ყველაფრის წესები
16.95
ავტორი: რიჩარდ ტემპლარი
სერია: ლურჯი ოკეანე
მთარგმნელი: მაია ვასაძე
რიჩარდ ტემპლარმა უამრავი დრო მოანდომა იმ წესების შესწავლას, რომლებსაც წარმატებული და ბედნიერი ადამიანები მისდევენ. შედეგად, მისი წიგნები სხვადასხვა სფეროში სასარგებლო წესების დაცვის შესახებ მრავალ ენაზე გამოცემული მილიონობით ტირაჟებით იყიდება. განურჩევლად იმისა, საქმე ეხება ადამიანის საქმიანობას, პირად ცხოვრებას, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებსა თუ ფულთან მოპყრობას, ავტორის წიგნები წესების შესახებ წარმატებული და ბედნიერი ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვების 25-წლიან პერიოდს მოიცავს. წინამდებარე გამოცემა - სრულიად ახალი ნაკრები - ყველაფრის წესები - შექმნილია ავტორის ყველა ბესტსელერიდან ამოკრებილი საუკეთესო წესების აღწერით, რომლებიც თავად მკითხველების გამოკითხვის შედეგად იქნა შერჩეული. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, მრავალი ადამიანის გონივრული გადაწყვეტილების შესაბამისად აირჩიოთ გზა, რომელიც წარმატებასა და ბედნიერებას მოგიტანთ.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16.95
- ნანახია
- 186
მსგავსი პროდუქტები
HBR-ის გზამკვლვევი-შენი ბიზნესკეისის ასაგებად
გაქვს იდეა, რომელსაც შემოსავლისა და პროდუქტიულობის ამაღლების წახალისება შეუძლია, მაგრამ როგორ უნდა გადმოიბირო დაინტერესებული მხარეები მის გასახორციელებლად? როგორ და ისეთი ბიზნესკეისი უნდა შეადგინო, რომელიც შენი იდეის ღირებულებას სრულად წარმოაჩენს. ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის: შესაძლოა, არ ხარ დარწმუნებული, თუ რა ტიპის მონაცემებს ენდობიან დაინტერესებული მხარეები. ან, შესაძლოა, ციფრული მონაცემების დამუშავება გაფრთხობს.
პროექტის მართვის ექსპერტ რეიმონდ შინის „HBR-ის გზამკვლევი შენი ბიზნესკეისის ასაგებად“ გამართული კეისის შესადგენად აუცილებელი რჩევებითა და მეთოდებით მოგამარაგებს. ისწავლი, როგორ:
ახსნა, როგორ წაადგება შენი იდეა ბიზნესს
მოარგო შენი კეისი სტრატეგიულ მიზნებს
შექმნა გუნდი, რომელიც წარმატებით შეძლებს შენი იდეის ფორმირებასა და გამოცდას
გამოითვალო უკუგება ინვესტიციაზე
გააანალიზო რისკები და პერსპექტივები
წარუდგინო შენი კეისი დაინტერესებულ მხარეებს
პროექტის მართვის პროფესიონალი რეიმონდ შინი საკონსულტაციო კომპანია „პროდაქტ ენდ პროცეს ინოვეიშენის“ პრეზიდენიტია, რომლის საქმიანობაც პროექტის მართვას, პროდუქტის განვითარებასა და პროცესის გაუმჯობესებას მოიცავს. ემი გალო „ჰარვარდის ბიზნეს რევიუს“ მოწვეული რედაქტორი და „HBR-ის გზამკვლევი სამუშაო სივრცეში კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ავტორია.
22.95
ბიზნესმოდელების ნავიგატორი
ავტორი: გასმანი ოლივერ; ფრანკერბერგერი კაროლინ; ცზიკი მიქაელა
სერია: ლურჯი ოკეანე
მსოფლიოში ძლიერი, სტაბილური და მაღალის დონის კომპანიების წარმატების განმსაზღვრელი, ძირითადად, ის 55 ბიზნესმოდელია, რომელიც წიგნშია წარმოდგენილი. კომპანიის ტრანსფორმაციის, წარმატებული ცვლილებებისა თუ სერიოზული შედეგების მიღწევის ძირითად პრინციპებს სწორედ "ბიზნესმოდელების ნავიგატორში" გაეცნობით.
17.95
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე
სერია: ლურჯი ოკეანე
ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ოცნებობს, ცვლის თამაშის წესებს, ისახავს რთულ ამოცანებს, ცდილობს, არ დაკმაყოფილდეს მოძველებული ბიზნესმოდელებით, და ქმნის მომავლის კომპანიებს. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” გთავაზობთ ძლიერ, მარტივ, ნაცად ხერხებს იმისთვის, რათა გაიაზროთ, შექმნათ, განაახლოთ და განახორციელოთ ბიზნესმოდელები. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ არის სახელმძღვანელო ყველასთვის, ვინც ცდილობს ბიზნესმოდელის გაუმჯობესებას ან ახლის შექმნას. შეცვალეთ თქვენი წარმოდგენა ბიზნესმოდელებზე „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ გასწავლით ინოვაციურ ხერხებს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ. ისწავლით, როგორ უნდა გაიაზროთ, შექმნათ და აამოქმედოთ ახალი ბიზნესმოდელი ან გააანალიზოთ და განაახლოთ ძველი. წიგნი შეიქმნა სტრატეგიის 470 პრაქტიკოსთან ერთად „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ შექმნა 470-მა პრაქტიკოსმა 45 ქვეყნიდან, იგი გამოირჩევა მიმზიდველი და სადა დიზაინით, რომელიც გიბიძგებთ, გადაუდებლად შეუდგეთ წიგნის შესწავლას. შექმნილია მათთვის, ვისაც შესწევს უნარი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ განკუთვნილია მათთვის, ვინც მზად არის, უარი თქვას დრომოჭმულ აზროვნებაზე. წიგნი შეიცავს ახალ და ინოვაციურ მოდელებს ხელმძღვანელების, კონსულტანტების, მეწარმეებისთვისა და ყველა ლიდერისთვის. წიგნი ქართულად გამოიცა „ლურჯი ოკეანისა“ და „ჯეპრას“ თანამშრომლობით.
29.95
პროდუქტის მენეჯმენტი მარტივად
ავტორი: ბრაიან ლოული, პამელა სკური
სერია:
სერია მარტივად
"პროდუქტის მართვა დღევანდელ კორპორაციულ ამერიკაში სამენეჯერო საქმიანობის მიმართულებებს შორის მნიშვნელობით მეოთხე ადგილს იკავებს. არადა, ეს სფერო მარკეტინგის სპეციალისტებიდან ძალზე მცირე ნაწილს აქვს შესწავლილი. თუ პროდუქტის მართვის მენეჯერი ხარ ან მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამ, ამ წიგნში კონცეფციების, ხერხებისა და ინსტრუმენტების ისეთ საფუძვლებს იპოვი, რომლებიც კარიერაში სრულიად ახალ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობას მოგცემს. ის პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის, ბაზრის კვლევის, კომპეტენტური ანალიზის, ბაზრისა და საფასო სტრატეგიის, პროდუქტის ”საგზაო რუკების“, ბრეინსთორმინგისა და ბევრი სხვა ცნების მარტივ ახსნას გთავაზობს."
14.95
ატომური ჩვევები
ავტორი: ჯეიმს ქლიერი
სერია: ლურჯი ოკეანე
ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევები“ კარგი ჩვევების გამომუშავებისა და ცუდისგან გათავისუფლების მარტივ და ნაცად გზას გასწავლით. ეს რევოლუციური სისტემა გასწავლის, როგორ გახდე ყოველდღე ერთი პროცენტით უკეთესი. ეს წიგნი არის გზამკვლევი, რომელიც ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებასა და კარგი ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
19.95