santaesperanza

დიოგენეს ბიბლიოთეკა

ფასდაკლება
ნიღბის აღსარება
ვტორი:  იუკიო მიშიმა   იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც, დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. ძალადობა, სხვადასხვა სახით გამოვლენილი სექსუალობა, ადრეულ ასაკში სიკვდილის გამძაფრებული წყურვილი – ამ წიგნში იუკიო მიშიმასთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებს ვხვდებით, რომლებსაც მოგვიანებით დაწერილ რომანებში იგი არაერთხელ დაუბრუნდება.  
10.37 15.95
ფასდაკლება
ყოფის აუტანელი სიმსუბუქე
ავტორი: მილან კუნდერა სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: სულხან მუხიგულაშვილი „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ - მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი - 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანის გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულისხმობს.
11.67 17.95
ფასდაკლება
ოქროს ტაძარი
ავტორი: იუკიო მიშიმა მთარგმნელი: დავით გოგინაშვილი   მე-20 საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრს, იუკიო მიშიმას (1925-1970) „ოქროს ტაძარს“ საფუძვლად კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს. მწერალი ადამიანის ყველაზე რთულად ასახსნელი ინსტინქტების ჩვენებას ისე ახერხებს, რომ მკითხველს დამზაფრავი გულწრფელობით გამორჩეული მთავარი გმირის თანამზრახველად აქცევს. სილამაზის არსის შეცნობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა ბუდისტი მორჩილისთვის, რომლის ფიქრებიც მუდმივად დასტრიალებს ოქროს ტაძარს – სრულყოფილების განსახიერებას. რამდენად ძლიერია განადგურების ვნება მაშინ, როცა საკუთარ არასრულყოფილებას ბოლომდე აცნობიერებ? წლების შემდეგ იუკიო მიშიმა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, მისი მთავარი გმირის ნააზრევი კი სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს.
11.67 17.95
მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ
ავტორი: ბოჰუმილ ჰრაბალი მთარგმნელი: სულხან მუხიგულაშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა „მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. ამბის მთხრობელი რკინიგზის სადგურის 22 წლის მორიგე მილოშ ჰრმაა, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობს. მის ნაამბობში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ოკუპაციის თანმდევი და პიროვნული ტრაგედიები, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს კიდეც საკუთარი თავის ძიების გზაზე დამდგარი გმირის ბედისწერას. რა ხდება მაშინ, როდესაც ისტორიის ბობოქარ პერიოდში ადამიანი საკუთარ განსაცდელსაა შეჭიდებული, როგორ განსაზღვრავს სამშობლოს ბედი უბრალო მოქალაქის ცხოვრებასაც კი და რა ზემოქმედებას ახდენს პერსონაჟის ცნობიერებაზე მის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ამის შესახებ მილოშ ჰრმა ჰრაბალის გმირებისთვის დამახასიათებელი მონდომებით გვიამბობს... წიგნის მიხედვით 1966 წელს რეჟისორმა ირჟი მენცელმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელმაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“
12.95
მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა
ავტორი: ბოჰუმილ ჰრაბალი მთარგმნელი:  სულხან მუხიგულაშვილი სერია:  დიოგენეს ბიბლიოთეკა   პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი - ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.
12.95
ხიდი მდინარე კვაიზე
ავტორი: პიერ ბული მთარგმნელ: ზაზა შენგელია სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა ფრანგი მწერლის, პიერ ბულის (1912-1994) „ხიდი მდინარე კვაიზე“ გამორჩეულია მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ წიგნებს შორის. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კი ჰოლივუდის ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორისაა. წიგნი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, კერძოდ, სამხედრო ტყვეების ყოფას, რომლებიც ე. წ. „სიკვდილის რკინიგზის“ მშენებლობაზე მუშაობდნენ. იაპონელები დატყვევებულ ბრიტანელებს ტაილანდის ჯუნგლებში გამართულ სამხედრო ტყვეთა ბანაკში მიერეკებიან. ტყვეებმა უმოკლეს დროში უნდა ააგონ სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ხიდი. ბრძანება გაცემულია, თუმცა ინგლისელების მეთაურ პოლკოვნიკ ნიკოლსონს იაპონელებთან თავისი მოთხოვნები აქვს...
12.95
ფასდაკლება
ალექსის ზორბასის ცხოვრება
ავტორი: ნიკოს კაზანძაკი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა დიდ ბერძენ მწერალ ნიკოს კაზანძაკისს (1883-1957) მსოფლიო, უპირველეს ყოვლისა, „ალექსის ზორბასის ცხოვრების“ ავტორად იცნობს. წიგნში მთხრობელი მწერალია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ძირფესვიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება: კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს ქირაობს და „ნამდვილი საქმის“ გასაკეთებლად მიემგზავრება იქ. მართალია, საქმეში წარმატებს ვერ აღწევს, მაგრამ ბედი ახვედრებს ადამიანს, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მწერლის პიროვნებაზე. ეს ადამიანი ალექსის ზორბასია – კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავებაა არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის.
12.97 19.95
ფასდაკლება
მუსიკა ქარში
ავტორი:რეზო ჭეიშვილი      ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია... აკა მორჩილაძე
12.97 19.95
ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა
ავტორი: რობერტ მუზილი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880 - 1942) პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას. ინტერნატში სასწავლებლად გამგზავრებულ, მარტო დარჩენილ ტერლესს ახალი საყრდენი და ემოციები სჭირდება. პირველ ვნებებს სირცხვილისა და სიამოვნების მტანჯველი შეგრძნებებიც ახლავს თან. ტერლესი აღმოაჩენს, რომ ინტერნატის ერთ-ერთი მოწაფის მიმართ აქამდე უცნობ ლტოლვას გრძნობს. მაგრამ ეს მხოლოდ მოზარდის მელანქოლიური, არავისკენ მიმართული უმიზნო მგრძნობიარობაა, რომელსაც საბაბი სჭირდება ჯებირების გასანგრევად. რა ბედი ეწევა ტერლესს, რომლის თვითგამორკვევის რთული პროცესი სასტიკ, ძალადობრივ გარემოში მიმდინარეობს? რა შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს მას, როცა თანატოლ მოძალადეებს დაუპირისპირდება? და გაითავისებს თუ არა მოსაზრებას, რომ „სამყაროს დიდებულ მექანიზმში ზოგი ადამიანის არსებობა შემთხვევითი და გაუთვალისწინებელია“? 1966 წელს გერმანელმა რეჟისორმა ფოლკერ შლენდორფმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი სახელწოდებით „ახალგაზრდა ტერლესი“.  
15.95
კარგი კაცი სანთლით საძებარია
    ამერიკული ლიტერატურა წარმოუდგენელია ფლენერი ო’კონორის (1925-1964) გარეშე. მწერლის მემკვიდრეობა, სხვა დიდი სამხრეთელის - უილიამ ფოლკნერის წიგნებთან ერთად, სამხრეთული გოთიკის კლასიკაა. „კარგი კაცი სანთლით საძებარია“ - კრებული, რომელშიც ათი მოთხრობა შედის - 1955 წელს გამოიცა. მწერალი სწორედ მოთხრობის ჟანრის ოსტატად ითვლება. ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია არა მხოლოდ ავტორის შემოქმედებაში, არამედ მთელ XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. ფლენერი ო’კონორის სამყარო სასტიკია - სავსე ადამიანთა აულაგმავი სურვილებითა და ბნელი ზრახვებით, ადამიანებისა, რომლებსაც არც ღმერთის სწამთ და არც ეშმაკის ეშინიათ.
15.95
ალი და ნინო
ავტორი: ყურბან საიდი მთარგმნელ(ებ)ი მაია მირიანაშვილი სერიის დასახელება ET CETERA   რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. რომანის გეოგრაფია მდიდარია - თბილისი, ბაქო, თეირანი... ეს ის ქალაქებია, რომელსაც მწერალი დიდი ოსტატობით, ეპოქის, რელიგიური და ეროვნული თავისებურებების ღრმა ცოდნით აღგვიწერს.        რაც შეეხება წიგნის ავტორს - დღემდე უცნობია, ვინ იმალება ყურბან საიდის სახელის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს არაერთი კვლევა მიეძღვნა. ერთი რამ უდავოა - „ალი და ნინოს“ ავტორი სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის მკითხველებისთვის ერთმაირად ახლობელია.
15.95
ათი ღამის სიზმრები
ავტორი: ნაცუმე სოსეკი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თამთა ბოკერია   ნაცუმე სოსეკი (1867-1916) თანამედროვე იაპონური ლიტერატურის სათავეებთან დგას.  მეიჯის ხანა (1868-1912), რომელშიც მწერალი მოღვაწეობდა, ვესტერნიზაციის ეპოქა იყო – სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გარდატეხის პერიოდი, რომელსაც, იაპონელი ხალხისთვის უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. იმ დროს განვითარებულმა პროცესებმა დიდი გავლენა  მოახდინა მწერლის შემოქმედებაზე და განსაზღვრა მისიგმირების ცხოვრება და შინაგანი სამყარო. წიგნში თავმოყრილია ნაცუმე სოსეკის რჩეული მოთხრობები, რომლებშიც იგი ერთგულების, სიყვარულის, სასოწარკვეთის, სიმამაცის, ვერაგობისა დასისასტიკის შესახებ წერს. მისტიციზმის ბურუსით გარემოცული ეს საოცარი ამბები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე და ხშირად გაოგნებულს ტოვებს მას.
15.95
სამზარეულო
ავტორი: ბანანა იოშიმოტო  მთარგმნელი: დავით გოგინაშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მიკაგე საკურაი ახალგაზრდა ქალია, რომელიც, ბებიის გარდაცვალებასთან ერთად, ბოლო ნათესავს კარგავს. მგლოვიარე, მარტოდ დარჩენილ მიკაგესგარდაცვლილი ბებიის ნაცნობი, ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩი, დროებით მასთან გადასვლას სთავაზობს. იუიჩი იშვიათი სილამაზის ტრანსგენდერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მიკაგე ძალზე ეთვისება მათ, მაგრამ მოულოდნელი ტრაგედია ამ იდილიას არღვევს...    
15.95
ფასდაკლება
პრაღის სასაფლაო
ავტორი: უმბერტო ეკო მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე სერია:  ET CETERA   ოკულ­ტის­ტე­ბი, სა­ტა­ნის­ტე­ბი, მა­სო­ნე­ბი, იე­ზუი­ტე­ბი, რე­ვო­ლუ­ციო­ნე­რე­ბი, საფ­რან­გე­თის, იტა­ლიის, პრუ­სიი­სა და რუ­სე­თის საი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რები, ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის აფეთ­ქე­ბი­სა და ფა­შის­ტუ­რი ის­ტე­რიის ზღვარ­ზე მყოფი ევ­რო­პა, კონ­სპი­რა­ციუ­ლი თეო­რიე­ბი, მსოფ­ლიო შეთ­ქმუ­ლე­ბის ში­ში... სრუ­ლიად დაუ­ჯე­რე­ბე­ლი და ამა­ვე დროს რეა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი პერ­სონა­ჟე­ბით სავ­სე, წარ­მოუდ­გე­ნე­ლი ინ­ტრი­გე­ბით ნა­ქარ­გი სიუ­ჟე­ტი მო­დუ­ნების სა­შუა­ლე­ბას არ გაძ­ლევს. რო­მა­ნის ერ­თა­დერ­თი გა­მო­გო­ნი­ლი პერსო­ნა­ჟი სი­მო­ნი­ნო სი­მო­ნი­ნია. გა­მო­გო­ნი­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ნამ­დვი­ლი და „მა­რად ჩვენ შო­რის მყო­ფი“.
16.22 24.95
რომეო და ჯულიეტა
ავტორი: უილიამ შექსპირი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: დავით ახალაძე მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. ერთ-ერთი ფორმაა – „რომეო და ჯულიეტა“ პიესაა (და არა რომანი), თანაც ალაგ-ალაგ გალექსილი. სხვა წინაღობა ავტორია – შექსპირი კლასიკოსია (და არა თანამედროვე), ეს კი, უმეტესად, რთულ და მოსაწყენ საკითხავს მოასწავებს. „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სასკოლო აჩრდილებით გულშეღონებულ თინეიჯერებს (უპირველესად, სწორედ მათთვის განვიზრახეთ შექსპირის ახლიდან თარგმნა) საუკუნეების წინ დაწერილი სიყვარულის ამბის ხელში აღებას ისევ თინეიჯერული პატივმოყვარეობა (შექსპირთან გამკლავების სიამაყე!) თუ შეაძლებინებს. ეს საწყისი ძალისხმევა დაუფასებელი არ დარჩება – მათ მიერ ამ წიგნის დაუზარლად ჩამთავრებაზე უკვე ავტორი იზრუნებს.    
16.95
სალამინის ჯარისკაცები
ავტორი: ხავიერ სერკასი   ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-39) მიწურულს, დამარცხებული რესპუბლიკელები პირენეებისაკენ მიიწევენ. ბრძანების შესაბამისად, მათ დასახვრეტად გაჰყავთ ორმოცდაათამდე ნაციონალი ტყვე. ტყვეებს შორისაა ფაშისტი მწერალი, ესპანური ფალანგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რაფაელ სანჩეს მასასი, რომელიც სადამსჯელო რაზმს უსხლტება და თავს ტყეს აფარებს. დადევნებული ჯარისკაცებიდან ერთ-ერთი აგნებს მასასს. ერთხანს მტრები ერთმანეთს უტყვად შესცქერიან, მერე ჯარისკაცი თავისიანებს გასძახებს: „აქ არავინაა!“, ტრიალდება და იქაურობას ეცლება… ვინ იყო ეს უცნობი მებრძოლი? რატომ არ გაიმეტა მტერი? კვლავაც ცოცხალია თუ არა? სწორედ ამის დადგენას ცდილობს მთხრობელი ათწლეულების შემდეგ. „სალამინის ჯარისკაცები“ ესპანელი მწერლის, ხავიერ სერკასის (1962) ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნი, რომელსაც საფუძვლად ესპანეთის ისტორიის ტრაგიკული ფაქტები უდევს, ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.
16.95
ფოსტა
ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი სერია:  დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი:ქეთი ქანთარია ამე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სი, ჩარლზ ბუ­კოვ­სკი (1920-1994) მრა­ვა­ლი რო­მა­ნის, მოთ­ხრო­ბი­სა და ლექ­სის ავ­ტო­რია, მაგ­რამ „ფოსტა“ – მწერ­ლის პირ­ვე­ლი ავ­ტო­ბიოგ­რა­ფიუ­ლი ნა­წარ­მოე­ბი, რო­მე­ლიც სამ კვი­რა­ში დაი­წე­რა და რომ­ლის მიძ­ღვნა­შიც ავ­ტო­რი აც­ხა­დებს: „ვა­სა­ღებ მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რად და არა­ვი­საც არ ვუძ­ღვნი“ – მაინც გა­მორ­ჩეულია. წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი ბუ­კოვ­სკის ალ­ტერ ეგო, ჰენ­რი ჩი­ნას­კია, რომე­ლიც ფოს­ტა­ში მუ შაობს. რო­მან­მა მწე­რალს დი­დი წარ­მა­ტე­ბა მოუ­ტა­ნა და ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ დაუმ­კვიდ­რა სა­პა­ტიო ად­გი­ლი ე. წ. „ბინ­ძუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის“ ჟან­რში. მიუ­ხე­და­ვად თხრო­ბის ხაზ­გას­მუ­ლად ნა­ტუ­რალის­ტუ­რი, ზოგ­ჯერ შო­კის მომ­გვრე­ლი მა­ნე­რი­სა, მწერ­ლის იუ­მო­რი და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ უაღ­რე­სად სა­ღი და ირო­ნიუ­ლი და­მო­კი­დე­ბულე­ბა ამ რო­მანს დაუ­ვიწ­ყარ სა­კით­ხა­ვად აქ­ცევს
16.95
ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!
ავტორი: ფარლი მოუეტი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ნანა კიკნაძე; ალექსანდრე ქორელი ეს წიგნი არქტიკული მგლების ოჯახთან გატარებულ ერთ ზაფხულზე მოგვითხრობს. ფარლი მოუეტს კანადის ტუნდრაში აგზავნიან მგელზე დაკვირვების საწარმოებლად. მგლების მიერ ჩრდილოეთის ირმის, კარიბუს პოპულაციის განადგურება ეროვნული მნიშვნელობის პრობლემაა და ახალგაზრდა ბიოლოგი მთელი შემართებით იწყებს მტაცებლების ყოფის შესწავლას. იგი მალევე ხვდება, რომ თავადაც დაკვირვების ობიექტია – ცნობისმოყვარე მგლები დიდ გამჭრიახობას იჩენენ და არც იუმორის ნაკლებობას უჩივიან. მათი ცხოვრების ნირის, ჩვევებისა და მგელ-კარიბუს ურთიერთობის შემყურე მეცნიერი გაოგნებულია – სახელმძღვანელოებში ამოკითხული არაფრით ემთხვევა მგლების ნამდვილ ყოფას. კანადელი მწერლის, ბიოლოგისა და ბუნების დამცველის, ფარლი მოუეტის (1921-2014) ავტობიოგრაფიული წიგნი «ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!» (1963) ქართულად პირველად 1980 წელს გამოიცა. ახალი გამოცემისთვის თარგმანი ხელახლა გარედაქტირდა და ორიგინალს შედარდა.
17.95
უკანასკნელი სამყარო
ავტორი: ქრისტოფ რანსმაირი     ავსტრიელი მწერალი ქრისტოფ რანსმაირი (1954) არაერთი გერმანულენოვანი თუ საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. მის რომანში „უკანასკნელი სამყარო“ მოთხრობილია მაქსიმუს კოტას მოგზაურობის ამბავი ქვეყნის დასალიერში, შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში, აქ გადასახლებული პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის კვალდაკვალ.     ეს ქალაქი უკანასკნელი სამყაროს მოდელია, ადამიანური იმედების, სურვილების განადგურების ადგილი. ტექსტში უცნაურადაა გადახლართული ძველი სამყარო, მითები, დღევანდელობა. „უკანასკნელი სამყარო“ ოცდაოთხ ენაზეა ნათარგმნი და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება.
17.95
ამერიკული პასტორალი
ავტორი: ფილიპ როთი მთარგმნელი: თამარ ლომიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია. ბრწყინვალე სპორტსმენს უფროსები პატივს სცემენ, თანასკოლელ გოგონებს უყვართ, ბიჭები კი აღმერთებენ. „შვედი“ თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს, ქორწინდება „მის ნიუ-ჯერსიზე“ და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული, მშობლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
17.95
პორტნოის სინდრომი
ავტორი: ფილიპ როთი მთარგმნელი: ქეთი ქანთარია სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი, ფილიპ როთი (1933-2018) არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში.
17.95
განა ეს ადამიანია
ავტორი: პრიმო ლევი მთარგმნელი: დარეჯან კიკოლიაშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, პრიმო ლევის (1919 – 1987) „განა ეს ადამიანია“ აუშვიც-მონოვიცის ბანაკის შემაძრწუნებელ გამოცდილებას აღწერს. წიგნი 1947 წელს გამოიცა. ავტორს, ლიტერატურული გამოცდილების არმქონე 27 წლის ქიმიკოსს, არ დაუსახავს მიზნად, ვინმე განესაჯა: წერას, უპირველეს ყოვლისა, ტრავმის დაძლევის საშუალებად მიიჩნევდა. ლევიმ სცადა, გაეანალიზებინა, რად შეიძლება იქცეს ადამიანი უსასტიკესი სოციალური და ბიოლოგიური ექსპერიმენტის პირობებში, როდესაც ყველაფერს კარგავს – თავისუფლებას, მომავალს, მოგონებებს, სახელსაც კი და მკლავზე ამოშანთული ნომერი ყოველდღე შეახსენებს, რომ ის არავინაა. «აუშვიცის გამოცდილება რომ არა, არასდროს არაფერს დავწერდი. მიზეზი არ მექნებოდა, მეწერა, არც არაფერი მიბიძგებდა საამისოდ: იტალიურში საშუალო მოსწავლე ვიყავი, ისტორიაში – სუსტი, უფრო ფიზიკა და ქიმია მაინტერესებდა და შემდეგ პროფესიად ქიმიკოსობა ავირჩიე, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დაწერილი სიტყვის სამყაროსთან. ლაგერის გამოცდილებამ მაიძულა, მეწერა: სიზარმაცის დაძლევა არ დამჭირვებია, სტილის პრობლემები არ მადარდებდა, სასწაულებრივად მოვახერხე, ისე მეწერა, რომ ჩემი ყოველდღიური ხელობისთვის ერთი საათიც არ დამიკლია, მეჩვენებოდა, რომ ეს წიგნი თავში უკვე სრულიად მზად მედო, მხოლოდ ის მევალებოდა, გარეთ გამომეშვა და ქაღალდზე გადამეტანა».
17.95
ფასდაკლება
ფუკოს ქანქარა
ავტორი: უმბერტო ეკო  ფუ­კოს ქან­ქა­რა“ ცნო­ბი­ლი იტა­ლიე­ლი მწერ­ლი­სა და მეც­ნიე­რის, უმ­ბერტო ეკოს (1932-2016) მეო­რე რო­მა­ნია, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის სა­დე­ბიუ­ტო „ვარ­დის სა­ხელ­ზე“ არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია მთელ მსოფ­ლიო­ში. ერ­თ-ერ­თი მი­ლა­ნუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბი ოკულ­ტუ­რი მეც-ნიე­რე­ბე­ბით, საი­დუმ­ლო სა­ზო­გა­დოე­ბე­ბით, მსოფ­ლიო შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბით ერ­თო­ბიან. ასე, თამაშ­-თა­მა­შით, მოი­ფიქ­რე­ბენ „გეგ­მას“, მაგ­რამ მე­ტისმე­ტი მოს­დით: ვი­ღაც მარ­თლა დაი­ჯე­რებს მათ შეთ­ხზულ ის­ტო­რიას და დაუნ­დო­ბელ ბრძო­ლას იწ­ყებს საი­დუმ­ლოს გა­სა­ღე­ბის ხელ­ში ჩა­საგ­დებად...
19.47 29.95
ფასდაკლება
ბიძაჩემი ნაპოლეონი
ავტორი: ირაჯ ფეზეშქზადი   სპარსულიდან თარგმნა თეა შურღაიამ. „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (1973) დღემდე ყველა თაობის ირანელის საყვარელი საკითხავია. რომანის ფრთიან გამოთქმებად ქცეულ ფრაზებს ყველა ირანელი ცნობს. წიგნის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ირანში შესვლის პერიოდში ხდება. თუმცა ძირითადი მოვლენები სხვა ფრონტზე ვითარდება – ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც განდიდების სენით შეპყრობილი „პატრიარქი“ მართავს. რა თქმა უნდა, ეს ისტორიაც სიყვარულით იწყება... ირაჯ ფეზეშქზადი (1927-2022) თეირანში დაიბადა. იურიდიული განათლება ირანსა და საფრანგეთში მიიღო. ერთხანს მოსამართლედაც იმუშავა. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა მოთხრობების გამოქვეყნება დაიწყო. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ მწერალი საფრანგეთში დარჩა, სადაც ჟურნალისტად მუშაობდა. მისი ყველაზე გამორჩეული და გახმაურებული რომანია „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ – სოციალური სატირა, რომელსაც კრიტიკოსები „თანამედროვე სპარსული ლიტერატურის შედევრს“ უწოდებენ.
19.47 29.95