santaesperanza
მოთამაშე. იატაკქვეშეთის ჩანაწერები. უპოვარნი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
19.9
მოთვალთვალე
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი „საბედნიეროდ, არავითარი კანონი არ არსებობს – კბილის ტკივილი აგებს ბრძოლას, წვიმიანი დღე აუქმებს დანიშნულ ამბოხს, – ყველაფერი არამდგრადია, ყველაფერი შემთხვევითია, და სულ ტყუილუბრალოდ ცდილობდა ის დონდლო და ბუზღუნა, ვიქტორიანული ეპოქის კუბოკრულშარვლიანი ბურჟუა, უძილობისა და შაკიკის ნაყოფი ბნელი ნაშრომი „კაპიტალი“ რომ დაწერა“. ასე მოკლედ, ასე სხარტად, ასეთი იუმორით ალბათ არავის დაუხატავს კომუნისტებისთვის სათაყვანებელი კერპის – მარქსის პორტრეტი. ნაბოკოვმა „მოთვალთვალის“ წერა 1929 წლის ბოლოს დაიწყო და ეს ვრცელი მოთხრობა მომდევნო წლის თებერვალში დაასრულა. ბერლინში დაწერილი ეს ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და მახვილგონივრული ქმნილებაა, რომელშიც მწერლის სტილის სიმწიფის ყველა ორიგინალური შტრიხი განსხეულდა. ამ მეტაფიზიკური დეტექტივის საკუთარ თავზე ავადმყოფურად შეყვარებული გმირი, როგორც კი თავისთვის უჩვეულო გარემოში აღმოჩნდება, სინამდვილესა და საკუთარ „მეს“ არაამქვეყნიურ პრიზმაში ხედავს.  
11.9
მოთხრობები
ავტორი: მიხეილ ბულგაკოვი მთარგმნელი: ნანა ნოზაძე-ჯუღაშვილი, მზია გელაშვილი სერია: იკითხე კლასიკა     როგორი არსება დაიბადება, თუკი უნიკალური ქირურგიული ოპერაციით ძაღლს ადამიანად გარდაქმნიან? გამოჩენილმა რუსმა მწერალმა, უკვდავი ,,ოსტატი და მარგარიტას" ავტორმა, მიხაილ ბულგაკოვმა ამ შეკითხვას ვრცელ მოთხრობაში ,,ძაღლის გული" უპასუხა. მის გმირს, პროფესორ პრეობრაჯენსკის, ზედმიწევნით მეცნიერული და ,ამასთანავე, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ რა გამოვიდა?.. წიგნში შესულია მოთხრობები: ,,ძაღლის გული:, ,,ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები", ,,მორფი", ,,ერთი ექიმის უჩვეულო თავგადასავლები".
13.95
მოთხრობები
ავტორი: ო.ჰენრი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური სერია: იკითხე კლასიკა   საოცარი ისტორიები, რომლებიც, ავტორის ხალასი იუმორისა და დიდოსტატური თხრობის გამო, ერთი ამოსუნთქვით იკითხება; მოთხრობები ხელმოცარულ მხატვარზე, მეფუნთუშე მის მართაზე, ნიუიორკელი სარას მიერ საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ რესტორნის მენიუზე, იმაზე, თუ როგორ წყვეტს ქალაქის გეომეტრიული, სწორხაზოვანი დაგეგმარება ერთი უსაშველო კენტუკური ვენდეტის პრობლემას; პერსონაჟებზე, რომლებიც ხან სასაცილოები არიან, ხან გონებამახვილები და ხან მიამიტები, ხან თავზე ხელაღებული ყაჩაღებივით იქცევიან და ხან თაღლითებივით... თითქმის ერთი საუკუნის წინათ დაწერილი ეს ამბები თითქოს დღეს, სადღაც ახლოს ხდება... ისინი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია, ყოფითი, თუმცა ვითარდება არაჩვეულებრივად და გაოგნებს წარმოუდგენელი, თავბრუდამხვევი და მოულოდნელი დასასრულით. სწორედ ასეთი მოთხრობებით შეიყვარა მილიონობით მკითხველმა მწერალი.
9.95
მოთხრობები
ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L  წიგნში შესულია ვაჟა-ფშაველას მოთხრობები და პოემები: გიგლია, გოგოთურ და აფშინა; ალუდა ქეთელაური, ბახტრიონი, სტუმარ-მასპინძელი, ივანე კოტორაშვილის ამბავი, გველისმჭამელი.
18
მოთხრობები
ავტორი: გოდერძი ჩოხელი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც „დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“
22.95
მოთხრობები
ავტორი: რიუნოსკე აკუტაგავა მთარგმნელი: სერია: იკითხე კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
13.95
მოთხრობები #2 - გურამ დოჩანაშვილი
ავტორი: გურამ დოჩანაშვილი   წიგნში შესულია მოთხრობები: შილდელი მევენახე; ყველაზე კარგი პაპა; ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება; ანუ მესამე ძმა კეჟერაძე; იოჰან სებასტიან ბახი; მიწა და ვანო და წიფელი, ხე; ვატერ (პო) ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები; ძნელი; განსმდომი შუაკაცი; ბახვას გუმლა რეჩხი უყო; ცალ-ცალკე და ერთად; მხოლოდ ერთი კაცი; ზღაპარი შედევრისა და იმის მასალაზე ანუ ჩვენი.
29
მოთხრობები #3 - გურამ დოჩანაშვილი
ავტორი: გურამ დოჩანაშვილი    წიგნში შესულია მოთხრობები: მერომელიღაზე მიხეი, და სხვანიც კიდევ ორ-ორნი; დედინაცვალი; რასაც სხვა ვერ იზამდა; ორნი აქა,იქა; ჩვეული ბედნიერებანი; დაეძებდა; ძმისავ.
29
მოთხრობები / პოემები / ლექსები
ავტორი: ილია ჭავჭავაძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია: კაცია - ადამიანი?!; მგზავრის წერილები; გლახის ნაამბობი; ოთარაანთ ქვრივი; სარჩობელაზედ; ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი; ამბავად გაგონილნი; აჩრდილი; ქართვლის დედა; რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან; მეფე დიმიტრი თავდადებული; განდეგილი
18
მოთხრობები ლიტერატურაზე
ავტორი: ლევან ბრეგაძე   ეს წიგნი მოგვითხრობს მოთხრობებზე, ნოველებზე, რომანებზე, ლექსებზე; მათი ავტორების მწერლურ ოსტატობაზე; მხატვრული ტექსტების, მხატვრული შემოქმედების თავისებურებათა შესახებ… დიახაც, მოთხრობაზეც შეიძლება დაიწეროს მოთხრობა, რომანზეც, ლექსზეც, ესეისტურ თხზულებაზეც…
15.9
მოთხრობები სიყვარულზე
ავტორი: რევაზ ინანიშვილი  სულაკაურის გამომცემლობა „მოთხრობები სიყვარულზე” აერთიანებს ნაწარმოებებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, თუმცა წიგნში ერმანეთს სევდიანი და კიდევ უფრო სევდიანი ამბები ენაცვლება და ამ თითქოს თვალით ხილულ სევდაში, უღიმღამო დღეების ფონზე, შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს ოდესღაც განცდილი, ხან გამხელილი, ხანაც გაუმხელელი, მაგრამ ვერდავიწყებული სიყვარული.  
12.9
მოთხრობები ტ1 დავით კლდიაშვილი
ავტორი:დავით კლდიაშვილი
25
მოთხრობები ქალებზე
ავტორი: რევაზ ინანიშვილი გამოომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
12.9
მოთხრობები ქართლიდან
ავტორი:  რევაზ-გიორგი არველაძე წიგნის ენა: ქართული-ინგლისური
17.95
მოთხრობები წერილები ჩანაწერები
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
25
მოთხრობები- ფიოდორ დოსტოევსკი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: ზურაბ კიკნაძე; თენგიზ ჩხაიძე; პაატა ჩხეიძე   "ორეული","თეთრი ღამეები","მარადი ქმარი" და "თვინიერი"- 4 "პატარა" შედევრი ფიოდორ დოსტოევსკის უმდიდრეი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.პიროვნების გაორება,ჭიდილი საკუთარ მანკიერებებთან თუ დაუნდობელ ცხოვრებასთან,სასტიკ რეალობაში ლამის წმინდანის დარი უმწიკვლოების შენარჩუნებისა თუ სიქველეთა გამოჩენის საოცარი უნარი,სიყვარულის ძალა,რომელიც ზოგჯერ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს - ეს თემები და პრობლემები რუსი კლასიკოსის ნაწარმოებებში მისთვის ჩვეული ღრმა ფსიქოლოგიური კვლევის მეშვეობითაა გადმოცემული.  
14.95
მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო
ასაკი: 6+ 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი 32-გვერდიანი წიგნი ყუთში პატარებს დახვდებათ 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი, რომლითაც  საქართველოს რუკა უნდა ააწყონ და იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში. ილუსტრირებული ფაზლის აწყობისას ბავშვები გაიგებენ, რომელი ქალაქი საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს და უკეთ გაიცნობენ საქართველოს მხარეებს. წიგნის დახმარებით კი,  ბევრ საინტერესო ფაქტს შეიტყობენ ქართული წეს-ჩვეულებებისა და  ისტორიის შესახებ .  სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
44.9
მოიარე, შეიცანი და შეისწავლე დედამიწა
ასაკი: 6+ აქტივობები: წიგნი 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი ასაწყობი დასადგმელი ფიგურები ამ შთამბეჭდავი ფაზლისა და დამხმარე წიგნის საშუალებით თქვენი პატარები აღმოაჩენენ ჩვენს პლანეტაზე არსებულ საოცრებებს; გაიგებენ, რომელია დედამიწის უმაღლესი მთა და ყველაზე წყალუხვი მდინარე, სად მდებარეობს ანგკორ-ვატის ტაძარი, ვინ ააგო ეიფელის კოშკი და რა არის მოაი; გაიცნობებენ უცნაურ ცხოველებსა და ფრინველებს.   სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
44.9
მოკალი ევა
ავტორი: ლუკ ჯენინგსი  მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: TOP თრილერი გამომცემლობა: პალიტრა L თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.  
13.95
მოკალი ევა
ავტორი: ლუკ ჯენინგსი  მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: TOP თრილერი გამომცემლობა: პალიტრა L თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.
13.95
სიახლე
მოკლე კატოს თავგადასავალი
ავტორი: ზიარა არსენიშვილი მოკლე კატო დიდ ქალაქში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში დადის და, როგორც ბავშვების უმრავლესობას, ნაყინი და ლიმონათი უყვარს.  ნაყინი რომ არ ჰყვარებოდა, ალბათ ეს საოცარი თავგადასავალიც არ გადახდებოდა თავს. მამაცი კატო უკვდავების წყაროს საძებნელად ცხრა მთასა და ბარს გადაივლის და ვის აღარ შეხვდება: მზეთუნახავ კისკისას, კატა შავრასა და თაგუნა თიკოს, მეტმეცნიერს, ბერ ქედანსა და ყვავ ობოლას…  შემდეგ ოქროს  ვერძი ცაშიც კი ააფრენს…
15.9
მოლალის უსტარნი
ავტორი: კლაივ  სრეიპლზ  ლუისი თარგმანი: ირაკლი ბერიძე   ინგლისელი მწერლის კლაივ სტეიპლზ ლუისის „მოლალის უსტარნი“ წარმოადგენს ეპისტოლარული ჟანრის მარგალიტს,რომელშიც მაღალი იერარქიის ეშმაკი (მოლალე) ადამიანის სულის წარწყმედის ხელოვნებაში მოძღვრავს ახალბედა ჭინკას (მაწაკა).ამ,ერთი შეხედვით,მარტივი მიმოწერისა და რჩევა-დარიგებების მიღმა,ლუისის გამორჩეული იუმორით და ღრმა საღვთისმეტყველო ცოდნით,წარმოჩენილია ადამიანის გზა ცხონებისკენ,განსაკუთრებით კი ამ გზაზე ბოროტი ძალების მიერ თუ თავად ადამიანის დაცემული ბუნებისა და უდიერების მიზეზით არსებული მახეები .
40
მოლი ანუ თითქმის დაუჯერებელი ამბავი (9-10 წელი)
ავტორი: გია პაპუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მოლი შოტლანდიური სეტერია, რომელიც თბილისის გარეუბანში მცხოვრებ ერთ კეთილ ოჯახს შეეკედლება. გიორგი პაპა და მისი გულისხმიერი შვილიშვილები ძაღლს დიდი სიყვარულით მიიღებენ და მასთან ერთად არაერთი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ: გაიცნობენ მოლის მეგობარ მაწანწალა ძაღლებს და საიდუმლოებით მოცულ „ძია ბობის“; გაემგზავრებიან შირაქში, სადაც თავიანთი თვალით ნახავენ მწყემსებისა და მათი ერთგული მეცხვარე ძაღლების ყოფას…  გიორგი პაპა ცდილობს, გამოიცნოს, როგორ მოხვდა შოტლანდიური სეტერი ქუჩაში და რატომ აირჩია მაინცდამაინც მისი დიდი ოჯახი. მოლის წარსული ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ერთი თითქმის დაუჯერებელი ამბავი…  მაშ, ასე, ყური დაუგდეთ ცხოველებს, რადგან ამ წიგნში ისინიც ლაპარაკობენ  
8.9