santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ხიდი მდინარე კვაიზე
    ავტორი: პიერ ბული მთარგმნელ: ზაზა შენგელია სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა ფრანგი მწერლის, პიერ ბულის (1912-1994) „ხიდი მდინარე კვაიზე“ გამორჩეულია მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ წიგნებს შორის. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კი ჰოლივუდის ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორისაა. წიგნი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, კერძოდ, სამხედრო ტყვეების ყოფას, რომლებიც ე. წ. „სიკვდილის რკინიგზის“ მშენებლობაზე მუშაობდნენ. იაპონელები დატყვევებულ ბრიტანელებს ტაილანდის ჯუნგლებში გამართულ სამხედრო ტყვეთა ბანაკში მიერეკებიან. ტყვეებმა უმოკლეს დროში უნდა ააგონ სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ხიდი. ბრძანება გაცემულია, თუმცა ინგლისელების მეთაურ პოლკოვნიკ ნიკოლსონს იაპონელებთან თავისი მოთხოვნები აქვს...
    12.95
    ხის ყუთზე შემდგარი ბიჭი
    ავტორი;ლეონ ლეისონი მთარგმნელი:ლევან ინასარიძე სერია: წლის ბესტსელერი   „ხის ყუთზე შემდგარი ბიჭი" ოსკარ შინდლერის სიის ყველაზე უმცროსი წევრის, ლეონ ლეისონის თავგადასავალია. ლეონი 10 წლის იყო, როცა ომი დაიწყო. ნაცისტებმა ის და მისი ოჯახი ჯერ კრაკოვის გეტოში შეყარეს, მერე პლაშოვის საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს. შიშმა, შიმშილმა, ნაცისტების სისასტიკემ ვერ გაუნელა ლეონ ლეისონს სიცოცხლის სიყვარული და რწმენა, რომ სიკეთე დაუმარცხებელია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მოყვასის დახმარება და თანაგრძნობა ამქვეყნად ყველაზე დიდი ღირებულებაა.
    12.95
    ხმაური და მძვინვარება
    ავტორი: უილიამ ფოლკნერი მთარგმნელი: ზაურ კილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა  
    17.9
    ხმები
    ავტორი: დაჩა მარაინი მთარგმნელი: ნუნუ გელაძე რატომ კლავენ ქალებს? რატომ ძალადობენ მათზე? რატომ ხდება, რომ ქალები მოძალადე მამაკაცებს ხშირად თავადვე უღებენ კარს? და რატომ რჩება დაუსჯელი ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების უმრავლესობა? - ფემიციდის ამ გადაუჭრელი პრობლემების პირისპირ აღმოჩნდება რომანის მთავარი გმირი, რადიოჟურნალისტი მიკელა კანოვა, როდესაც მივლინებიდან დაბრუნებული შეიტყობს, რომ ვიღაცას მისი კარის მეზობელი, ახალგაზრდა ლამაზი ქალი ანჯელა ბარი დანის ოცი დარტყმით მოუკლავს. რომის რადიო "იტალია ვივასთვის" ქალთა მიმართ ჩადენილ გაუხსნელ დანაშაულთა შესახებ გადაცემაზე მუშაობის პარალელურად, მიკელა კანოვას პირად ცხოვრებაში, მისდა უნებურად, იჭრება თითქმის უცნობი მეზობლის მკვლელობის ამბავი. და ასე, პორტატიული ხმის ჩამწერით ხელში, იგი იწყებს ქალების იდუმალებით მოცული ყოველღიური ცხოვრების სამყაროში მოგზაურობას და სხვადასხვა პერსონაჟის ხმების შესწავლის შემდეგ ანჯელას მკვლელის კვალსაც მიაგნებს. ოცდახუთი წლის წინათ დაწერილი და ოცზე მეტ ენაზე თარგმნილი წინამდებარე ფსიქოლოგიური დეტექტივით დაჩა მარაინიმ იტალიაში პირველმა დაუფარავად აღწერა ქალის მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის ეპიზოდები და მათი გამომწვევი მიზეზები.
    13.3
    ხმლების ქურდობა
    ავტორი: მაიკლ ჯ. სალივანი მთარგმნელი: ბექა არაბული სერია: პორტალი   გამოცდილ ქურდებს, ადრიანსა და როისს, საკუთარი მოხერხებულობის იმედი აქვთ, ამიტომ იოლად თანხმდებიან მაცდურ შეთავაზებას, მოიპარონ ლეგენდარული ხმალი მეფის სასახლიდან. თუმცა, ერთი შეხედვით იოლი საქმე დიდ განსაცდელად ექცევათ: ისინი მეფის წინააღმდეგ შეთქმულების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან! ვიღაც ცდილობს მათ აჰკიდოს მეფის მკვლელობა და იძულებულს ხდის, სიცოცხლის გადასარჩენად, უფლისწული ალრიკი გაიტაცონ და სასახლიდან გაიქცნენ...
    23.95
    ხრჩობა
    ავტორი: ჩაკ პალანიკი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელს: ზაზა კოშკაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    ხუთი გოჭი
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე მკითხველი ამ დეტექტივშიც შეხვდება სახელგანთქმულ მაძებარს ერკიულ პუაროს. პატარა ბელგიელს ამჯერად 16 წლის წინანდელი მკვლელობის გამოძიება მოუწევს. მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ მხატვარი ემიას კრეილი ცოლმა მოკლა, მაგრამ გაირკვა, რომ კიდევ ხუთ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა. ამ რთული ამოცანის ამოხსნას ერკიულ პუარო ჩვეული გულმოდგინებით შეუდგება.
    11.95
    ხუთი თითი
    ავტორი: მარა ზალიტე   "ციმბირის შესახებ არავის არაფერი მოუყვე, რადგან მაინც არ დაგიჯერებენ", - ამ გაფრთხილებას ხშირად უმეორებდნენ ერთმანეთს ლატვიელი მწერლის, დრამატურგის, პოეტისა და ესეისტის, მარა ზალიტეს რომანის, "ხუთი თითის" პერსონაჟები. მათ იციან, რომ ძალადობის ბუნება ამოუცნობი და გამანადგურებელია, წარსულის სურათებსაც ვერსაც გაექცევი; მაგრამ არ იციან, გადატანილი განსაცდელისგან გაჩენილ ბოღმას როგორ მოერიონ.
    9.9
    ხუთი კუთხე
    ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა მთარგმნელი: მაკა გოგოლაშვილი „ხუთი კუთხე“ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო, გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული.რომანის გმირები ჩაბნელებულ ქვეყანაში, კომენდანტის საათისა და მთავრობის შანტაჟის პირობებში, მუდმივი შიშით ცხოვრობენ. ქვეყნის მდგომარეობის ფონზე ლიოსა პერუელი მილიონერების უზრუნველ ცხოვრებასა და ვნებებს ნატურალისტურად აღწერს.
    19.95
    ხუროთმოძღვრის შეგირდი
    ავტორი: ელიფ შაფაქი სერია: წლის ბესტსელერი მთარგმნელი: ია ქვაჩახია "თქვენი მასპინძელია შუა საუკუნეების სტამბოლი, ჯადოსნური, ფერადოვანი, იდუმალებით მოცული, ბოსფორის პირას ნებივრად გაწოლილი ქალაქი, კაცთა ბედის მჭედელი, შემოქმედთა ასპარეზი... იგი თქვენ თვალწინ გლოვობს და ზეიმობს, ლოცულობს და იწყევლება, ფუფუნებაში ეფლობა და სიღატაკის მწარე პურს ჭამს, იწვის და დიდოსტატის ხელით კვლავ შენდება!"
    16.95
    ჯადოსნური მთა
    ავტორი: თომას მანი მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L  
    27.95
    ჯადოსნური ფიქრის წელიწადი
    ავტორი: ჯოან დიდიონი მთარგმნელები: თამარ ბაბუაძე, ლელა ფიროსმანიშვილი, ელენე მარგველაშვილი   „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ National Book Award-ის ჟიურის წევრებმა ორი ჟანრის შედევრად დაასახელეს: მემუარისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისა. დიდიონი მეთოდურად აღწერს თავისი ცხოვრების ერთ წელიწადს ქმრის სიკვდილის შემდგომ. ცდილობს, უპასუხოს კითხვებს სიკვდილზე, შვილის ავადმყოფობასა და მათთან ერთად გატარებულ დროზე; დაუფარავად გვიზიარებს ერთი შეხედვით გონივრულობას მოკლებულ ფიქრებს, რომლებსაც მხოლოდ მგლოვიარე ადამიანის გონება შობს და აღიქვამს. „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ დაუვიწყარი წიგნია, რომელშიც გულწრფელად აღწერილ პირად ტრაგედიას ავტორი უნივერსალურ გამოცდილებად აქცევს. “არასრულყოფილი, მოკვდავი არსებები ვართ. ამ მოკვდაობას მაშინაც ვაცნობიერებთ, როცა ამ აზრს განვაგდებთ. ერთმანეთში ისე აბურდულები ვართ, ისე ჩახლართულად გადაჯაჭვული, რომ დანაკარგის გლოვისას, გვინდა თუ არა, საკუთარ თავსაც ვგლოვობთ – როგორ ვიყავით, როგორ აღარ ვართ, როგორ შეიძლება ერთ დღეს საერთოდ აღარ ვიყოთ.”
    20.9
    ჯავშანი
    ავტორი: ნინო სამყურაშვილი გამომცმელობა: ინტელექტი ყდა: რბილი
    9.95
    ჯამბაზი შალიმარი
    ავტორი: რუშდი სალმან მთავარი პერსონაჟი, ინდია, არის ყველასთვის საყვარელი და თან ყველაზე სკანდალური შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ინდოეთში, მაქსიმილიან ოფალსის უკანონო შვილი. მიუხედავად იმისა, რომ რომანში მრავალი ნარატივი და ინციდენტი ტრიალებს ქაშმირის გარშემო, მოქმედება იწყება ლოს ანჯელესში. მაქს ოფულსი, ამერიკელი დიპლომატი, რომელიც მუშაობდა ქაშმირის ხეობაში, მოკლულია მისი ყოფილი მძღოლის, შალიმარის მიერ...
    32
    ჯანყი გურიაში
    სერია – ისტორიული რომანი   საგანგებო ფორმატის – ე. წ. ჯიბის წიგნი, რომლის ტარება და გაცნობა მკითხველს ნებისმიერ ადგილზე შეუძლია. გამოჩენილი ქართველი მწერლების თვალით დანახული წარსული – ორიგინალურად წარმოდგენილი ისტორიული რეალიები, ლიტერატურულ პერსონაჟებად გარდაქმნილი რეალური პიროვნებები, მათი საოცარი თავგადასავლები და მიმზიდველი სიუჟეტები, რაც გულგრილს არავის დატოვებს.
    5.6
    ჯაყოს ხიზნები, გივი შადური
    25
    ჯაყოს ხინზნები
    ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი   – „ჩემო ერთავ! ჩემო წამებულო მარგო! ჩემო ჯვარცმულო ანგელოზო! მე ვერ მივიღებ შენს ბოდიშს, ვინაიდან მე თვითონ ვარ შენგნით შესაწყნარებელი. უსაზღვრო და უძიროა ჩემი ბრალი. გშიოდა და პური ვერ მოგეცი; გწყუროდა და წყალი ვერ დაგალევინე; გციოდა და კარი ვერ გაგიღე. განუზომელია ჩემი ბრალი შენს წინაშე, გოლგოთიდან მომავალო ჩემო მარგუში!შემინდე და დაივიწყე ურიცხვნი ცოდვანი ჩემნი. ძმას გავყევი და ცოლი დავივიწყე, სხვას მივეშველე და მეუღლე გავსწირე. თუ ძალგიძს, ჩემო წამებულო, მივცეთ ყოველივე დავიწყებას და შევუდგეთ ახალ ცხოვრებას. ეს დაობლებული საწოლიც შენ მოგელის... მომიჯექი გვერდით. აი, ჩემი ხელი და ჩემი მკერდი. ჩამოჯექი ამ სავარძელში... აი, ბუხარი და ცეცხლი... გასთბი და დაისვენე“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი
    11.95
    ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები
    ავტორი:ორჰან ფამუქი მთარგმნელი: ნანა ჯანაშია „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“ პირველად 1982 წელს გამოქვეყნდა და ორჰან ქემალისა (გამოჩენილი თურქი პროზაიკოსი) და „მილიეთის“ (ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული გაზეთი) პრემიები დაიმსახურა საუკეთესო რომანისათვის. ამ რომანში ერთი ჩვეულებრივი თურქული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ფონზე ასახულია თურქული საზოგადოების განვითარებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების რთული გზა. მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში იწყება და 70-იან წლებამდე გრძელდება, თუმცა წიგნში დასმული პრობლემები დღესაც აქტუალურია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი აღმოსავლური სამყაროსთვის.
    19.9
    ჯეინ ეარი
    ავტორი: შარლოტ ბრონტე მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი პატარაობაშივე დაობლებული ჯეინი შეძლებული ბიძის სახლში ცხოვრობს, მაგრამ ულმობელი ბიცოლა და მისი გაზულუქებული შვილები ცუდად ეპყრობიან. გონიერ, შეუპოვარ და დაუმორჩილებელ გოგონას ათი წლის ასაკში მიაბარებენ საქველმოქმედო სასწავლებელში, სადაც ასევე მძიმე ცხოვრება აქვს. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჯეინი აღმზრდელად მუშაობას იწყებს თორნფილდჰოლში, რომელიც მისტერ როჩესტერს ეკუთვნის და აქედან იწყება მისი სიყვარულის ისტორიაც. თუმცა ფრინველივით თავისუფალი ბუნების ახალგაზრდა ქალს დამოუკიდებელი და ბედნიერი ცხოვრების გზაზე მრავალი სიძნელე აქვს გადასალახი.  „ჯეინ ეარი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, თავად მთავარი გმირი კი – ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ხასიათის, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალი. ნაწარმოები დღემდე იმდენად პოპულარულია, რომ მისი არაერთი ეკრანიზაცია არსებობს. რომანი თავისი უშუალობით, პირდაპირობითა და მასში დასმული, დღემდე აქტუალური, ზოგადსაკაცობრიო საკითხებით, თანამედროვე მკითხველის გულსაც იოლად იპყრობს. 
    14.9
    ჯეინ ეარი
    ავტორი:შარლოტა ბრონტე თარგმანი: თამარ მაღრაძე მდიდარი,მაგრამ გულცივი ნათესავების ოჯახში უსიხარულო ბავშვობისა და ღარიბ გოგონათა საქველმოქმედო სასწავლებლის უმკაცრეს რეჟიმში გატარებული რვა წლის შემდეგ,ობოლი ჯეინ ეარი თორნფილდში,ედვარდ როჩესტერის სახლში,აღმზრდელად იწყებს მუშაობას.ბატონო ბევრს მოგზაურობს და იშვიათად არის თავის მამულში.დღეები გადის მშვიდად და მონოტონურად,მაგრამ ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება...
    14.95
    ჯეინ ეარი საკოლექციო
      ავტორი: შარლოტა ბრონტე   უმწეო გოგონების თავშესაფარში გაზრდილი ობოლი ჯეინ ეირი მუშაობას ტორნფილდში იწყებს - ედვარდ როჩესტერის მამულში. ბატონი ხშირად როჩესტერის ხშირი მოგზაურობის გამო ჯეინი მის არისტოკრატ მოზარდზე ზრუნავს. ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება მოგზაურობიდან ბრუნდება და მათი რომანტიული ისტორია სწორედ აქ იწყება
    14.95
    ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი
    ავტორი: კარენ ჯოი ფაულერი მთარგმნელი:ეკა მაჩიტიძე სერია: რომანები სიყვარულზე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
    14.9
    ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების სრული კრებული
    ქარჩხაძეს გამომცემლობა წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის ყველა მოთხრობა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ლიტერატურულ პრესაში ან – გამოცემული წიგნად. მოთხრობების დაწერის/გამოქვეყნების დიაპაზონი დიდია – 1964 წლიდან 1998 წლამდე
    29.9
    ჯინსების თაობა
    ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9