santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი
    ავტორი: დაიანა უინ ჯონსი მთარგმნელი: ქეთევან ყანჩაშვილი   ინგარის სამეფოში, სადაც შვიდმილიანი ჩექმები და უჩინმაჩინის მოსასხამები არავის უკვირს, დიდი უიღბლობაა სამშვილიან ოჯახში უფროსად დაბადება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუკი სამივენი ბედის საძიებლად გაეშურებიან, სწორედ უფროსი იგემებს მარცხს. სოფი თავიდანვე იყო შეგუებული ბედს და ცხოვრების მშვიდად გატარებას ქუდების სახელოსნოში აპირებდა. თუმცა მოულოდნელად უდაბნოს ალქაჯის წყრომა დაატყდა თავს და ბებრუხანად აქცია. ჯადოს ახსნის ერთადერთი იმედი ჯადოქარი ჰაულის მუდამ მოძრავ ციხე-კოშკში იმალება. წიგნში შეგხვდებათ ალქაჯები, ჯადოქრები, სასახლეები, მოლაპარაკე ნივთები, მოჯადოებული არსებები, დედინაცვლები, მეფის ასულები, გრძელზე გრძელი კიბეები, მოწყვეტილი ვარსკვლავები და... ბევრი, ბევრი მწვანე ლორწო. ეს არის ზღაპრული, მაგრამ საკმაოდ სახიფათო სამყარო, სადაც ყველაფერი მოსალოდნელია, ამიტომ დაძაბულობა ბოლო გვერდამდე არ დაგტოვებთ, რადგან, როგორც ერთხელ კალციფერმა ბრძნულად შენიშნა: „ჯადოქრის სახლში უსაფრთხოდ ვერ იქნები“. „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს“, რომელიც ტრილოგიის პირველი ნაწილია, შესაძლოა უფრო სტუდია ჯიბლის „ოსკარის“ ნომინანტი ამავე სახელწოდების ანიმეთი იცნობდეთ. არადა, სანამ ჰაიაო მიაძაკი აღმოაჩენდა, სოფისა და ჰაულის თავგადასავალი ორი ათწლეულის განმავლობაში სარგებლობდა მკითხველთა სიყვარულით.
    24.9
    ჰემი, ჩემი ნახევარი
    ავტორი: ცირა ტურაშვილი   ჰემი, ჩემი ნახევარი - რომანში მოთხრობილია ახალგაზრდა, მარტოხელა დედის და მისი შშმ შვილის ცხოვრების შესახებ, რომელიც სავსეა ტკივილით, იმედგაცრუებებით და დაუსრულებელი ბრძოლებით. რომანში მთელი სიცხადით არის გადმოცემული ქართული რეალობის სასტიკი ნიუანსები, რომელიც დაუნდობელია უფლის იმედად დარჩენილი ადამიანებისათვის. მთავარი პერსონაჟი ქალი ბევრჯერ ხდება ძალადობის მსხვერპლი, ბევრჯერაც დაეცემა და წამოდგემა, რათა უფრო ძლიერმა გააგრძელოს ცხოვრება შვილის უკეთესი მომავლისათვის. მის ყიველდღიურობას კი უფრო ართულებს გზას აცდენილი მეუღლე, თუმცა მაშინ როცა იგი ფიქრობს, რომ ყველა წვალება ფუჭი და ამაოა, მის ცხოვრებაში დგება ნამდვილი სიყვარულის ხანა, რომელიც ხსნად იქცევა უიღბლო ქორწინების შემდეგ. რომანს, გარდა შშმ ადამიანის მძიმე ხვედრისა, ასევე მეორე ხაზად მიჰყვება ირანელი ცოლ-ქმარის ცხოვრება და მოღვაწეობა თბილისში, რომელთა ბედიც ყველაზე საჭირო დროს დაუკაშირდება მარტოხელა დედის ყოველდღიურობას ;  
    15
    ჰენდერსონი, წვიმის მეფე
    ავტორი: სოლ ბელოუ მთარგმნელ(ებ)ი ლელა დუმბაძე სერიის დასახელება ამერიკელები   სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ - ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი - 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება.     „როცა ვიხსენებ, რა მდგომარეობაში ვიყავი, ორმოცდათხუთმეტი წლისამ ბილეთის ყიდვა რომ გადავწყვიტე აფრიკაში წასასვლელად, მარტო დარდი და გულისტკივილი მაგონდება. შემომაწვება მოგონებები და სულს მიხუთავს. არეულად მახსენდება ყველაფერი ერთად - ჩემი მშობლები, ჩემი ცოლები, ჩემი საყვარლები, ჩემი შვილები, ჩემი ფერმა, ჩემი ცხოველები, ჩემი ჩვევები, ჩემი ფული, ჩემი მუსიკის გაკვეთილები, ჩემი ლოთობა, ჩემი ახირებები, ჩემი სისასტიკე, ჩემი სახე, ჩემი სული! ერთადერთი ისღა დამრჩენია, ვიღრიალო - არა, არა, მომწყდით თავიდან, მარტო დამტოვეთ“!
    19.95
    ჰერმესის დახლიდარები
    ავტორი: ქარდა ქარდუხი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი  
    11.95
    ფასდაკლება
    ჰერცოგი და მე ბრიჯერტონი
    ავტორი: ჯულია ქუინი მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი დაფნი ბრიჯერტონი, რომელიც შვიდ და-ძმასთან ერთად მეგობრულ და მხიარულ ოჯახშია გაზრდილი, ლონდონის ყველა ახალგაზრდა მამაკაცს ემეგობრება, თუმცა სასურველ ქალად მას ვერავინ აღიქვამს, რადგან ზედმეტად ლაღია საიმისოდ, რომ რომანტიკულ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა.  განსხვავებული ხასიათი აქვს ჰასტინგსის ჰერცოგს, საიმონ ბასეტს, რომელიც უცხოეთიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნებულა. ის ქორწინებასაც გაურბის და საზოგადოებასაც. თუმცა საუკეთესო მეგობრის დასთან შეხვედრამ შესაძლოა მას სრულიად განსხვავებული სცენარი შესთავაზოს. ჰერცოგი და მე ჯულია ქუინის ცნობილი სერიის, ბრიჯერტონის, პირველი წიგნია. რვა წიგნისგან შემდგარი რომანტიკული ისტორიული საგა, რომელიც მე-19 საუკუნის ლონდონის არისტოკრატიის ახალგაზრდების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ახლა უკვე ნეტფლიქსის პოპულარული სერიალი „ბრიჯერტონია“.
    11.83 16.9
    ჰიპი
    ავტორი: პაულო კოელიო მთარგმნელი: მარინა ყიფშიძე  
    15.9
    ჰოლივუდი ვაგონის კედელზე
    ავტორი: ეკა ქევანიშვილი   სურათის აღწერა – იყო ასეთ დავალება ჩვენს ბავშვობაში: სურათისთვის თვალი უნდა გაგვეშტერებინა და მასზე, რაც შეიძლება მეტი რამ დაგვენახა. ამ წიგნს თითქმის თვალდახუჭული ვწერდი – ძველი ალბომების შთაგონებით. თან ვფიქრობდი, რას ვხედავთ, როცა ბავშვობის ფოტოებს ვუყურებთ? განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბავშვობა სხვა საუკუნეში, სხვა წყობის ქვეყანაში დარჩა?   ნოსტალგიას, რადგან ჩვენი თავები გვენატრება? სინანულს, რომ თავისუფლება და სილაღე გვაკლდა? სევდას, რომ მთელი ეს წლები ოცნებებში გავიდა? როგორ შეიძლება სკოლის საკლასო ოთახად ქცეული ვაგონის კედელზე ჰოლივუდი გაჩნდეს? როგორ ვიყოთ განსხვავებულები, როცა ყველას ერთნაირად გვაცვია? როგორ დავიცვათ სიყვარული, რომელიც აკრძალულია?   ეს წიგნი, რომელშიც საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მომხდარ ამბებზე გიყვებით, მხატვრულიც არის და დოკუმენტურიც: არ შემეძლო დამევიწყებინა ის, რაც მოხდა. არ შემეძლო არ გამომეგონებინა, ის, რაც არ მოხდა.
    12.95
    ჰომო ფაბერი | ვიქნები თუნდაც განტენბაინი
    ავტორი: მაქს ფრიში მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე სერია: მსოფლიო ბიბლიოთეკა ,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი” ნაწარმოებია, რომელშიც არ არის სიუჟეტური ხაზი, გამოკვეთილი.მთავარი პერსონაჟები და დაძაბულობა, თუმცა ერთმანეთიდან გამომდინარე და შემდეგ.დამოუკიდებელი გზით განვითარებული ისტორიები ბოლომდე.ითრევს მკითხველს და რომანის დამთავრების შემდეგაც დიდხანს აფიქრებს. სიუჟეტის ერთ-ერთ ძირითად ხაზად შეიძლება.მივიჩნიოთ ამბავი ადამიანისა, რომელმაც გადაწყვიტა, ბრმის ცხოვრებით.იცხოვროს და ამ ხერხით სინამდვილეს ჩახედოს თვალებში. „ყოველი კაცი ადრე თუ გვიან თხზავს ისტორიას, რომელსაც თავის.ცხოვრებად თვლის, ერთ ან რამდენიმე ისტორიას ერთად“ – სწორედ ამ შეხედულებას ავითარებს ავტორი.რომანში და სხვადასხვა პერსონაჟის ამბავს მრავალი.ვარიაციით ჰყვება. შეიძლება ითქვას, რომ რაც წიგნში ხდება, სინამდვილეში არ ხდება.და ცხოვრებაც, როგორც რომანი, ფიქციაა. Homo Faber მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების, ადამიანის ადამიანური გრძნობებისა და განცდების, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოების შესახებ მოგვითხრობს. შუახნის წარმატებულ ინჟინერს, ვალტერ ფაბერს (მეტსახელად HOMO FABER-ს), რომელიც აგდებით უყურებს ადამიანურ სენტიმენტებს, თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ქალი, ზაბეტი შეუყვარდება და განცდები უბრუნდება – იცვლება. მისი  დამოკიდებულება ადამიანების, მთლიანად გარესამყაროს მიმართ და ამ ცვლილებებს უკვე ზაბეტის ტრაგიკული სიკვდილიც ვეღარ აფერხებს. მაქს ფრიშის ეს გამორჩეული რომანი მწარმოებელი, ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში „დაკარგული“ ადამიანის მიერ საკუთარი თავის პოვნის ამბავია.
    25.9
    ჰურინის შვილები
    ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: გიორგი გომართელი არსებობს შუახმელეთის თქმულებები, რომლებიც "ბეჭდების მბრძანებლამდე" გაცილებით ადრე შეიქმნა. ამ წიგნში მოთხრობილი ამბავიც რუხი ნავსადგურის დასავლეთით მდებარე, უძველეს მიწებზე მოხდა - იქ, სადაც ერთ დროს ხისწვერა დააბიჯებდა. ის მიწები პირველი ეპოქის მიწურულს დიდმა კატაკლიზმებმა ჩაძირა.
    24.95
    „ბიჭო გოგიას“ შაშვი გალობს
    ავტორი: ნოდარ წულეისკირი   კრებულში შესული ნოველები წარმოადგენს მწერლის შემოქმედების კიდევ ერთ თემატიკას. ეს არის თანამედროვე სოფელი თავისი მცხოვრებლებითა და პრობლემებით. შეიძლება თავისებურად ჩაითვალოს ისიც, რომ ანტურაჟი შეცვლილია: კოლხურ-დასავლური გარემოს ნაცვლად თითქმის ყველა ნოველაში ჩვენ წინაშეა ქართლურ-აღმოსავლური მხარე. სოფელი დანახულია შიგნიდან, სიღრმიდან, გულისგულიდან. ნაჩვენებია ისე და ისეთად, როგორიც არის ამჟამად და, შესაძლოა, როგორიც იყო ყოველთვის: უშუალო, მოუხეშავი, მკაცრი და უაღრესად მიწიერი, ადამიანური.
    7.95
    „გოგლიმოგლი“ აფხაზურად
    ავტორი: გიორგი შერვაშიძე გამომცემლობა: ინტელექტი
    14.95
    „ლურჯი მატარებლის“ საიდუმლოება
    ავტორი: აგათა კრისტი   იდუმალი ქალი, ლეგენდარული ლალის ქვები და საფრანგეთის რივიერისკენ მიმავალი „ლურჯი მატარებელი“ – რით არ არის საუცხოო მასალა რომანტიკული სიყვარულისა და ბრწყინვალე დანაშაულისთვის?! მატარებელი გაჩერდა და ძვირფასთვლებიანი ალისფერი ტარსიკონის ზარდახშა გაქრა, მისი პატრონი ქალი კი შავი ზონრით მომხრჩვალი იპოვეს კუპეში. იდეალური საიდუმლო, სავსე ვნებით, სიხარბითა და სიცრუით, და იდეალური დეტექტივი ერკიულ პუარო, რომელიც „ლურჯი მატარებლის“ საიდუმლოს გასაღებს ჩვეული ოსტატობით იპოვის.
    15.95
    „ქვაბული“, „ჯანი“, „ჩევენგური“
    ავტორი: ანდრეი პლატონოვი სერია: აკრძალული წიგნების თარო იოსიფ ბროდსკიმ იგი დოსტოევსკის შეადარა და ჯოისის, მუზილისა და კაფკას გვერდით დააყენა, მეორე მხრივ, იგი აშკარად იმსახურებს ადგილს ბეკეტისა და იონესკოს გვერდითაც. პლატონოვის გენია სტალინმაც კი დაინახა და დაწერა: „ნიჭიერი მწერალია, მაგრამ გარეწარი“; პლატონოვის გენიალური ქმნილებები „ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“ თავისთავად ქმნიან ტრილოგიას, თუმცა ავტორს ისინი ასე არ გაუერთიანებია; პირველი უტოპიაა, მეორე – ანტიუტოპია, ხოლო მესამე „რწმენის გამოცდის“ ფეერია.   „ჩევენგური“ პლატონოვის ერთადერთი დასრულებული რომანია. მწერალი მის სრულად გამოქვეყნებას ვერ ეღირსა, რადგან ფაქტობრივად 80-იანი წლებამდე რუსეთში აკრძალულ და მიუღებელ ავტორად იყო გამოცხადებული. 1972 წელს გამოცემულმა „ჩევენგურის“ იტალიური თარგმანმა პიერ პაოლო პაზოლინის აღფრთოვანება გამოიწვია. ამ წიგნში მთავარი გმირი, ალექსანდ დვანოვი „მოსახლეობის თვითშემოქმედებაში კომუნიზმის საძებნელად“ გაემართა და რევოლუციის მოგზაურ რაინდ დონ კიხოტად იქცა, ხოლო მის დულსინეა ტობოსელად როზა ლუქსემბურგი მოგვევლინა.   „ქვაბული“ ერთდროულად დისტოპიაცაა, სოციალური იგავიც, ფილოსოფიური გროტესკიც და პირველი ხუთწლედის პერიოდის საბჭოთა კავშირის სასტიკი სატირაც. „საერთოპროლეტარული სახლის“ მშენებლობა, რომლის მიზანიცაა მომავლის უტოპიური ქალაქის პირველი აგური გახდეს, მთავრდება მომავალი სახლის ფუნდამენტის ქვაბულის მშენებლობით, საქმე უფრო შორს ვერ მიდის და მშენებლები ხვდებიან, რომ ვერაფერ ახალს ვერ შექმნიან განადგურებული ძველის ადგილზე.   „ჯანის“ სიუჟეტს ბევრი მკვლევარი „კაცობრიობის გადარჩენის სიუჟეტად" ნათლავს, რომლის ცენტრშიც მთავარი გმირი, ნაზარ ჩაგატაევი დგას. იგი ერთდროულად ატარებს ესქილეს პრომეთევსისა და ბიბლიური მოსეს ნიშნებს. პირველმა ადამიანებს ცეცხლი და დამწერლობა მოუტანა, მეორემ კი თავისი ხალხი უდაბნოდან გამოიყვანა და „მკვდარი უდაბნო სამოთხედ აქცია". ახალი მოსე ცდილობს ხალხს რწმენის კიდევ ერთი აღთქმა მისცეს. (ლევან ბერძენიშვილის ბოლოსიტყვაობიდან)   წიგნი რუსულიდან თარგმნა გივი კიკილაშვილმა
    29.9