santaesperanza
8 წიგნი ჯანმრთელობაზე ტომი 1
ტომი 1- ენდოკრინოლოგია   წიგნის სერია „8 წიგნი ჯამრთელობაზე“ განკუთვნილია ყველასთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. რვატომეულში გაეცნობით პოპულარულ ენაზე დაწერილ სრულფასოვან ინფორმაციას ყველაზე გავრცელებულ დაავადებებსა და სინდრომებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე. ასევე ეს წიგნები დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოადგებათ სამედიცინო უნივერსიტეტების დაწყებითი კურსებისა და სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებს.  
25
ადამიანის ორგანიზმი
ავტორი: კრისტინა პერაბონი ილუსტრატორი: ჯულია დე ამიჩისი მთარგმნელი: ია კოროშინაძე ასაკი: 8+ არ იფიქრო, რომ ეს ადამიანის ორგანიზმის შესახებ დაწერილი ჩვეულებრივი წიგნია, რომელშიც რთულ აღწერილობებს, შემოკლებულ სახელწოდებებსა და ძნელ სიტყვებს წააწყდები. ამ წიგნით საკუთარ სხეულს განსხვავებული გზით შეიცნობ...   ორგანიზმის საიდუმლოებების გასამჟღავნებლად მივმართეთ განსაკუთრებულ მეთოდს, რომელსაც ინფოგრაფიკა ეწოდება ‒ ილუსტრაციებისა და დიაგრამების ერთობლიობა მასალის მარტივად და ნათლად გადმოსაცემად. თვალის ერთი შევლება და თავი ნამდვილი სწავლული გეგონება!   ეს ყველაფერი არ არის: ყველაზე განსაცვიფრებელ ცნობებს მხოლოდ ადამიანის სხეულის შესახებ კი არ აღმოაჩენ, ცხოველებზეც უამრავ უცნაურობას შეიტყობ!   ᲛᲖᲐᲓ ᲮᲐᲠ, ᲠᲝᲛ ᲨᲔᲜᲘ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲛᲘᲡ ᲡᲐᲘᲓᲣᲛᲚᲝᲔᲑᲔᲑᲡ ᲤᲐᲠᲓᲐ ᲐᲮᲐᲓᲝ?  
34.95
იშიმშილე.ჭამე.გაიმეორე
ავტორი; ჯინ სტივენსი     დიეტომანია თითოეული ჩვენგანის გონებაში მტკიცედ არის ჩაბეჭდილი და გვიწამლავს სიცოცხლის სიხარულს. ყველა ჩაგვჩიცინებს, რომ საკმარისია ბევრი მოძრაობა და ნაკლები ჭამა, მაგრამ მაინც ვერ ვაღწევთ სასურველ შედეგს. დიეტები არ მუშაობს _ ეს შესანიშნავად იცით, მაგრამ მაინც იცავთ. ამის ნაცვლად იხელმძღვანელეთ წიგნით "იშიმშილე.ჭამე.გაიმეორე", რომლის ავტორმა, ჯინ სტივენსმა, რომელმაც 36 კილოგრამი დაიკლო და ეს წონა შეინარჩუნა, შექმნა ინტერვალური შიმშილის სისტემის შემსწავლელი წარმატებული ინტერნეტსაზოგადოება, რომელიც ასიათასობით წევრს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. წიგნი "იშიმშილე. ჭამე. გაიმეორე" ყველა შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს! ისწავლით, როგორ მოარგოთ ინტერვალური შიმშილის სისტემა თქვენი ცხოვრების სტილს; როგორც კი ცხიმების დამწველი სუპერძზალის ამოქმედებას შეძლებთ, სამუდამოდ გათავისუფლდებით დიეტომანიისგან; მიხვდებით, რომ ინტერვალური შიმშილი დიეტა კი არა, ცხოვრების წესია. წიგნი "იშიმშილე, ჭამე,გაიმეორე" განკუთხვნილია ყველასთვის! ახალბედებისთვის შედგენილია 28-დღიანი ფასტ-სტარტი. ვინც ამ პრაქტიკას დიდი ხანია მისდევთ, გაეცნობით უახლეს სამეცნიერო კვლევებს ამ თემაზე და მეტ გამოცდილებას შეიძენთ.
18.95
კვებითი შუქნიშანი
ავტორი: მარი მალაზონია „რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი? წიგნი საზრდოა ტვინისთვის და ადამიანს ზრდის სულიერად, მორალურად, ემოციურად, ინტელექტუალურად... კვება ასაზრდოებს და ზრდის სიცოცხლეს, რომ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაში ადამიანმა საკუთარი თავი იპოვოს. ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება ხან ერთიანია, ხანაც ერთმანეთისგან გამიჯნული. წიგნი კვებაზე არის საზრდო-საზრდელი იმ ადამიანებისთვის, ვინც სიცოცხლის ზრდაში პოულობს ცხოვრებას“, – მარი მალაზონია.
49.95
პაწაწინა (ახალშობილის მოვლა)
ავტორი: მიქაძე სალომე როგორ ვკვებოთ ახალშობილი ბავშვი? რა ჩავაცვათ, როდის გავასეირნოთ? როგორ მივხვდეთ, სტკივა რამე თუ არა, და თუ სტკივა, რითი დავეხმაროთ? ამ და სხვა მრავალ შეკითხვაზე პასუხის მოძებნაში ახალბედა დედ-მამას ეს წიგნი დაეხმარება, რადგან მასში ცხოვრების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდის – პირველი ერთი თვის პრობლემები და მათი გადაჭრის თანამედროვე მეთოდებია განხილული.
11.2
ცხოვრება ალერგიასთან ერთად
ავტორი: ბიძინა კულუმბეგოვი „რატომ დავწერე ეს წიგნი? მინდოდა, თავი მომეყარა ალერგიულ დაავადებებთან დაკავშირებული ყველა სიახლისთვის, ახალ-ახალი ინფორმაციებისა და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისთვის და რაც მთავარია, პასუხი გამეცა იმ შეკითხვებზე, რომლებიც ჩემს პაციენტებს წლებია, უჩნდებათ.   ეს წიგნი ეცდება, ალერგიასთან ურთიერთობა საგრძნობლად გაგვიმარტივოს და ერთგვარი გზამკვლევი გახდეს იმ ოდისეაში, რომელსაც მასთან ერთად ცხოვრება ჰქვია.   ვისთვის დავწერე?   დავწერე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად ებრძვიან ალერგიული დაავადებების სხვადასხვა გამოვლინებას. დავწერე მათთვისაც, ვისაც ალერგიული ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი ჰყავთ – ვფიქრობ, ამ წიგნით საკუთარი თავისა და ერთმანეთის დახმარებას შევძლებთ.“ – ბიძინა კულუმბეგოვი   წიგნი გაფორმებულია ნინო ხვინგიას ილუსტრაციებით.
29.95