ხიდი მდინარე კვაიზე
12.95
ავტორი: პიერ ბული
მთარგმნელ: ზაზა შენგელია
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
ფრანგი მწერლის, პიერ ბულის (1912-1994) „ხიდი მდინარე კვაიზე“ გამორჩეულია მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ წიგნებს შორის. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კი ჰოლივუდის ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორისაა. წიგნი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, კერძოდ, სამხედრო ტყვეების ყოფას, რომლებიც ე. წ. „სიკვდილის რკინიგზის“ მშენებლობაზე მუშაობდნენ.
იაპონელები დატყვევებულ ბრიტანელებს ტაილანდის ჯუნგლებში გამართულ სამხედრო ტყვეთა ბანაკში მიერეკებიან. ტყვეებმა უმოკლეს დროში უნდა ააგონ სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ხიდი. ბრძანება გაცემულია, თუმცა ინგლისელების მეთაურ პოლკოვნიკ ნიკოლსონს იაპონელებთან თავისი მოთხოვნები აქვს...
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 12.95
- ნანახია
- 26
მსგავსი პროდუქტები
ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!
ავტორი: ფარლი მოუეტი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
მთარგმნელი: ნანა კიკნაძე; ალექსანდრე ქორელი
ეს წიგნი არქტიკული მგლების ოჯახთან გატარებულ ერთ ზაფხულზე მოგვითხრობს. ფარლი მოუეტს კანადის ტუნდრაში აგზავნიან მგელზე დაკვირვების საწარმოებლად. მგლების მიერ ჩრდილოეთის ირმის, კარიბუს პოპულაციის განადგურება ეროვნული მნიშვნელობის პრობლემაა და ახალგაზრდა ბიოლოგი მთელი შემართებით იწყებს მტაცებლების ყოფის შესწავლას. იგი მალევე ხვდება, რომ თავადაც დაკვირვების ობიექტია – ცნობისმოყვარე მგლები დიდ გამჭრიახობას იჩენენ და არც იუმორის ნაკლებობას უჩივიან. მათი ცხოვრების ნირის, ჩვევებისა და მგელ-კარიბუს ურთიერთობის შემყურე მეცნიერი გაოგნებულია – სახელმძღვანელოებში ამოკითხული არაფრით ემთხვევა მგლების ნამდვილ ყოფას.
კანადელი მწერლის, ბიოლოგისა და ბუნების დამცველის, ფარლი მოუეტის (1921-2014) ავტობიოგრაფიული წიგნი «ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!» (1963) ქართულად პირველად 1980 წელს გამოიცა. ახალი გამოცემისთვის თარგმანი ხელახლა გარედაქტირდა და ორიგინალს შედარდა.
17.95
ანომალია
ავტორი: ერვე ლე ტელიე
მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი
სერიის დასახელება: დიოგენეს ბიბლიოთეკა
2021 წლის ივნისში ერთი აუხსნელი და სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა თავდაყირა აყენებს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას. ისინი პარიზი _ ნიუ-იორკის რეისის მგზავრები არიან. მათ შორისაა ბლეიკი, პატივცემული ოჯახის თავი, რომელიც სინამდვილეში დაქირავებული მკვლელია; სლიმბოი, ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც ტყუილში ცხოვრება მობეზრდა; ჯოანა, ადვოკატი, რომელიც თავისივე სისუსტეების მსხვერპლად იქცევა; ასევე ვიქტორ მიესელი, მოკრძალებული მწერალი, რომელიც უეცრად სახელოვანი ხდება. არიან სხვებიც. თითოეულ მათგანს ეგონა, რომ თავისი საიდუმლო ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ...
ერვე ლე ტელიე (1957) ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი და ჟურნალისტია. ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც ის მიეკუთვნება, ალფრედ ჟარის მიერ დაარსებული პატაფიზიკაა. ტელიე ვიანის, პერეკის, კენოსა და სხვა დიდი მწერლების საქმის გამგრძელებელია. „ანომალია“ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომლისთვისაც 2020 წელს მწერალს გონკურის პრემია მიენიჭა.
წიგნი გამოიცა ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ხელშეწყობით.
24.95
ფუტკრების იდუმალი ცხოვრება
ავტორი: სიუ მონკ კიდი
მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე
სერიის დასახელება ET CETERA
ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ 2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი - თემა, რომელსაც ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წყალობით ამერიკულ ლიტერატურაში მდიდარი ტრადიცია აქვს.
თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს. შავკანიან მსახურ ქალთან ერთად ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს. ის გამოცდის მარტოობას, შეიტყობს სიმართლეს დედაზე და, ბოლოს, ჰუმანური და ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, პოვებს სულიერ სიმშვიდეს. საინტერესო სიუჟეტი, ფსიქოლოგიზმი და ორიგინალური სიმბოლიკა რომანს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
16.95
ზღვა, ზღვა
ავტორი: აირის მერდოკი
აირის მერდოკის (1919-1999) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი „ზღვა, ზღვა“ ადამიანად ყოფნის საზრისის ძიებაა. ნაწარმოების მთავარი გმირი დღიურის მსგავსი ჩანაწერებით ცდილობს, საკუთარი ცხოვრების ყველა ასპექტი გაიაზროს, შეცდომები თუ წარმატებები გააანალიზოს და შეგვახსენოს, რომ ცნობილი, წარმატებული, ერთი შეხედვით უდარდელი ადამიანის ცხოვრებაშიც დგება წუთი, როცა მას ყველაფრისგან გაქცევისა და საკუთარი სულიერი თუ გარემომცველი სამყაროს სრულად შეცნობის სურვილი უჩნდება. მრავალფეროვანი ალუზიებით, მეტაფორებით, სიმბოლური სახეებით ავტორი ცდილობს, მგრძნობიარე კამერულობა დამაჯერებელ გულწრფელობად აქციოს და მკითხველს არცთუ იოლი საფიქრალი დაუტოვოს. რომანში ჩვენ თვალწინ ვნებათა ზღვა ბობოქრობს და ადამიანის სულის ღრმა ფსიქოლოგიური სურათი იხატება.
1978 წელს რომანისათვის „ზღვა, ზღვა“ აირის მერდოკს ბუკერის პრემია მიენიჭა.
39.95
კარგი კაცი სანთლით საძებარია
ამერიკული ლიტერატურა წარმოუდგენელია ფლენერი ო’კონორის (1925-1964) გარეშე. მწერლის მემკვიდრეობა, სხვა დიდი სამხრეთელის - უილიამ ფოლკნერის წიგნებთან ერთად, სამხრეთული გოთიკის კლასიკაა. „კარგი კაცი სანთლით საძებარია“ - კრებული, რომელშიც ათი მოთხრობა შედის - 1955 წელს გამოიცა. მწერალი სწორედ მოთხრობის ჟანრის ოსტატად ითვლება.
ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია არა მხოლოდ ავტორის შემოქმედებაში, არამედ მთელ XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. ფლენერი ო’კონორის სამყარო სასტიკია - სავსე ადამიანთა აულაგმავი სურვილებითა და ბნელი ზრახვებით, ადამიანებისა, რომლებსაც არც ღმერთის სწამთ და არც ეშმაკის ეშინიათ.
15.95