ჩემი პირველი მსოფლიო ატლასი
39.95
ჩვენი პლანეტა იმაზე მრავალფეროვანი და საოცარია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მიმზიდველი რუკებითა და მსოფლიოს მბრუნავი გასაშლელი გლობუსით, ეს ატლასი წაგვიყვანს თავბრუდამხვევ მოგზაურობაში და კონტინენტებს, პოლუსებსა და ოკეანეებს აღმოგვაჩენინებს. წინ არის დაუვიწყარი მოგზაურობა უკიდეგანო კოსმოსიდან ზღვის სიღრმეებამდე, ზღაპრული ძეგლების, დაუჯერებელი ლანდშაფტებისა და შთამბეჭდავი ცხოველების აღმოსაჩენად. უნიკალური ატლასი, რომელიც ბავშვებს პლანეტის თავისებურებების უკეთ გაცნობაში ეხმარება.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 39.95
- ნანახია
- 201
მსგავსი პროდუქტები
ჩემი პირველი ცხოველების ენციკლოპედია ცხოველებით
ეს არის არაჩვეულებრივად ილუსტრირებული და მეთოდურად დამუშავებული ტექსტებით გაჯერებული წიგნი, თქვენს პატარას მარტივად ესაუბრება ამა თუ იმ ცხოველის გამორჩეულ ნიშან-თვისებებზე, გავრცელების არეალზე, თვალსაჩინოებისთვის წიგნს თან მოჰყვება სათამაშო ცხოველები, რომლებიც ბავშვს შეუძლია თაროზე დაალაგოს, რაც, ბუნებრივია, ამ ცხოველის მახასიათებლების უკეთ დამახსოვრებაში დაეხმარება.
26.9
ჩემი პირველი ენციკლოპედია
ასაკი8 წლიდან
ადრე თუ გვიან თქვენი პატარა გარე სამყაროთი დაინტერესდება. როგორც წესი, აუცილებლად შეგეკითხებათ: რატომ არ ვარდება მთვარე დედამიწაზე? რატომ ცივა ზამთარში და თბილა ზაფხულში? საიდან ჩნდებიან ბავშვები? როგორ დაფრინავს თვითმფრინავი? როგორ ააშენეს პირამიდები? და სხვა. სწორედ ამ და მსგავს უამრავ კითხვაზე ეს წიგნი პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ. თუ თქვენმა შვილმა კითხვა უკვე იცის, ის თავად შეძლებს ამ წიგნიდან ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ შეიტყოს. ეს იქნება მისი პირველი ცოდნა სამყაროს, ცხოველებისა და მცენარეების, ადამიანის, ხელოვნებისა და ტექნიკის შესახებ. წიგნი ისეთი მეთოდიკითაა შედგენილი, რომ გარდა ცოდნისა, ბავშვი ენციკლოპედიურ ლიტერატურაზე მუშაობისას პირველ ჩვევებსაც შეიძენს. მომავალში ის მრავალ სხვა საინტერესო და საჭირო წიგნს წაიკითხავს, მაგრამ თავისი პირველი, უხვად ილუსტრირებული ენციკლოპედია არასდროს დაავიწყდება.
25
საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია
ეს საოცარი წიგნი მთელ სამყაროს თვალწინ გადაგიშლით- დაიწყეთ მოგზაურობა კოსმოსში, შემდეგ შეისწავლეთ ბუნება, მცენარეები, ცხოველები და დედამიწის მოსახლეობა. გაეცანით განსხვავებულ კულტურებსა და ადგილებს, ისწავლეთ კაცობრიობის უდიდეს მიღწევებზე ( და მარცხებზე ) . მრავალი შესანიშნავი ფოტო, მოკლე ფაქტი და დიაგრამა, ქრონოლოგიური ცხრილი თუ მომავლის პერსპექტივა... ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ - იცოდეთ ეს ყველაფერი!
39.95
მოსწავლის პირველი ენციკლოპედია
„მოსწავლის პირველი ენციკლოპედია“ ცხრა ნაწილისაგან შედგება, უამრავ საინტერესო საკითხს აერთიანებს და ასობით შეკითხვაზე შეიცავს პასუხს. მარტივი, ადვილად წასაკითხი ტექსტი და დეტალური ილუსტრაციები მსოფლიოს ისტორიის, გეოგრაფიის, ადამიანის ორგანიზმის, ცხოველთა სამყაროსა თუ კოსმოსის უკეთ შეცნობაში დაგეხმარება.
თუ ინტერნეტზე ხელი მიგიწვდება, შეგიძლია ესტუმრო სხვადასხვა ვებგვერდსაც, რომელთა საშუალებითაც შეძლებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
ენციკლოპედიაში ასევე ნახავ:
სამეცნიერო ტერმინთა ლექსიკონს
1500-მდე შთამბეჭდავ ფოტოს, ილუსტრაციასა და დიაგრამას
მარტივ, უსაფრთხო ცდებსა და ექსპერიმენტებს
მსოფლიოს რუკებსა და ყველა ქვეყნის დროშას
საინტერესო ფაქტებსა და რეკორდებს
34.9
საბავშო ენციკლოპედია
ეს საბავშვო ენციკლოპედია თქვენი შვილის პირველი სერიოზული წიგნი გახდება სამყაროს შემეცნების გზაზე. ბავშვებისთვის გასაგები ენით გადმოცემულ და თემატურად დალაგებულ ყოვლისმომცველ ინფორმაციას თან ერთვის საუცხოო იუმორით შესრულებული ათასამდე ფერადი ილუსტრაცია. ამ წიგნში ნახავთ პასუხებს თქვენი ცნობისმოყვარე შვილის თითქმის ყველა შეკითხვაზე.
19.9