santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ანტონიო და დავითი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე გამომცემლობა: პალიტრა ყდა: მაგარი
    13.95
    ანტონიო და დავითი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე რომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების საქართველო, ხოლო მთხრობელი – იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ანტონიო და დავითი დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.
    15.9
    აპოკალიფსის დღიურები
    ავტორი: თორნიკე რაზმაძე   „აპოკალიფსის დღიურები“ არის სათავგადასავლო რომანი, რომელშიც მოთხრობილია ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდას თავგადასავალი მას შემდეგ, რაც სამყაროში გაუგებარი და ამოუხსნელი პროცესები იწყება: იშლება კონტროლისა და წესრიგის მექანიზმები; აღარ არსებობენ ხელისუფლებები, სრული ანარქია ბატონობს. მთავარი გმირი საკუთარ თავგადასავალს პირველ პირში აღწერს. როდესაც „ყველაფერი“ იწყება, ის მეტროთი მგზავრობს, სადაც გაიცნობს გოგონას, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდება, მისი თანამგზავრი და სიყვარულის ობიექტიც გახდება.
    16.95
    არ დამივიწყო
    ავტორი: ნანი მანველიშვილი   რა მოხდება, თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ: დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი, თუმცა ეხსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას დედა, ვიღაცას შვილი, ზოგს მამა და ზოგსაც სულაც მეზობელი? "არ დამივიწყო" _ პასუხია ამ კითხვაზე... რომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველზე თანამედროვე საქართველოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ელენეა, სტუდენტი გოგონა, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს. მეორე ხაზი წარსულია _ საბჭოთა კავშირი, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში, ადამიანების ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ომი და... სიყვარული
    12.95
    არაფერი დედაჩემის შესახებ
    ავტორი: ეკა ქევანიშვილი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში 
    9.9
    არსენა მარაბდელი
    ავტორი:მიხეილ ჯავახიშვილი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
    23.95
    სიახლე
    არქიტექტორი
    ავტორი: რუსუდან ტყემალაძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი   "არქიტექტორი" - თუ ირღვევა კომბინაცია: არქიტექტურა, ქალი და როკი, ყველაფერი უაზრო ხდება. წიგნის მთავარი გმირი წარმატებული არქიტექტორი იყო; ქალი, „ვისი სახელის ხსენებაც აღარ შეიძლებოდა“, მთავარი გმირის ბედისწერას ცვლის - აჩი კარიერას, სტაბილურ, უშფოთველ ცხოვრებას ემშვიდობება; როკი? როკი რჩება, მაგრამ აჩის ტკივილის, იმედგაცრუების, დეპრესიის გრძელვადიან პერსპექტივას ვერ ცვლის, მხოლოდ ლაიტმოტივად გასდევს მის ცხოვრებას. მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაც „ზრუნავს“ ცვლილებებზე - დგება მომხდარის გადაფასების დრო და ჩნდება მეორე შანსიც. და თუ კომბინაცია - არქიტექტურა, ქალი და როკი - აღდგება, მაშინ ყველაფერი არქიტექტურული სიზუსტით „ამოშენდება“
    12.95
    არჩევანი მე
    ავტორი: ანა მხეიძე სერია: ცხოვრება ქალების კალმით   ანა მხეიძის შემოქმედება ბევრისთვის ნამდვილად იქნება აღმოჩენა - აღმოჩენა, როგორც საზოგადოდ მწერლისა და როგორც კონკრეტულად ქალი შემოქმედისა, რომელიც თურმე გასული საუკუნის მიწურულს, იმ ჩაკეტილ საზოგადოებაში, საოცარი სითამამითა და გულწრფელობით მშვენიერ მო თხრობებს წერდა. ანა მხეიძის ქალები თავს დაგამახსოვრებენ ინდივიდუალიზმითა და თავისთავადობით, მაგრამ, იმავდროულად, ისინი სულაც არ არიან გმირები ან რაიმე იდეით შეპყრობილები, იდეალისტებიც არ არიან, უბრალოდ, ქალები არიან ყოველდღიური განცდა-საფიქრალით, სისუსტეებით, ვნებე-ბით, ამბიციებით...
    16.95
    ასოციალური თევზი
    ავტორი: ციკო ინაური   ეს ეგეოსის ზღვის სურნელით გაჟღენთილი რომანი სამი გოგოს, სამი განუყრელი მეგობრის ფიქრებსა და ოცნებებზე, სოციალური ნორმების მიმართ პროტესტზე, სიყვარულზე, ამბოხსა და შეგრძნებებზეა; იმაზე, თუ როგორ იზრდებიან გოგოები თბილისში, როგორ ყალიბდება მათი შინაგანი „მე“. ისინი პირობას დებენ, რომ არასდროს შექმნიან ოჯახს და არავის, არასდროს შეიყვარებენ ისე, რომ საკუთარ პრინციპებს უღალატონ. თუმცა... სიყვარული მოდის, მოდის თავისი სიმძაფრითა და ცრემლით. მთავარი გმირები მკითხველს თავბრუდამხვევი და სიგიჟეებით სავსე თავგადასავლისკენ უხმობენ.
    9.95
    ასტრალის სული
    ავტორი: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი   ყველა გადახრა ბავშვობაში მიღებული ფსიქოტრავმებისა და მათ მიერ გამოწვეული კომპლექსების გამოძახილია. "მანიაკები მოდიან!"- ეს ფრაზა ირონიულად მიტრიალებდა თავში ამ ნაწარმოების კითხვისას და იმ დღეებში ყველას-გარშემომყოფებს, ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ შეხვედრებზე-სხვანაირი, ე.წ. დედუქციური თვალით ვაკვირდებოდი და, ჩემდა უნებურად, ვცდილობდი, მეპოვა ის მანიაკი, რომელიც მუდადმ კეთილშობილურ ნიღაბსაა ამოფარებული (შესაძლოა, დღეს ამ ბედკრულ პლანეტაზე სწორედ ისინი არიან ფარულ უმრავლესობაში)... "ასტრალის სული", ჩემი აზრით, ჟანრულად მრავალწახნაგოვანი, თუმცა მაინც უფრო მანიაკალური ფსიქოდეტექტივია. ნაწარმოებში ყველა პერსონაჟი ფენომენალური, ზეეგოცენტრული მანიითაა შეპყრობილი." დარწმუნებული ვარ, ეს ტექსტი ბევრ წამკითხველს ამოუყრის ქვეცნობიერიდან იმ ჟანგიან კითხვებს, რომლებზე პასუხებსაც ისევ ეს, ყოველმხრივ მოქნილი, მრავალსაფეხურიანი და იოლად საკითხავი რომანი იძლევა. ბესო ხვედელიძე მწერალი, წიგნის რედაქტორი
    11.95
    აუდიტორია
    ავტორი: ლაშა ბუღაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    აუქციონი: ვინ გაყიდის ქრისტეს იუდაზე იაფად?
    ავტორი: ბესიკ ლაგვილავა ბესიკ ლაგვილავას რომანი დიდ და მარადიულ ბრძოლაზეა, რთულ და ყოვლისმომცველ ომზე, ცივილიზაციათა, კულტურათა და ადამიანთა შორის. და რაც მთავარია, საკუთრივ ადამიანში გაჩაღებულ ბრძოლაზე. ეს არის სიკეთისა და ბოროტების შერკინება, სადაც ,,არსებაგრძელი’’ კეთილი ხან ვერ იმარჯვებს. ან გვგონია, რომ ვერ იმარჯვებს. საერთოდ, პოსტმოდერნისტული ტექსტები, როგორც წესი, ამ აზრით, ძალიან ბუნდოვანია ხოლმე, თუმცა ამ ნაწარმოებში მიუხედავად სათაურისა, ნაკლებად მორალისტურები. აქ კითხვის ნიშანი მეტია, ვიდრე პასუხი. ეს მხატვრული ტექსტი, რომელიც ჩემი ვარაუდით, დოკუმენეტურიც გახლავთ, ერთი დიდი კითხვის ნიშანია, სიმულაციური პასუხებით. ვინღა არ დგას ქრისტეს თანამედროვე გამყიდველთა რიგში – იუდას დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს
    17.9
    აფხაზური რვეულიდან
    ავტორი: გენო კალანდია „აფხაზური რვეულიდან“ გენო კალანდიას – ქართველი პოეტის, ინტელექტუალისა და საზოგადო მოღვაწის – ოდისეაა, ცხოვრების ერთგვარი შეჯამება, რომელიც ბოლო წლებში იქმნებოდა ჩანაწერებისა და დოკუმენტური ნოველების სახით.   ფიქრის და მოქმედების, ემოციის და პრაგმატულობის, პოეზიისა და პოლიტიკური საქმიანობის, ოჯახზე ზრუნვისა და ნიმფებთან გატარებული თითოეული წუთის, ტრაგედიებისა და შინაგანი რწმენით დამუხტვის, მეგობრებში დროსტარებისა და სიმარტოვეში თავჩარგვის, ადამიანების დაკარგვისა და მტრის დაკარგული შვილის საძებრად ბრძოლის ველზე გავარდნისაა ეს წიგნი. ამ ყველაფრის გააზრების, განცდისა და მონატრების.   „ჩვენ ჩვენივე შვილები გაგვასამართლებენ. რაც მალე შედგება ეგ სამსჯავრო, მით უკეთესი ჩვენი ბედკრული ქვეყნისთვის“ – წერს გენო კალანდია და ეს სინანულის განწყობაზე ნათქვამი შემთხვევითი სიტყვები კი არაა მხოლოდ, ესაა ერთ-ერთი გასაღები, რომლითაც „აფხაზური რვეულის“ ავტორის სულიერი და ხორციელი ცხოვრება უნდა გაიხსნას და განიმარტოს.
    14.95
    აღიარება ხელისგულზე
    ავტორი: თათული ღვინიანიძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი   რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან იბრძვის. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას „ბინძური გზებით“ იქცევს. მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. რადას ეზიზღება კურსელი და გადაწყვეტს, ჭკუა ასწავლოს. ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად, გოგონა კურსელის წარსულში იწყებს ქექვას. სულ მალე ჩვეულებრივი Hate Story ნამდვილ ომში გადაიზრდება... ომში, რომელიც ბრაზით, სიძულვილით, სიყვარულით, ვნებით, ტყუილით, მონატრებით, გაუგებრობებით, ღალატითა და ინტრიგითაა სავსე. „აღიარება ხელისგულზე“ არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და „შენი ადამიანის“ ძიებაზე...
    14.95
    აღმართ-აღმართ
    ავტორი: გოგი ხარაბაძე     ,შენ გაიმარჯვე თეატრსა და კინოში. ახლა მწერლობაშიც გამოჩნდი, როგორც შეუდარებელი და თავისთავადი მწერალი. ყოველივე ამას უნიკალური ტალანტი ჰქვია"... - ჭაბუა ამირეჯიბი.
    9.95
    აღმართი
    ავტორი: ლელა ლაშხი სულაკაურის გამომცემლობა   ლელა ლაშხის პროზაული კრებული „აღმართი“ რვა მოთხრობას აერთიანებს. მათი საერთო თემაა ქალი და მისი ადგილი საზოგადოებაში, როგორც საქართველოში, ასევე დედამიწის სხვა კუთხეებში. ავტორი ცდილობს, ობიექტურად დაგვანახვოს სხვადასხვა სოციალური წრის ქალების მდგომარეობა, გვიჩვენოს, რა შეუძლია ქალს დღეს ან რას უქადის მას მომავალი…
    10.9
    აღმოსავლეთით
    ავტორი: თამთა მელაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    აღმოსავლეთის გამოგონება
    ავტორი: ირმა ტაველიძე   ირმა ტაველიძე დაიბადა 1973 წლის 20 ოქტომბერს გორში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პროზაული ტექსტები 1999 წელს დაიბეჭდა. 2007 წელს გამოიცა ირმა ტაველიძის მოთხრობების პირველი კრებული „ავტობიოგრაფია ფრანგულად“. წლების განმავლობაში თარგმნიდა ინგლისურიდან და ფრანგულიდან სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალისთვის. თარგმნა მიშელ უელბეკის წიგნები: „პლატფორმა“ და „სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები“, ასევე - ქეთი ქანთარიასთან ერთად - ჯ. მ. კუტზეესა და პოლ ოსტერის „აქ და ახლა: წერილები (2008-2011)“. 2011 წლიდან არის შვედ და ქართველ დრამატურგთა ჯგუფის წევრი. „აღმოსავლეთის გამოგონება“ ირმა ტაველიძის მოთხრობების მეორე კრებულია.
    9.95
    აღსარება დედისა
    ავტორი: თიკო ჩხეიძე   წიგნის გამოცემის სურვილი, ავტორის ქალიშვილის, 9 წლის ტატიანას მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. იგი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და მასში თავმოყრილია პატარა გოგოს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, რომელიც მკითხველს არაერთ ცხოვრებისეულ საკითხზე დააფიქრებს. პირადი ტრაგედიის მიუხედავად, ავტორი ცდილობს, არ დაამძიმოს მკითხველი და პარალელურად, მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ისტორიებს აღწერს. ცნობილი მოდელისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარის სიყვარულის ამბავი, წიგნის მთავარი ლაიტმოტივია.
    13.9
    აჩრდილები
    ავტორი: ნიკოლოცის კარიშვილი   რას ეძებს, რას ესწრაფვის „აჩრდილების“ მთავარი პერსონაჟი, რომელსაც არცთუ შემთხვევით ჰქვია აბელი, სახელი, რომელიც მის ბიბლიურ წარმომავლობას მიანიშნებს და ღრმა მეტაფორული გააზრების აუცილებლობისკენ გვიბიძგებს. ეს კითხვა თან დაჰყვება მკითხველს იმ უჩვეულო, სულის შემძვრელ და შემაძრწუნებელ თავგადასავალში, რომელშიც წიგნის გმირთან ერთად ებმება. გმირის ძიების გზა, ზეცისა და თავისუფლების მონატრებით არის შთაგონებული და სავსეა კოშმარული, თავზარდამცემი სურათებით დაწყევლილი სოფლისა, რომლისგანაც ვერაფრით აღწევს თავს. ეს თავისუფლების ძიებაა, რომლის გამოც ადამიანებს სჯიან. „აჩრდილები“ არის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ამბავი იმისა, სად მიიყვანს გმირს თავდაუზოგავი და შეუპოვარი სწრაფვა მოჯადოებული, ჩაკეტილი სოფლიდან თავისუფლებისაკენ?
    14.95
    ბავშვები კორტესარის მთიდან
    ავტორი : ცოტნე ავსაჯანიშვილი   „ბავშვები კორტესარის მთიდან“ მცირე რომანია, რომელშიც მკითხველი სიურრეალისტურ ქალაქ მონტელუს ეცნობა. ქალაქში ფანტასმაგორიული ამბები ხდება. ქალაქის მთავარ მთას კორტესარის მთა ჰქვია. სწორედ ამ ადგილას იკრიბებიან ვაჩე, გრასუნა, ტყუპი მიგრანტები – ჟელი და ბონი. მათი ამბების ფონზე ავტორი, თითქოს შემთხვევით, სოციალურ პრობლემებსაც ეხება. რომანის მეორე ნაწილში განვითარებული პოლიტიკური პერიპეტიების კარიკატურულობა ერთდროულად სიცილსაც იწვევს და თან შორეულად თბილისის უახლეს ისტორიასაც მოაგონებს მკითხველს. როგორ აღმოჩნდნენ უკვე გაზრდილი ბავშვები კორტესარის მთიდან ავანტიურისტული სამხედრო აჯანყების მონაწილენი და როგორ გაიყო ბავშვობის მეგობრების გზები? იქნებ მთელი ამ ამბოხის მიღმა პირადი შურისძიება დგას? ამ კითხვებზე პასუხს მკითხველი რომანში იპოვის. ცოტნე ავსაჯანიშვილის სადებიუტო წიგნი, რომელიც მოთხრობებსა და მცირე რომანს აერთიანებს, საინტერესო და არაორდინარულ პერსონაჟთა პალიტრითა და ორიგინალური იუმორით გამოირჩევა. მოთხრობების სიუჟეტი დინამიკურია და დასასრული – ხშირად მოულოდნელი. ყურადღებას იქცევს ენობრივი ქსოვილიც – ყოველდღიური, სასაუბრო მეტყველება პერსონაჟებს კიდევ უფრო ნაცნობსა და ახლობელს ხდის მკითხველისთვის.
    14.95
    ბალა(ნ)და
    ავტორი: კოკა ქამუშაძე კოკა ქამუშაძის სადებიუტო რომანი „ბალა(ნ)და“ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული სისტემის – ციხის – კარს გვიღებს. მთავარი გმირი არაფრით გამორჩეული თბილისელი ბიჭი ლევან კაკაბაძეა, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება ამ ბნელ, მისთვის უცხო და საშიშროებით მოცულ გარემოში და თანდათან გაიგებს, როგორია 15 კაცთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრება და იქ შინაგანი თავისუფლების პოვნა; მკითხველი კი მიხვდება, რომ ყველაფერი, რაც ციხის ცხოვრებაზე გაუგია, არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ რეალურად ხდება. ეს სამყარო ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე მისი აღქმა ჩვენს წარმოსახვას შეუძლია. ავტორი მსუბუქად, იუმორით გვიყვება ძნელი ადამიანური ამბების შესახებ და მიუხედავად ამ ისტორიების სიმძიმისა, იმედის ნაპერწკალს არასდროს კარგავს. კოკა ქამუშაძე განათლებით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია და ამჟამად „თიბისი ჯგუფში“ მუშაობს. ამავდროულად, კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მარკეტინგის მიმართულებით.
    13.9
    ბედთან მოთამაშე
    ავტორი:  ბედთან მოთამაშე   „ბედთან მოთამაშე“ სოსო ყიფშიძის პირველი პროზაული კრებულია, რაც უკვე დიდი იშვიათობაა დებიუტანტ ავტორთა ტექსტებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს წერას ამგვარად ძალიან ცოტა იწყებს, ან თუ იწყებს, მცირე პროზას სამწერლო გზის ერთგვარ საფეხურად აღიქვამს ვრცელი რომანის შექმნამდე. შესაბამისად, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მოთხრობა ძალიან გაიშვიათდა, რის გამოც ამ ჟანრში თავის მოსინჯვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმედ იქცა. მოთამაშე, მეოცნებე და სევდიანი – სოსო ყიფშიძის მოთხრობების სათაურებიდან ამოკრეფილი სიტყვებით უნებურად იმ პერსონაჟის პორტრეტი იხატება, რომელმაც ავტორს შთააგონა, განცდილი, ნანახი თუ გაგონილი მხატვრულად დაემუშავებინა და მაინც ერთი კაცის თავგადასავლად ექცია. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უმეტესწილად ფარული ვნება, ძნელად გასამხელი სენია, რომლისგან განკურნება აღიარებით, განდობით, გულწრფელი საუბრით იწყება. შესაძლოა, ლუდომანიისგან თავდასაღწევად შემოქმედებითი წერაც ერთგვარი ხსნა იყოს, რადგან ის უპირველესად თეთრი ფურცლის, ანუ ყველაფრის თავიდან დაწყების შიშის დაძლევას გულისხმობს.   „მოთამაშისთვის ტყუილი განუყოფელი ნაწილია, ისევე, როგორც ბლეფი პოკერში.“ მიუხედავად იმისა, რომ კრებულის ყველაზე ვრცელი ტექსტი მთხრობელის ტყუილებზეა აგებული, პერსონაჟის აღსარებითი ტონი მოთხრობას, ნარატიული თვალსაზრისით, სანდო პირველი პირის ნაამბობად აქცევს. როდესაც ფურცლისთვის განდობილი წიგნად იქცევა, ავტორს აღარ სჭირდება იმის შეხსენება, რომ გარკვეულწილად მხატვრული პროზაც ფიქციაა, თუმცა უფრო ნაღდი, ვიდრე რეალური ცხოვრება. ლიტერატურულ თამაშში კი მოგებული მხოლოდ ის არის, ვინც შეძლო და ბოლომდე ამოთქვა.“ – რუსუდან რუხაძე
    11.95
    ბედის მწერლები
    ავტორი: მერაბ რატიშვილი     რომანი "ბედის მწერლები" მოგვითხრობს უძველესი ქართველური ტომებისა და სამეფოების კავშირ-ურთიერთობებს, მათ მნიშვნელოვან ადგილს ადამის მოდგმის განვითარებაში და წინარე ცივილიზაციის შემორჩენილ არსებებთან, იგივე ხვთისშვილებთან თანაცხოვრების ისტორიას, ძვ.წ. II  ათასწლეულის შუა საუკუნეებში.
    13.95