მთავარ გმირ ჭაბუკასა და ავტორს შორის უნებლიეთ პარალელს ვავლებთ...
1978 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორმა, არჩილ სულაკაურმა „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ რისკის ფასად გამოსცა. იმჟამინდელი პოლიტიკური ატმოსფეროდან გამომდინარე, რუსებმა ნაწარმოებს პოლიტიკური პამფლეტი უწოდეს და თარგმანზე უარი განაცხადეს. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, წიგნი სათანადოდ არც ქართველმა მკითხველმა მიიღო და გაითავისა. საბავშვო თუ საყმაწვილო ლიტერატურაში მრავლად გვხვდება მსგავსი გმირები, უამრავი დადებითი თვისებით აღჭურვილები და ამავე დროს წიგნიერები. ეს ერთგვარი ნელი მოქმედების ნაღმია, მწერალი საკუთარ აბზაცებში შეგნებულად რომ დებს...“ – მაკა ლდოკონენი
15.95