წერა
8.95
ავტორი: სერგო წურწუმია
სერგო წურწუმიას მკითხველი პროზაიკოსად იცნობს. რჩეული ლექსების კრებული „წერა“ სხვაგვარად წარმოგვიდგენს მას – მოაზროვნეს, სივრცის პოეტს, მელოდიური ლექსების ავტორს, უმშვენიერესი ბგერწერისა და ფერწერის შემოქმედს.
სერგო წურწუმიას პოეტურ შემოქმედებას რეფრენად გასდევს ერთგვარი მეტაფიზიკური აღქმა კოსმოსისა, დაძლევა მხოლოდ ფიზიკური მოცემულობისა და უფრო მეტად ფილოსოფიური, მჭვრეტელობითი აზროვნება. ეს არის მისი მსოფლშეგრძნება. მისი შემოქმედება აღსავსეა ღვთისადმი მადლიერების გრძნობით, კაცთა მიმართ და სამყაროს მიმართ სიყვარულით.
იგი უმღერის მარადიულისა და მშვენიერის ამაღლებულ იდეებს! თან გვაჯერებს, რომ ამ სოფელში არაფერი მიეცემა დავიწყებას, რომ ყოველივე მარადიულისთვისაა გადანახული.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 8.95
- ნანახია
- 85
მსგავსი პროდუქტები
ყვავების ფოსტა
ავტორი: თემურ ელიავა
მრუმე, მოელვარე ტკივილებით დაბზარული, ზოგჯერ საბედისწეროდ კარნავალური – ასეთია მხატვრული სამყარო თემურ ელიავას პოეტურ კრებულში „ყვავების ფოსტა“. თითოეული ლექსი დასასრულისწინა ვნებითაა დამუხტული, თითქოს პოეტის ლირიკული ალტერეგო ამ ფორმით – თამაშით, გამოწვევით ცდილობს გადალახოს ამსოფლიური თავგადასავალი.
ვერსიფიკაციული მრავალფეროვნება ნარატიულ ლანდშაფტსაც ემთხვევა – თემურ ელიავა კოლხეთის პოეტურ მითოსს ქმნის, უფრო სწორად – ამ მითოსის საკუთარ ხმაში გაღვიძებით, გახსენებით, ახალ სასიმღერო ნაკადს სთავაზობს სამყაროს. თითქმის ყველა ლექსი იმღერება, პოეტი კი თავის მსმენელად მარტოობას ასახელებს.
11.9
მოქალაქე
ავტორი: იაკი კაბე
„ეს კრებული შენ გეძღვნება, ჩემო ერთგულო მკითხველო, ღიმილიანო, ჩაფიქრებულო, ცრემლიანო, დაღლილო, ნუგ ეშის მძებნელო, შეყვარებულო, ანთებულო. ყველა ლექსი, ყველა სტრიქონი შენ გეძღვნება“.
იაკი კაბეს ახალ წიგნში კიდევ უფრო გამოიკვეთა ის თემები და სათქმელი, რაც ავტორის სხვა კრებულებშიც წინა პლანზე იყო: მოქალაქე, მისი პასუხისმგებლობა, მოძალადე სისტემის პირისპირ დარჩენილი შემოქმედის პოზიცია, რომელსაც უჭირს რამის შეცვლა აგრესიით დამუხტულ გარემოში, მაგრამ ის მაინც შეუძლია, რომ ადამიანი დააფიქროს თავის მნიშვნელობაზე, ნამდვილ ღირებულებებზე.
ეს ნოსტალგიური წიგნია, მოკლე და შთამბეჭდავი სახეების, შეგრძნებების გადამრჩენელი. მას ნამდვილი პერსონაჟები ჰყავს, მიძღვნის ადრესატები თუ ნაგულისხმევი გმირები, რომლებიც ავტორის ნებით ტექსტში (გა)დარჩნენ, იმიტომ რომ ჩვენც შეგვინარჩუნონ სიცოცხლის, სიყვარულისა და ძვირფასი იდეალებისთვის თავგანწირვის განცდა.
9.95
არ დაელოდო ანგელოზებს
ავტორი: ნიკა ლაშხია
კრებულში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაწერილი ლექსებია შესული, თითოეული მათგანი კი სოციალური თემატიკის ქვეტექსტს ატარებს
"ეს არის ჩემი რიგით მეორე კრებული - სოციალური კოდებია სხვადასხვა ლექსში. სათაური "არ დაელოდოთ ანგელოზებს" ერთ-ერთი ლექსის ქვეტექსტიტდან არის ამოღებული. მესიჯს ატარებს, ჩემი აზრით , შეიძლება მკითხველმა სულ სხვა რამ აღმოაჩინოს. ჩვენ თვითონ უნდა შევცვალოთ რაღაცები და ვიღაცის იმედად არ უნდა დავრჩეთ, რომ ვიღაც გმირი, ანგელოზი ან წმინდანი მოვა და ჩვენ საკეთებელს გააკეთებს,".
ნიკა ლაშხიას ლექსების პირველი კრებული- "დონორი" 2018 წელს გამოიცა.
11.95
სიმშვიდე დაფნის ხეებში
ჩემი პოეტობის ამბავი
მამაჩემის შემხედვარეს, ისე შემიყვარდა ლექსები, რომ ბავშვობიდან რაღაც-რაღაცების წერა დავიწყე. დავწერდი და ლეიბის ქვეშ ვმალავდი. მე-4 კლასში რომ ვიყავი (გოგოები და ბიჭები ჯერ ერთად ვსწავლობდით), ჩემი ერთი კლასელი ჩამივარდა გულში – სანდრო (სანდრიკა) ახმეტელი, თუ არ ვცდები, დიდი სანდრო ახმეტელის შვილიშვილი. მე და სანდრიკა შესვენებებზე ერთად ვთამაშობდით ხოლმე „დაჭერობანას“. ახლაც მაქვს ერთი ფოტო, მთელი კლასია გადაღებული – მე მარცხნივ ვდგავარ, სანდრიკა კი – მარჯვნივ. დავიგვიანეთ და სხვა ადგილი აღარ შეგვხვდა. მერე, გოგონები და ბიჭები რომ გაგვყვეს, ერთმანეთს ვეღარ ვნახულობდით.
ხანი გავიდა. მერვე კლასი რომ დავამთავრეთ, ატესტატები დაგვირიგეს. მეორე დღეს გავიგე, რომ სანდრიკა ტრამვაის გაუტანია. ტრამვაიზე ახტომა სდომებია, მაგრამ სახელურზე ხელი ასცდენია, მეორე ხელში ატესტატი შემორჩენოდა. ასეთი გულისტკივილი იშვიათად თუ განმიცდია. ღამეები არ მეძინა. ვტიროდი და გამოსათხოვარ ლექსებს ვუძღვნიდი.
ერთ დღეს გაგვქურდეს. სახლში ისეთი არაფერი გვქონდა, რომ გული დაგვწყვეტოდა. თუმცა, ის მცირედი, რაც გვქონდა, ჩვენთვის მაინც საჭირო იყო. იმ სიდუხჭირეში ლეიბებს, ბალიშებს, დანა-ჩანგალს რომ წაიღებენ და ზედ წიგნებს და რვეულებს მიაყოლებენ, მაინც ძნელია. ჩემი ლექსების რვეულიც გაქრა. ვინ იცის, რომელ ნაგვის ყუთში უკრეს თავი ან სულაც ღუმელში დაწვეს.
მედეა ზაალიშვილის წიგნიდან – „ცაში გამოკიდებული სახლი“
11.95
ეს საქართველოა
კრებულში ბესიკ ხარანაულის უკანასკნელ 30 წელიწადში დაწერილი ლექსები შედის. მათ ერთი რამ აერთიანებთ: ფიქრი – სამშობლოზე, ფიქრი – საქართველოზე. ლექსები ქრონოლოგიურად არაა დალაგებული. ეს 30 წელიწადი, როგორც ერთი დღე და ეს მთელი კრებული, როგორც ერთი ლექსი – ერთ მთლიანობად შეიკრა და „ეს საქართველოა!“
ჰეი, საქართველო,
კარგი იქნებოდა, ერთ დილასაც ხმამ რომ გაგაღვიძოს:
– აღსდექ, ლაზარე!
წამოვდგებოდით თვალების ფშვნეტით
ხუთი მილიონი.
24.95
წვეთოვანი ბედნიერება
ავტორი: ქეთი ჯოლბორდი
„ეს კრებული სახეებით და მეტაფორებითაა გადავსებული. იმდენად, რომ ისინი თითქოს მათთვის გამოყოფილ სივრცეებში ვერ ეტევიან და ამიტომ ერთმანეთს ნაწილობრივ ფარავენ, რაც საკმაოდ ხშირად ბუნდოვანს ხდის კონკრეტულ ლექსებს, ზემოქმედებს სინტაქსზე. თუმცა ამ ჭარბ სისავსეს, სურათ-ხატების კალეიდოსკოპურობას საბოლოო ჯამში მოაქვს მკვეთრი და ზუსტი ემოცია, განწყობილება... აყალიბებს ავტორის ხელწერას... ქეთი ჯოლბორდის პოეტური ესთეტიკა ჰერმეტულია, და მასში ინტიმური და მეტაფიზიკური ბევრგან ერთმანეთშია გადახლართული, რაც ლექსიკური დიაპაზონის მომხიბვლელ სიფართოვესაც იწვევს. „წვეთოვანი ბედნიერების“ კითხვა წვეთ-წვეთობით, მცირე დოზებითაა მიზანშეწონილი. და მართალია წიგნი ხუთნაწილიანია, მაგრამ მისი სრულად დაძლევის შემდეგ რჩება მთლიანობის განცდა და ჩნდება უკან მიბრუნების სურვილი, რადგან ის სიღრმეები, რაც მხატვრული გამოსახვის ხერხების ასეთმა სიუხვემ გააჩინა, სხვანაირ გაშინაგანებას ითხოვს.“ – შოთა იათაშვილი
14.95