ყველაზე დიდი მოგზაურობა
14.9
ავტორი: ოქსანა ზაბუჟკო
მთარგმნელი: სოსო ჩოჩია
რა დარჩენია მწერალს, როცა მას ომი გაიტაცებს სამუშაო კაბინეტიდან, კომპიუტერის და მყარი დისკის გარეშე, ჰაერში გამოკიდებს, უცხო ქვეყანაში – „არსაით“ – ცასა და დედამიწას შორის და ლოდინის რეჟიმში მოაქცევს?.. მეხსიერება. ენა. ჯერაც უთქმელი ამბების მარაგი.
თავის ახალ ესეიში, ევროპელი მკითხველისთვის რომ დაიწერა, ოქსანა ზაბუჟკო რუსეთ-უკრაინის დღევანდელი ომის სათავეებს დროის ორ განზომილებაში განიხილავს –ოცდაათწლიანსა და სამასწლიანში, რომლებსაც ენაცვლება პირადი მოგონებები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია უთვალავი ადამიანის ნებას, შეცვალოს ისტორიის მსვლელობა.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 14.9
- ნანახია
- 74
მსგავსი პროდუქტები
ჩერნობილის ლოცვა
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი
მთარგმნელი: ნინო ბექიშვილი
გამომცემლობა: არტანუჯი
2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მნიშვნელოვან ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს. მისი ნაწარმობებების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ნაამბობის მიხედვითაც მწერალი ახერხებს სრულიად უნიკალური და შთამბეჭდავი ტექსტების შექმნას.
რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ (1997) იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა.
„ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ“, – ამბობს ავტორი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.
18
ომს არ აქვს ქალის სახე
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩის
რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ
ომს არ აქვს ქალი სახე სვეტლანა ალექსიევიჩის პირველი წიგნია. ავტორი რამდენიმე წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ასობით ქალს გაესაუბრა და XX საუკუნის ამ უდიდესი ტრაგედიის მომსწრეთა ცოცხალი მონათხრობი დაგვიტოვა.
ჩვენ წინაშე იშლება ვეტერან მამაკაცთა ხედვისაგან სრულიად განსხვავებული, საბჭოური პათოსისაგან თავისუფალი, შეულამაზებელი სურათები ქალის თვალით დანახული და უფაქიზეს დეტალებში განცდილი ომისა, სადაც ყველაფერია – სულმდაბლობაც, ჭუჭყიც, მაგრამ დიდი ჭეშმარიტი გმირობაც და სისხლითა და ცრემლით გამოსყიდული გამარჯვებაც, რომელსაც საუკუნეები ვერ წაშლის. წიგნში შეგროვებული მასალები ომზე საბჭოური ლიტერტურის კლიშეებს ვერ ერგებოდა, ამიტომაც 1983 წელს დაწერილი წიგნი 1985 წელს კუპიურებით გამოიცა, სრული სახით კი მხოლოდ ბოლო წლების გამოცემებში შევიდა.
18
თავდასხმის დღიური
ავტორი: ანდრეი კურკოვი
მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი
მწერალი, ჟურნალისტი და სცენარისტი ანდრეი კურკოვი, რომლის ნაწარმოებებიც უკრაინელ ავტორებს შორის ყველაზე მეტჯერაა თარგმნილი უცხო ენებზე, ცნობილი თავისი რომანებით გახდა. როგორც საბავშვო, ისე საუფროსო პროზის ავტორმა, დოკუმენტური ნამუშევრებითაც გაითქვა სახელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 2014 წლის ნაშრომი-რეპორტაჟი „უკრაინული დღიური: ცნობები კიევიდან“, რომელიც ამ წლის მღელვარე მოვლენებს ასახავს.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელ მსოფლიოს თავზარი დასცა. ომს, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელმაც სრულიად შეცვალა არსებული მსოფლიო წესრიგი, ანდრეი კურკოვი თავის მშობლიურ კიევში შეხვდა. მწერლის მიერ ომის დაწყებამდე და მის პარალელურად წარმოებული რეპორტაჟები და დღიურები 21-ე საუკუნის ამ მასშტაბური და დიდმნიშვნელოვანი კონფლიქტის ერთ-ერთი საგულისხმო წყაროა.
რუსეთის თავდასხმიდან მალევე კურკოვი სოფლად, თავის აგარაკზე გადასახლდა და იქ გააგრძელა დღიურების წერა. ამ დღიურებში იგი დოკუმენტურად აღწერს უკრაინელი მოსახლეობის მძიმე ყოველდღიურობას, მათ განწყობას და შეურიგებელ ბრძოლას ოკუპანტებთან. არაერთი ბრიტანული თუ საერთაშორისო გამოცემა მწერალს მუდმივად სთხოვს კომენტარს უკრაინის ომთან დაკავშირებით და ისიც დაუზარებლად აძლევს მათ ინტერვიუებს, რითაც ომის პერიოდში უკრაინელი ხალხის ხმად იქცა.
„თავდასხმის დღიური“ 2022 წლიდან დღემდე მიმდინარე ომის ქრონიკებია, რომელშიც ანდრეი კურკოვი გულახდილად და უკომპრომისოდ უყვება მსოფლიოს ყოფით სიმართლეს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და უკრაინელი ხალხის დაუმორჩილებლობაზე.
17.9