კატალოგი
-
მხატვრული ლიტერატურასაბავშვო წიგნებისაბავშვო პროზასაბავშვო კომიქსიყველაზე პატარებსშემეცნებითიზღაპრებიპოეზიაპიესახელოვნებასასკოლო სახელმძღვანელოებიდამხმარე სახელმძღვანელოებისაკანცელარიო ნივთებიფილოსოფიასოციალური მეცნიერებებისაქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოცემებიისტორიასასაჩუქრე ბარათისამაგიდო თამაში
14 კრისტალის თეორია
ავტორი: ნილს სიმეონი
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
„ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად. ბავშვების ხიფათით სავსე თავგადასავალი კი მას მერე იწყება, როცა ინგე უგოსგან უცნაურ შეტყობინებას მიიღებს. შეძლებენ კი ბავშვები, გაუმკლავდნენ დიდ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ კაცობრიობას ემუქრება მეცნიერების სახელით?”
12.9
ავგუსტი და მე
ავტორი: რ.ჯ. პალაციო
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
„ავგუსტი და მე“ რ.ჯ. პალაციოს ბესტსელერის „საოცრების“ გაგრძელებაა, უფრო სწორად, როგორც ავტორი ამბობს, არა გაგრძელება, არამედ დამატება. „საოცრება“ ავგი პულმანის ისტორიაა, „ავგუსტი და მე“ კი სამი პერსონაჟის მიერ მოთხრობილი საკუთარი ამბავი. ამ სამ ამბავში მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები ავგუსტი, თუმცა თავისდა უნებურად, სწორედ ეს ხდება ჯულიანის, ქრისტოფერისა და შარლოტის გარდაქმნის მიზეზი.
„ავგუსტი და მე“ სიკეთისა და სიმამაცის საოცარ ამბავს აგრძელებს. ეს წიგნიც აუცილებლად დაგაფიქრებთ, გულს აგიჩუყებთ, გაგამხნევებთ, და რაც მთავარია, დაგიმტკიცებთ, რომ ყოველთვის ჯობია, აირჩიოთ სიკეთე.
12.9
ბალადა გატეხილ ცხვირზე
ავტორი: ერნე სვინგენი
მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
არნე სვინგენი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალია. ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ნორვეგიაში. ამ წიგნის დამსახურებით კი მწერალმა მრავალ ქვეყანაში გაითქვა სახელი.
„ბალადა გატეხილ ცხვირზე“ სიმამაცის, შიშის, სპორტისა და მუსიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, მაგრამ ყველაზე მეტად ისეთი დღეების შესახებ, როცა მოულოდნელად აცნობიერებ, რომ შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.
ცამეტი წლის ბარტს მეტად რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ოპტიმისტად რჩება, რადგან ერთი რამ ზუსტად იცის: გულგატეხილობითა და მოწყენით ვერაფერს შეცვლის. დედას სურს, ბარტმა კრივი ისწავლოს, რათა თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ ბიჭს თავდაცვა სხვაგვარად ესმის: ეს არის დადებითი განწყობა და… ოპერა.
12.9