santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ქელეხი-ქორწილი
    ავტორი: ირაკლი სამსონაძე ირაკლი სამსონაძის ახალ რომანში ორი უცნაური პერფორმანსი თამაშდება, რომელთაც 30 წლიანი ინტერვალი აშორებს.პირველი ქუთაისის რესტორანში ვითარდება. 1988 წელია, არავის ეფიქრება საბჭოთა იმპერიის ჩამოშლა; მათ შორის, სუფრასთან თავშეყრილი ბავშვობის მეგობრებსაც. სუფრის მასპინძელი, მეტსახელად ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს. მეგობრები ოხუნჯობენ, უჩვეულო ქელეხია, ღიმილისმომგვრელი, დასამახსოვრებელი თავგადასავალი. თამადად მოიწვევენ ლამარიეს, ბიბლიოთეკარ ქალს, ვინც სიყმაწვილეში „დაავაჟკაცა“ ტრულაილა... მსგავსი წიგნები
    17.95
    ქორების მიწა
    ავტორი: დიმიტრი წიკლაური   დიმიტრი წიკლაური მკითხველმა თავდაპირველად პოეზიით გაიცნო. თვითმყოფადი, ღონიერი და რელიგიური სიღრმით დამუხტული პოეტური ხმა მას ყოველთვის გამოარჩევდა სხვა ავტორებისგან. ცოტა ხნის წინ ამ ხმამ პროზაული ფორმაც მოირგო და უცნაურ, იდუმალ ნოველებად იქცა.    „ქორების მიწა“ კი რომანია, რომელშიც დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებითი და პიროვნული მრწამსი სრულყოფილად გაცხადდა. ის მწერლის მხატვრულსულიერი გამოცდილების ერთგვარი ნაყოფია – არაკონვენციური ტექსტი, რომელშიც იმდენი სიბრძნეა, სენტენციებად, შეგონებებად, გნებავთ – სალოსური „პირისქარის“ მარგალიტებად გაბნეული, რომ გაგიჩნდებათ განცდა, თითქოს ეს წიგნი ჭეშმარიტების კარიბჭესთან იწერებოდა. თუმცა, ამ ტექსტის ღირსება, ამ საგანძურზე არანაკლებ, მასზე ერთგვარი ირონიაცაა, ეგზისტენციალური „სისულელის“ იმ ხარისხის მოხელთებაცაა, რომელიც სულ სხვა სულიერ პლანში წარმოაჩენს ყოველგვარ სიბრძნეს და ერთდროულად მისაღებს და სასურველს ხდის წარმავალის წინაშეც და მარადისობის პირისპირაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტორის ღიმილი, რომელიც მთელი ტექსტის მანძილზე მკაფიოდ იგრძნობა, ასატანს ხდის თუნდაც ყველაზე ღრმა და რთულ საკითხებს, სიმსუბუქეს და სილაღეს სძენს რომანის მედიტაციურ სივრცეს.    იქნებ, სწორედ ეს ღიმილი უნდა იპოვოს და დახატოს მთავარმა გმირმა – თერთმეტი ტაძრის მომხატავმა ბეზარო ხატმწერმა, რომელიც ერთ პროვინციულ და ნაცრისფერ ქალაქში... გზის და მგზავრის თავგადასავალში ბევრი პერსონაჟია, ბევრი ამბავი და ხმა. ხოლო მათ შორის ყველაზე მეტად ერთი ანათებს – სალოსი ბერი მალქოზი, არა მხოლოდ დიმიტრი წიკლაურის, არამედ თანამედროვე ქართული ლიტერატურის უკვე გამორჩეული პერსონაჟი... ამ აზრში დასარწმუნებლად, თუნდაც საკამათოდ, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ.
    18.95
    ღრუბელი ოთახში
    ავტორი: ნინო ნადირაძე   „ღრუბელი ოთახში“ ნინო ნადირაძის მცირე რომანია, რომელშიც სიცოცხლისა და სიმარტოვის, სიკვდილისა და სიხარულის პარადიგმები იშლება. ახალგაზრდა წყვილი ქალაქიდან – ქალაქში, ქვეყნიდან – ქვეყანაში დახეტიალობს, ეს გზა კი საკუთარი თავისა და მთელი სამყაროს შეცნობის გზაა, რომელშიც გაუნელებელი, ჭეშმარიტი სიყვარული იბადება.   წყვილის ცხოვრების მოზაიკაში ქვეყნის და საზოგადოების მწვავე პრობლემებიც ირეკლება – სოციალური, მენტალური, სულიერი თუ კულტურული. ამ სიმძაფრით დამუხტულ გარემოში ბუნებრივად ვლინდება, ზოგადად, ადამიანის კრიზისი – რა შეუძლია მას სიცოცხლის გასაუმჯობესებლად? რატომ ამოყირავდა მის წინაშე სამყაროს კითხვები?   პოეტური ექსპრესიით მოთხრობილი ეს უცნაური ამბავი სიყვარულის თავსატეხადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ნინო ნადირაძე კიდევ ერთ მეტაფორულ ამოცანას სთავაზობს მკითხველს – შემთხვევითობისა და მიზეზ-შედეგობრიობის მარადიულ კონფლიქტში, ვისი სული სურს სიყვარულს?..
    9.95
    შულამელი გოგონები
    ავტორი: გვანცა გუბელაძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი  2018 გამომცემლობა: პალიტრა L
    12.95
    ჩემი გვარი – გრანელი...
    ავტორი: ლერი ალიმონაკი   ლერი ალიმონაკის ეს წიგნი ორი ნაწილისგან შედგება: „კვირის წირვები“ – ესაა ფსიქოლოგიურ-ეგზისტენციური რომანი ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და პოეზიაზე, უფრო სწორად – ცხოვრების პოეზიაზე, სადაც ნამდვილი, ბიოგრაფიული ამბების გვერდით გვხდება დიდი პოეტის მისტიურ სამყაროში ჩაძირვის და მის საიდუმლოთა მოხელთების მცდელობებიც.     „გრანელის ლანდი“ ერთგვარად მემუარული ხასიათისაა და მოგვითხრობს იმ წინაღობათა და სირთულეთა შესახებ, რომელიც ლერი ალიმონაკმა წინა საუკუნის 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში გაიარა ტერენტი გრანელის სახელის აღორძინებისა და დამკვიდრების გზაზე. მან მრავალი წელი შეალია წამებული პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევას, განახლებას და ფაქტობრივად, მანვე ჩაუყარა ქართულ ლიტერატურაში საფუძველი გრანელოლოგიას. ტოტალიტარიზმის პერიოდიდან, როცა გრანელის სახელს ტაბუ ედო, ლერი ალიმონაკს არ დარჩენია მოუჩხრეკავი არქივი, წიგნსაცავი თუ ოჯახი, იმხანად დალუქული სპეცფონდები, სადაც ჟამის უკუღმართობით დაღუპული პოეტის შედევრები არ მოეძიოს, არ გამოეცეს, დაკარგვისგან არ ეხსნას...
    11.95
    ჩვენ მოვიპარეთ გერმანია
    ავტორი:  ლევან ინაური
    10.95
    ჩვენ, თურმელები
      ავტორი: თამრი ფხაკაძე სერია: იკითხე ქართული   თურმე... თეთრი, თლილი ქვის მრავალკარიან სახლში მცხოვრები თურმელები, ჯერ კიდევ ანთიმოზ თურმელის დროიდან, ამ კართა გავლით შედი-გამოდიოდნენ ერთმანეთის ყოველდრიურობაში. თურმე... ერთი მთავარი კარით გადიოდნენ და იკარგებოდნენ შეუცნობელ გარე წუთისოფელში, ხან უმნიშვნელო და ხანაც საბედისწერო მოგზაურობებში. თურმე... ზოგი ბრუნდებოდა, ზოგიც _ ვერ... "ჩვენ, თურმელები" _ ასე დაასათაურა ავტორმა, მისივე თქმით, ცხოვრების მთავარი წიგნი, ეპოქალური რომანი, რომელსაც საგვარეულო-გენეალოგიური არქიტექტონიკა აქვს, ხოლო წიგნს, ნაწარმოებში მრავალგზის ნახსენები საგვარეულო დიადემასავით, თავსართად უძღვის მრავალრიცხოვან თურმელთა უზუსტესი გენეალოგიური ხე. წიგნი თურმელთა გვარის ნაშიერთა ლამის უსრულ ხეტიალზეა ამ სამყაროს განედ-მერიდიანებზე. როდის? რატომ? როგორ? _ პასუხები კითხვებზე ამ მაღალოსტატურად მოთხრობილ, ერთი უზარმაზარი გვარის ცოდვა-მადლიან, სისხლითა და სიყვარულით გაჯერებულ საბედისწერო მატიანეშია.
    12.95
    ჩვენება
    ავტორი: იაკი კაბე. (ირაკლი კაკაბაძე) თაკო ბაქრაძის ილუსტრაციებით   მოთხრობა 2014 წელს დაიწერა და ბავშვთა უფლებათა კონვენციის 25-ე წელს მიეძღვნა. მოთხრობა მშობლებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა იმის განსჯისა და განხილვისთვის, თუ რა სჭირდებათ მოზარდებს ჩვენგან და რას ვაძლევთ მათ. და რადგან ეს თემა დღესაც მნიშვნელოვანია და დღესაც არ ვიცით როგორ ველაპარაკოთ, მით უფრო, როგორ მოვექცეთ მათ, საჭირო და აუცილებელიც კია კიდევ ერთხელ გამოქვეყნდეს დაინტერესებული მკითხველისათვის.
    9.95
    ძეგლი ყველასთვის
    ზაურ კალანდიას რომანი „ძეგლი ყველასათვის“ საქართველოს უახლესი, ტრაგიკული წარსულის დღეებს აცოცხლებს – ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, სამოქალაქო და აფხაზეთის ომამდე. რომანის მთავარი გმირი – ჭიჭე – თავისი პოსტმოდერნული შინაარსით, გამომუშავებული რეფლექსიით, ცინიზმით, თავის ამბავს მეტა ტექსტებით ყვება. ეს მეტატექსტები თვითგანკითხვაცაა და თვითგააზრებაც, ანუ ის, რაც ყველაზე მეტად აკლია ჩვენს საზოგადოებას – ამ მრავალწლიან დრამატულ და ტრაგიკულ დინამიკაში. ექსპრესიით, დაძაბული მუხტით გადმოცემული გმირის შინაგანი მონოლოგი, წარსულის ვეებერთელა რეტროსპექტივაში, ყველაზე მკაფიოდ, მაინც ერთ აქცენტს გამოკვეთს – ძეგლი, რომელსაც ვაგებდით და ვამსხვრევდით, ჩვენივე თავში აქვავებს ადამიანობის ყველაზე ფაქიზ ნიუანსებს, ისე, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ყველა ოდინდელი კერპის ბედისწერა თავადაც გავიზიაროთ...   ამას კი, პიროვნული ტრაგედია ჰქვია.
    12
    წმინდა ლახვარი
    ავტორი: გიორგი აბდუშელიშვილი   რომანში აღწერილია ქართლ-კახეთის უკანასკნელი გვირგვინოსანის,გიორგი XII-ის მეფობის პერიოდში მიმდინარე მოვლენები.რთული სოციალური,ეკონომიკური და პოლიტიკური ფონის პარალელურად,მეფე გიორგის უწევს თბილისში გაჩენილ ჭირიანობასთან გამკლავება.მორწმუნე მეფისათვის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იდეოლოგიური იარაღია ეჩმიაძინიდან გამოთხოვილი სიწმინდე „წმინდა ლახვარი",რომლის დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი ქართლ-კახეთის სამეფო კარსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის უთანხმოების საგნად იქცევა...
    11.5
    ხევსურული შუღლი და დოღი
    ავტორი: ნოშრევან არაბული „მოყევი საქართველო“ – გამომცემლობა „ინტელექტის“ ახალი სერიაა, რომლის ფარგლებშიც გამორჩეული ავტორების მიერ მოთხრობილ, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ეთნოგრაფიულ ლანდშაფტს, წეს-ჩვეულებებს, ადათსა და ტრადიციებს გავაცნობთ მკითხველს.   სერიის პირველი წიგნია ნოშრევან არაბულის – „ხევსურული შუღლი და დოღი“. ნოშრევან არაბულის ეთნოგრაფიულ ნაშრომში მოთხრობილია ხევსურთა უნიკალური წეს-ჩვეულებებისა და იმ პირობების შესახებ, რომლებიც ამ კუთხის მკვიდრთ უბადლო მეომრებად აყალიბებდა. დიდი ყურადღება ეთმობა საწესჩვეულებო სამართლის აღწერას, ასევე, თვითნასწავლ მკურნალთა საექიმო ხელოვნებას; წიგნში გამოკვეთილია ის კულტურული სივრცე, რომელიც დაპირისპირებულ ხევსურებსაც კი ერთმანეთის მიმართ პატივისცემით განაწყობდა. საინტერესო პარალელია გავლებული ხევსურულ შუღლსა და ევროპული ორთაბრძოლის სახეობა „მენსურს“ შორის.   ასევე, მნიშვნელოვანია დოღის ეპიზოდიც. მისი მასშტაბური და ლოკალური ეთნოლოგიური ჭრილი, მისი მახასიათებლები და ნიუანსები. დღესდღეობით, უკვე გამქრალი ან გაქრობის პირას მდგარი მრავალი წეს-ჩვეულებისა და ეთნოგრაფიული ტრადიციის პირობებში, ამგვარი წიგნები მათი მეხსიერებაში მყარად შენახვისა და გადარჩენის ერთადერთ გზად აღიქმება.
    18.95
    ჯაყოს ხიზნები
    ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი   მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი; დ. 8 ნოემბერი/20 ნოემბერი, 1880 — გ. 30 სექტემბერი, 1937) — ქართველი მწერალი, იყო თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მის
    25
    ჯორჯიო და ჯეორჯინა
    ბათა მარსაგიშვილის მოთხრობების გმირები ჩვენი ყოფის/საზოგადოების ტიპური პერსონაჟები არიან – სოციალური თუ ეგზისტენციალური პრობლემებით, თავის დასამკვიდრებლად ბრძოლის ნაცადი თუ ექსკლუზიური ხერხებით, ტკივილებით და ბედნიერებებით. მათი ცხოვრების კონტექსტი ხანდახან გამოუვალი მდგომარეობაა, თუმცა თხრობის სილაღის და იუმორის წყალობით, ეს მდგომარეობა მსუბუქ აბსურდში გადადის. ეს უკანასკნელი კი ჩვენი თანამედროვე ყოფის მხატვრული კონტექსტია.   მიუხედავად იმისა, რომ ეს გმირები მკითხველს ადვილად მიიყვანენ სიცილამდე (რაც, არც ისე იოლი საქმეა ლიტერატურისათვის!), ეს სიცილი მაინც არაა ავტორის მთავარი მიზანი. ის სწორედ ამ სასაცილო თუ აბსურდული სიტუაციების მიღმა დაყურსულ პრობლემებზე ამახვილებს მკითხველის არაცნობიერ ყურადღებას. ეროვნული თუ პიროვნული კომპლექსები, ტექნოლოგიურ ქაოსში მოყოლილი ადამიანური განცდები თუ განზრახვები, პირდაპირი ტრანსლაციები ცხოვრების სამზარეულოდან – ეს ამ პრობლემათა და მხატვრულ ამოცანათა არასრული ჩამონათვალია, ხარისხის ნიშნით – „დამზადებულია საქართველოში“.
    12.9
    1313
    ავტორი: მედეა მაღალაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი
    14.9
    152
    სალომე მაკარიძის "152" აღწერს ბავშვის თვალით დანახულ სამყაროს, სადაც თამაშდება ცხოვრებისეული დრამები თუ ტრაგედიები. მოთხრობებში აღწერილი სიტუაციები ჩვენი ყოველდღიურობაა და ზოგჯერ ნოსტალგიური ელფერით
    12.95
    18ტ ბესიკ ხარანაული ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის
    ავტორი: ბესიკ ხარანაული
    16.95
    4 რომანი
    ავტორი: თამაზ ჭილაძე გამომცემლობა: ინტელექტი ეს წიგნი, რომელშიც ოთხმა რომანმა მოიყარა თავი, თამაზ ჭილაძის შემოქმედებით ბიოგრაფიადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. მასში სრულიად თვითმყოფადი, ღრმა და საინტერესო მხატვრული სამყაროა გაცხადებული. ამ სამყაროში, როგორც ღია სცენაზე, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შლეიფივით მოყვებათ თავიანთი წილი დრო, ეპოქა, ტკივილი და მარტოობა, მარადისობის წინაშე კრძალვაც და შიშიც... თამაზ ჭილაძის მხატვრული დრო კონკრეტულიცაა და აბსტრაქტულიც. ეპოქა საცნაურდება კონკრეტული მოვლენებითაც და იმ მიღმიერი შინაარსითაც, რომელსაც მწერალი ქრონიკის, ინფორმაციის, ისტორიის მიღმა ხედავს. სწორედ აქ შემოდის მთავარი აქტორი – სევდა, თამაზ ჭილაძის შემოქმედებისთვის ასეთი ბუნებრივი და ასეთი ქმედითი – ეგზისტენციური სევდა, ადამიანსა და ბუნებას (კოსმიურ წესრიგს) შორის გაწყვეტილი კავშირით, დაკარგული სამოთხის მონატრებით და მოლოდინით დამუხტული.  ამ წიგნებში შეხვდებით შეშლილებს, რომელთაც სიყვარულის საძებნელად გაუწევიათ და ხეტიალში ჩაკარგულან, დაუბადებლად წიაღშივე ჩამპალი სიცოცხლის ნაყოფით; აქ ადამიანური ბუნების, ურთიერთობების სირთულე  ხანდახან დანაშაულამდე მიდის, დანაშაული კი სამართალს ითხოვს... კონფლიქტის ტემპორიტმი საგულისხმო აქცენტია თამაზ ჭილაძის რომანებში – ის არაა ხმაურიანი, ქარცეცხლიანი, არამედ საგანგებოდ, ოსტატურად შერჩეული ნახევარტონებით, უჩვეულო სიმშვიდით და მძიმე ინტიმით ვითარდება, თითქოს ავტორის სურვილია, ჯერ მიიჩვიოს მკითხველი, დაატყვევოს და სრულყოფილად ჩართოს ტექსტის ატმოსფეროში, გახადოს მისი თანამონაწილე და დაასწროს საბედისწერო რიტუალს.
    18.95
    5 რომანი
    ავტორი: გრიგოლ რობაქიძე ამ წიგნში გ. რობაქიძის ხუთი რომანია შესული,რომელიც,დიდი მწერლის დრამატული ცხოვრების გათვალისწინებით,სრულიად განსხვავებულ დროში,გარემოსა და ვითარებებში იქმნებოდა.გ. რობაქიძის ხუთი რომანი – „გველის პერანგი“(1926 წ.),„მეგი – ქართველი გოგონა“(1932 წ.),„ქალღმერთის ძახილი“(1934 წ.),„მცველნი გრალისა"(1937 წ.),„ფალესტრა“(1928 წ.) – ჯერ სამშობლოში,შემდეგ კი ემიგრაციაში იწერებოდა.მათი დიდი ნაწილი ზედიზედ ითარგმნა და გამოიცა წამყვან გერმანულ გამომცემლობებში.
    35
    Bon voyage, პეტრო!
    ავტორი: ელენე ჯაფარძე   „ბონ ვოიაჟ, პეტრო“ ტკივილით აღსავსე სიყვარულზე, მეგობრობაზე, ოცნების უკიდეგანო ძალაზე გვიყვება – ძალაზე, რომელიც გამოუვალ სიტუაციებშიც კი ეძლევა ადამიანს, რათა უსამართლობასა და ტკივილთან გამკლავებაში დაეხმაროს. ამ რომანში საბედისწეროდ იკვეთება ორი ადამიანის – თინის და პეტროს გზები, მათი წარსული და აწმყო, მათი ძველი თუ ახალი სატკივარი… თინი, რომელსაც შვილი საავადმყოფოში უწევს და ცდილობს, უსაშველო დარდს მარტო გაუმკლავდეს… პეტრო – ფრანგი ბებიის შვილიშვილი, რომელიც თავის ტყუპისცალ პაოლასთან ერთად მთლად დაუცველი დარჩა სასტიკი რეალობის წინაშე, რომელიც 90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და შემდგომი პერიოდის მოვლენების სახით დაატყდა თავს… წარსულის ტრავმებით დაღდასმულ თინის და პეტროს ბედისწერა მოულოდნელ შეხვედრას უმზადებს, თუმცა მანვე გადახლართა ამ ორი გმირის წარსული და არავინ იცის, რომ მათ მომავალსაც ემუქრება.  
    11.9
    Flight from the USSR
    ავტორი: Dato Turashvili   The bestselling novel of Dato Turashvili is based on the most tragic and scandalous story of Soviet Georgia of 1980s. Seven young people hijacked an airplane to escape from the Soviet Union, which was an exceptional action, because at that time even a thought of escaping from the Soviet Union was criminal! The Soviet government condemned most of these young people to death for their naive even if dangerous attempt. The public opinion was split. A part of the public considered the youngsters to be just ordinary terrorists. The other part would argue that living under the Soviet regime was so unbearable that this could even justify the hijacking of a plane. Flight from the USSR gives an opportunity to the reader to closely follow the leading characters, and learn more about their motifs and intentions than it would be possible by just reading dry court documents. Flight from the USSR was staged in Georgian Free Theatre and is one of the most successful plays. 1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც  მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. „თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ. დათო ტურაშვილის წიგნი „ჯინსების თაობა“ სწორედ ამ ტრაგიკულ ისტორიას ეძღვნება. .
    15.9
    happy sovieticus
    8.4
    La porta segreta
    ავტორი: მაია ცირამუა "La porta segreta" მოულოდნელობებით სავსე რომანია. წიგნის პირველსა და მეორე ნაწილებში რომანის მთავარი საიდუმლოს ამოსაცნობად საჭირო მინიშნებები გვხვდება, თუმცა, შესაძლოა, მკითხველმა კვანძის საბოლოო გახსნამდე მაინც ვერ მოარგოს გასაღები იმ კარს, რომლის შეღებაც საბოლოოდ კრავს სიუჟეტს. კარის მიღმა აღმოჩენილი სურათი კი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ სტერეოტიპებსა და მანკიერ, არაჰუმანურ ჩვევებზე, რომელთა ჩარჩოებსაც, სამწუხაროდ, ვერ გასცდა ჩვენი საზოგადოება.    რომანის მთავარი გმირები ქალები და ბავშვები არიან, სხვადასხვა, ხშირად მძიმე ისტორიით, უკან მოტოვებული ბრძოლებითა და რთული გამოწვევებით სავსე ცხოვრების გზით. ვეცნობით იმ ქალებსაც, რომელმაც გადარჩენა მოახერხეს და მათაც, ვინც ეს ვერ შეძლო – ძალადობისა და საზოგადოების აუტანელი წნეხის მსხვერპლი გახდა. რომანში არა მხოლოდ მთავარი გმირების სახეები და ხასიათებია გამოკვეთილი, არამედ, კიდევ უამრავი სხვა საინტერესო პერსონაჟი გვხვდება, რომლებსაც ავტორი ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე შტრიხით, მაგრამ ძალიან ცოცხლად აღწერს.
    24.9
    Lilos Angeles
    ავტორი: გიორგი კეკელიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    Lucrecia515
    ავტორი: ლაშა ბუღაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    11.9