santaesperanza
ძაღლი ბობოს სახანძრო - ფორმიანი წიგნი
აღლი ბობო მეხანძრეა. ყურადღება, საყვირის ხმაა! ეს იმას ნიშნავ, რომ სადღაც ხანძარია. ბობო მთელი სისწრაფით ხტება სახანძრო მანქანაში და ხანძრის ჩასაქრობად მიქრის...
12.95
ძაღლი სახელად კექსი
ავტორი: ჰელენ პიტერსი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა ჯეინს მთელი თავისი ცოდნა, ალღო და მოხერხებულობა დასჭირდა, რომ მიტოვებული ლეკვი გადაერჩინა. გოგონას არც სითბო დაუშურებია და არც სიყვარული, მაგრამ დარწმუნებული მაინც არ არის, რომ პატარა კექსი – როგორც მას სახელად შეარქვა – ადამიანებს როდისმე ისევ ენდობა. მოულოდნელად ჯეინი თვითონ ჩავარდება გასაჭირში და ერთადერთი, ვისაც დახმარება შეუძლია, პატარა კექსია. ნეტავ, როგორ მოიქცევა ლეკვი?
8.9
ძახილი
ავტორი: სერგო წურწუმია   „სერგო წურწუმიას მეხსიერებაში აღბეჭდილი ამბები, ადამიანები, წიგნები, ფიქრები ლამაზ წნულად ლაგდება, ერთმანეთს უკავშირდება, ერთი მეორეს ავსებს თავისებურად ან აგრძელებს და ასე, ფაზლის პრინციპით იწყობა, იქსოვება, მეტად საყურადღებო გრეხილი, რომლის თვალის მიდევნება შემეცნების თვალსაზრისით სასარგებლოა და ემოციურად სასიამოვნო.   სერგო წურწუმია უფაქიზეს განცდათა, ლირიკულ განწყობილებათა, სხვათა და სხვათა უმშვენიერეს მთხრობელად გვევლინება. ავტორი, როგორც ნამდვილი მწერალი, ჰუმანისტია.   უამრავ მახვილგონივრულ დაკვირვებას გვიზიარებს მწერალი. იგი კარგად იცნობს ადამიანის შინაგან სამყაროს, წვდება ფსიქოლოგიურ ნიუანსებს...   მძაფრი, დრამატული, დინამიური, საინტერესო სიუჟეტების შექმნის ოსტატია სერგო წურწუმია. თუმცა მიმზიდველად თხრობა, ამბის მძაფრად მოყოლა, მკითხველის ჩათრევა მაშინაც ძალუძს მესიტყვეს, როცა სიუჟეტი მკრთალია, როცა, ერთი შეხედვით, არაფერი ხდება მნიშვნელოვანი.   ავტორს ხელეწიფება პერსონაჟთა მრავალფეროვანი გალერეის შექმნა ისე, რომ არცერთი მათგანი არ ჰგავს, არ იმეორებს, ასე ვთქვათ, არ ფარავს ერთმანეთს. ცოცხლად, დასამახსოვრებლად არიან აღწერილნი ადამიანები ხშირად მოკლე ფრაზებით, სულაც ერთი-ორი წინადადებით რომ შემოიფარგლება მათი დახასიათება.   ეს მაღალი რანგის ხელოვნებაა.   სერგო წურწუმია აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს. ასე რომ, მკითხველი მისგან კიდევ ბევრ სასიამოვნო ლექსს, მოთხრობას, რომანს, თარგმანს, წერილს, ინტერვიუს... ნახატს ელოდება.“ – ნინო ვახანიაა
14.95
ძენ-ბუდიზმის შესავალი
ავტორი:  დაისეც ტეიტარო სუძუკი სერია:  აღმოსავლური სიბრძნე მთარგმნელი:  დათო აკრიანი   დაისეც ტეიტარო სუძუკი (1870-1966) იაპონელი ბუდისტი ბერი, ფილოსოფოსი, რელიგიათმცოდნე, მწერალი და პედაგოგი დაისეც ტეიტარო სუძუკი ძენ-ბუდიზმის საკითხებისადმი მიძღვნილი არაერთი მონუმენტური ნაშრომის ავტორია. დიდწილად სწორედ 50-იან და 60-იან წლებში გამოქვეყნებულმა მისმა ნაწერებმა განაპირობა, რომ დასავლურ სამყაროში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი შორეული აღმოსავლეთის რელიგიებისადმი. სუძუკიმ მრავალი წელი გაატარა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც კითხულობდა ლექციებს ლონდონის, კოლუმბიის, ჰარვარდისა და სხვა უნივერსიტეტებში, იყო ტოკიოსა და ოტანის (კიოტო) უნივერსიტეტების პროფესორი. მისმა ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა დაახლოებაში. 1963 წელს სუძუკი წარდგენილი იყო ნობელის სამშვიდობო პრემიაზე. „ძენში ყველაფერია პირადი გამოცდილება. ვერავითარი იდეები ვერ მისწვდება იმათ, ვისაც გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვილს არავითარი იდეა არ აქვს, რადგანაც მისი მენტალობა არ არის ისე განვითარებული, რომ იდეებად დასცადოს რამე. თუ მას საერთოდ მოეპოვება  იდეები, ესეც უკიდურესად ბნელად, გადღაბნილად და არა – რეალობასთან შესატყვისად. ამიტომაც, რაიმეს მკაფიოდ და ყოვლად ქმედითად გაგებისთვის, ის უნდა გამოიცადოს პირადად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ‘რაღაც’ თვითსიცოცხლეს უკავშირდება, პირადი გამოცდილება აბსოლუტური აუცილებლობაა. ამ გამოცდილების გარეშე, უშეცდომოდ და, ამიტომაც, ქმედითად ვერ მოიხელთება ვერაფერი, რაც მას უკავშირდება.“
25
ძენოს თვითშემეცნება
ავტორი: იტალო ზვევო   "მე სწორედ ის ექიმი გახლავართ, რომელსაც ზოგჯერ უდიერად მოიხსენიებენ ამ მონათხრობში. ვისაც ფსიქოანალიზისა რაიმე გაეგება, ალბათ ისიც მოეხსენება, თუ სად უნდა მიუჩინოს ადგილი იმ ანტიპათიას, რომელსაც პაციენტი ჩემდამი გამოხარავს. ფსიქოანალიზზე არაფერს ვიტყვი, რადგანან ფურცლებიდან ისედაც ბევრს გაიგებთ მასზე. პირველ რიგში, ალბათ, ბოდიში უნდა მოვიხადო ჩემი საქციელისთვის, პაციენტი ავტობიოგრაფიის დასაწერად რომ წავაქეზე..." - ამონარიდი რომანიდან.
10
ძველაღმოსავლური სიბრძნის რჩეული ტექსტები
კრებულში წარმოდგენილია საკაცობრიო კულტურის უკვდავი ძეგლები. მათგან ორს - „უპანიშადებსა“ და „დაო დე ძინს“ წინ უძღვის მთარგმნელის, ლერი ალიმონაკის საფუძვლიანი კვლევა. განხილულია ძველი ინდური და ჩინური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ცნებები და კატეგორიები: ბრაჰმა, როგორც სამყაროს ერთიანობის იდეალური საფუძველი, ყოფიერების პირველადი მიზეზი, აბსოლუტი, რომლის ემანაციაა ყოველივე არსებული; ატმანი, როგორც ბრაჰმას კორელატი, იდენტური ცნება, როგორც უმაღლესი სუბიექტური საწყისი, ღვთაებრი ადამიანში.  დაო, როგორც აბსოლუტი, შემქმნელი ყოველივე არსისა, ყოფიერების ძირი, დაფარული, განუსაზღვრელი და განუმარტავი. დე, როგორც დაოს სახე, ადამიანის სათნოების განმსაზღვრელი ცნება, ეთიკური და ზნეობრივი კატეგორია.  ნაჩვენებია ქრისტიანული მოძღვრებისა და ლაო ძის იდეათა ურთიერთთანხვედრა.
35
ძველი ეგვიპტე - წიგნი მოძრავი ნახატებით
8 თვალწარმტაცი გასაშლელი სურათი ძველი ეგვიპტის წარმოუდგენელი სამყაროს სამ განზომილებაში სანახავად: თქვენ იცურავებთ ნილოსზე, შეხვალთ პირამიდებში, ფარდას ახდით მუმიების საიდუმლოებებს, იმოგზაურებთ ფარაონების ეტლით და მათ საოცარ განძს აღმოაჩენთ. ასაკი: 6-8 წლამდე
27.95
ძველი თბილისის სურათები/ THE scethbook of old Tbilisi
ტექსტის ავტორი: აკა მორჩილაძე პროექტის ავტორი და დიზაინერი: სოფია კინწურაშვილი ქართული და ინგლისურენოვანი ტექსტი წიგნში თავმოყრილია მოკლე ისტორიები თბილისზე. აკა მორჩილაძისთვის დამახასიათებელი სტილი, წინა საუკუნეების თბილისური ცხოვრების თანამონაწილეობის  შეგრძნება და არა მარტო ისტორიული ფაქტები, მრავაფეროვანი ვიზუალური მასალა, ძველი თბისლისის განუმეორებელ ხიბლს გვაგრძნობინებს.
38.9
ძველი ინდური ფილოსოფია
ავტორი: სვამი ვივეკანანდა მთარგნელი: ნიკოლოზ კენჭოშვილი გამომცემლობა: აქტი ყდა: რბილი
20
ძველი ოსტატები
ავტორი: თომას ბერნჰარდი მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: ლიტოდისეა 82 წლის მუსიკათმცოდნე რეგერი ოცდაათ წელიწადზე მეტია დღეგამოშვებით დადის ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში. ის საათობით სწავლობს ძველი ოსტატების შედევრებად მიჩნეულ ნამუშევრებს, რომ მათში შეცდომა აღმოაჩინოს. არცერთი მათგანი და საერთოდ, ხელოვნების არცერთი უდიდესი წარმომადგენელი არ არის სრულყოფილი; არც ხელოვნება, მუსიკა თუ ლიტერატურაა ყველაფერზე ამაღლებული და არაფერია იმ ერთადერთ ადამიანთან შედარებით, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვყვარებია. „ძველი ოსტატები“ თომას ბერნჰარდის აპოლინური ტრილოგიის მესამე წიგნია და ფორმისა და სტრუქტურის მიხედვით აგრძელებს „ტყის ჩეხისა“ და „დაღმამავალის“ ტრადიციას. ხელოვნების სამი სფერო – თეატრი, მუსიკა და მხატვრობა ქმნის თითოეული რომანის პროტაგონისტის სულიერ სამყაროს, რომელშიც ის მოძრაობს და შინაგანი მონოლოგის საშუალებით გადმოგვცემს თავის ნააზრევს ხელოვნების დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ.
13.9
ძველი რომი- წიგნი მოძრავი ნახატებით
8 თვალწარმტაცი მოძრავი ნახატი ძველი რომის წარმოუდგენელი სამყაროს სამ განზომილებაში სანახავად: თქვენ კოლოსეუმში გლადიატორებთან ერთად ცხოველებს შეებრძოლებით, იხილავთ ეტლებით რბოლას, შეერკინებით ცენტურიონებს და ფორუმშიც გაისეირნებთ. თავს ნამდვილ იმპერატორად იგრძნობთ. ასაკი: 6-8 წლამდე
27.95
ძველი საბერძნეთი - წიგნი მოძრავი ნახატებით
8 თვალწარმტაცი მოძრავი ნახატი ძველი საბერძნეთის წარმოუდგენელი სამყაროს სამ განზომილებაში სანახავად: თქვენ ესტუმრებით ზევსს ოლიმპოს მთაზე, დაეხმარებით გმირებს საგმირო საქმეების აღსრულებაში, ბრძოლაში გამოიწვევთ მინოტავრს, მონაწილეობას მიიღებთ ოლიმპიადაში... და მოიგებთ კიდეც! ასაკი: 6-8 წლამდე
27.95
ძველი ტფილისი - 50 ამბავი #45
ავტორი: ალექსანდრე ელისაშვილი სერია:  თან საკითხავი თბილისის ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება. მე ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს, ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ. ამ წიგნში თბილისის 50 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის, მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის.
16.95
ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები - EURPOEAN GRAVURES
ავტორი: სულხან სალაძე გამომცემლობა: არტანუჯი ყდა: მაგარი „ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ თბილისის შესახებ არსებული ევროპული გრავიურების  ალბომია, რომელიც აერთიანებს თბილისის ჩანახატებს, 1673 წლიდან XIX საუკუნის ბოლომდე. ალბომში შეტანილი ასამდე გრავიურა, ძველი თბილისის ხედების გარდა ქალაქსა და მის მცხოვრებთა ყოფასაც ასახავს. გრავიურების დიდი ნაწილი უნიკალურია და საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. ბევრი მათგანი პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. ალბომი საინტერესო წყარო იქნება ძველი თბილისის ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
49.95
ძველი ფურცლიდან
ავტორი: რევაზ ინანიშვილი   მე მინდა ჩემი მკითხველი შევაჩერო წამით მაინც. მე მინდა მას ვუთხრა: ეს ბალახია, ეს ხე, ეს წყალი, ეს მთა, ეს ფრინველი, ეს კი ადამიანი. და მანაც დაინახოს: ბალახი, ხე, წყალი, მთა, ფრინველი, ადამიანი. ეს კრებული კიდევ ერთხელ შეგაჩერებთ და დაგანახვებთ არა მხოლოდ ბალახს, ხეს, წყალს, მთას, ფრინველს და ადამიანს; გაგრძნობინებთ ქვებისა და ომის ნამდვილს სუნს და ადამიანური სიკეთის ძალას, რომლითაც აღსავსეა რევაზ ინანიშვილის მთელი შემოქმედება.   კრებულში გაერთიანებულია რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიული მოთხრობები და ჩანაწერები, აქვე ნახავთ მის ჩანახატებსაც, რომლებიც პირველად ქვეყნდება და კიდევ უფრო სრულყოფს მწერლის მიზანს: „ხელი შევუწყო სიკეთის დამკვიდრებას ქვეყანაზე. სიკეთე ისეთი ფენომენია, რომელიც სამყაროში ადამიანის მოვლინებას ყველაზე დიდ ფუნქციად მოჰყვა.“  
13.9
ძველი ჩინური იგავები
მთარგმნელი : მარიამ ქსოვრელი ძველი ჩინური იგავები ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში აღწევს აყვავების ხანას. ეს ალტერნატიული ჟანრი დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცვლილებებთან, რომლებიც სულიერ კულტურასთანაა თანხვედრაში. ძველი იგავები დღესაც ცოხცლობს ხალხში. პოლიტიკურ-ფილოსოფიური შინაარსის იგავებს აღმზრდელობითი ხასიათის დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
9
ძვლების წიგნი
ავტორი: თამარ ფოლადაშვილი წიგნის მთავარ გმირს გამზრდელი ბებია უკვდება. ანდერძის თანახმად, ბებიას სოფელში მიასვენებს, თუმცა გარემოებათა გამო გოგონას მარტოს მოუწევს ბებიის ცხედრის სასაფლაომდე მიტანა, საიდანაც გვამი უგზო-უკვლოდ ქრება.   გვამის ძებნა მთავარ გმირს არჩევანის წინაშე აყენებს: დაივიწყოს ყველაფერი და სოფლისგან შორს, მშვიდად ცხოვრება განაგრძოს, თუ დაიწყოს ბებიის ძებნა და მიძინებული ურჩხულები გააღვიძოს.   „ძვლების წიგნი“ თამარ ფოლადაშვილის მეორე რომანია, რომელშიც სოფლის მშვიდ გარემოში ძილის წინ მოყოლილი ზღაპრები შემზარავ ამბებად ცოცხლდება. წიგნი დაწერილია ჯადოსნურ ქალაქ ლა კორუნიაში, „მწერალთა სახლისა“ და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში“.
15.95
ძია ბენოს, კატა ფეფესა და ძაღლ კრიმანჭულას თავგადასავალი თოვლიან ტყეში
ავტორი: : ხათუნა გიგუაშვილი   წერილების ადრესატებამდე მიტანა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, რაშიც ძია ბენოს კატა ფეფე და ძაღლი კრიმანჭულა ეხმარებიან. ორმაგად საპასუხისმგებლოა ახალი წლის მისალოცი ბარათების დარიგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ტყე თოვლითაა დაფარული. ხათუნა გიგუაშვილის ამ ზღაპარში, გარდა მთავარი პერსონაჟებისა, ისეთი ცნობილი ზღაპრების პერსონაჟებს შეხვდებით, როგორიცაა: დევი და ნაცარქექია, ფიცხელა, ციცინათელების მწყემსი ბაია და სხვ. წიგნის ბოლოს კი თავად შეძლებთ მისალოცი ბარათის დაწერას. მისამართის მითითება არ დაგავიწყდეთ, ძია ბენო გამოივლის და აუცილებლად წაიღებს ადრესატთან. საბავშვო თარო აზროვნების აკადემიის გამომცემლობის პროექტია, რომელიც აერთიანებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის შერჩეულ მხატვრულ ლიტერატურას. სერია მოიცავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების ტექსტებს და მოსწავლეებს ეხმარება კითხვის ჩვევის გამომუშავებასა და გემოვნებიან მკითხველებად ჩამოყალიბებაში.
22
ძია ტიკ-ტაკის მოგზაურობა (5-6)
ავტორი: დონალდ ბისეტი მთარგმნელი: რევაზ ინანიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
6.9
ძილი ნებისა, ბავშვებო ზღაპრები მთელი მსოფლიოდან
რა სჯობია ძილის წინ ჯადოსნური და თავშესაქცევი ამბების მოსმენას? ჰოდა, ჩვენ ფანტასტიკურ ამბავთა და თავგადასავალთა ეს ჯადოსნური, ლამაზად ილუსტრირებული წიგნი მოგიმზადეთ - აი, აქ არის მთელი მსოფლიოს ზღაპრად მოთხრობილ ამბები და ის შენთვისაა! დაიწყე სამყაროს შეცნობა ქართული ზღაპრით და მერე მეზობელი თუ შორეული ქვეყნების ჯადოსნურ სამყაროსაც გაეცანი. ამ სამყაროში ბევრ უცნაურ გმირს შეხვდები - ზოგი მეფეა და ზოგი გლახაკი, ზოგი მზეთუნახავი ზოგიც ავი დედაკაცი; ისეთი ცხოველებიცაა, საინტერესო თავგადასავლებისა და ამბები მოყოლა რომ შეუძლიათ და კიდევ ა ბეღურას, კატასა თუ შავ ძროხას საიდუმლოებები აქვთ და უნდათ ისინი შენ გაგიმხილონ.
27.95
ძილისპირული
ავტორი: ჩაკ პალანიკი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12.9
ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის
წიგნი 2 „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის 2“ აერთიანებს 100 არაჩვეულებრივი ქალის ამბავს. ეს წიგნი მთელი მსოფლიოს გოგონებს შთააგონებს, თამამად იოცნებონ, დიადი მიზნები დაისახონ და მედგრად იბრძოლონ მათ მისაღწევად. დედოფლების, მშვიდობისთვის მებრძოლების, ბალერინების, მეკობრეების, ასტრონავტებისა და გამომგონებლების ცხოვრების შთამბეჭდავი ისტორიები გულგრილს არავის დატოვებს.
26.9
ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის
წიგნი 1 ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის ზღაპრებად მოთხრობილი ბიოგრაფიების კრებულია, რომელიც 100 განსაკუთრებული ქალის ისტორიას აერთიანებს. წიგნი გაფორმებულია 60 სხვადასხვა ქალი მხატვრის მიერ. შთამბეჭდავი ილუსტრაციები და პატარა მკითხველებისთვის გასაგები ენით მოთხრობილი საინტერესო ამბები ნებისმიერ ბავშვს თუ მშობელს მოხიბლავს.
26.9
ძმები გრიმების ზღაპრები
ავტორი: ძმები გრიმები სერია: მოსწავლის არჩევანი გერმანელი მეზღაპრე ძმების, იაკობ და ვილჰელმ გრიმების, ზღაპრები მთელი მსოფლიოს ბავშვებს უყვართ. თუმცა, უფროსებიც სიამოვნებით კითხულობენ. ამ წიგნში გრიმების საუკეთესო ნაწარმოებებს გაეცნობი, მოგეწონება, იხალისებ და ბევრ რამესაც ისწავლი. თუ ყურადღებით წაიკითხავ, არც წიგნის ბოლოს მოცემულ შემეცნებით შეკითხვებზე პასუხის გაცემა გაგიჭირდება და არც – ლაბირინთის ამოხსნა. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.
9.95