santaesperanza
ოდისეა
ავტორი:ჰომეროსი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ     ბრმა ბერძენი გენიოსის, ჰომეროსის ეს შესანიშნავი პოემა კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ ამბავს, მთავარ სიუჟეტს წარმოადგენს-ღმერთების რისხვა, ომი და გრძელზე გრძელი, სირთულეებით აღსავსე გზა შინისაკენ, მშობლიური ითაკისკენ, სადაც ოდისევსს ყველაზე ერთგული და ლამაზი ცოლი, პენელოპე ელოდება...  
16.95
ოდისეა
ავტორი: ჰომეროსი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
19.95
ოდისევსის სინდრომი
ავტორი: ნანი მანველიშვილი   სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 გამომცემლობა: პალიტრა L
12.95
ოზის ჯადოქარი (7-9) წელი
ავტორი: ფრენკ ბაუმი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა პატარა გოგონას, დოროთის სახლს ქარბორბალა აიტაცებს და უცხო ქვეყანაში გადაისვრის. შინისკენ მიმავალ გზაზე დოროთი უჭკუო საფრთხობელას, უგულო რკინის კაც ტყეკაფიასა და მხდალ ლომს დაუმეგობრდება და ოთხივე ერთად გადაწყვეტს ჯადოქარი ოზის მოძებნას. იმოგზაურე მათთან ერთად და უამრავი უცნაური არსებაც გაიცანი: ჭიშკრის მცველი, ფრთოსანი მაიმუნები, უხელო თავჩაქუჩა კაცუნები; დაათვალიერე ზურმუხტ ქალაქი.
8.9
ოთარ ჩხეიძე - 100 ამბავი #43
სერია: თან საკითხავი ამ წიგნში ოთარ ჩხეიძის უკომპრომისო ცხოვრებისა და შემოქმედების ამბავია მოთხრობილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდანვე ლიტერატურულ წრეებშიც და ფართო მკითხველთა შორისაც დიდ მწერლად და მოუთვინიერებელ პატრიოტად იყო მიჩნეული – იქნებ სწორედ ამიტომაც – მისმა მასშტაბურმა აღიარებამ დიდი ხნით დაიგვიანა. დრამატული ცხოვრების კვალდაკვალ შექმნილ მრავალფეროვან შემოქმედებას (რომანების ციკლი „მატიანე ქართლისა“, ნოველები, დრამატურგია, ლიტერატურული წერილები და პორტრეტები, პუბლიცისტიკა, პოლიტიკური წერილები) ოთარ ჩხეიძე თავისივე ურყევი პრინციპით ამთლიანებდა სამწერლო, საზოგადოებრივ და პედაგოგიურ ასპარეზზე: „დროზე მაშინ ითქმის, როცა გიკრძალავენ“. ამბავს ამბავი არ ეზედმეტებაო, – ამბობდა ოთარ ჩხეიძე და ჩვენ წინაშეა 100 თანსაკითხავი ამბავი როგორც ერთი მართალი კაცის, ისე იმ ხალხისაც, ვინც მონობიდან თავისუფლებაზე გაღწევისა იწამა, რადგან ოთარ ჩხეიძის თქმისა არ იყოს, „ის გადარჩება, ვისაც ძალა შესწევს ურჩობისა“.
11.95
ოთარ ჭილაძე - 65 ამბავი #32
სერია: თან საკითხავი წიგნი შეადგინეს მანანა ჯანელიძემ და სალომე ნიკოლეიშვილმა.  გამოცემაში შესული ამბების ავტორები:  ვახტანგ ჯავახაძე, თამაზ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ტარიელ ჭანტურია, მაკა ჯოხაძე, ლევან ბრეგაძე, მანანა კვაჭანტირაძე, ემზარ კვიტაიშვილი, ლალი ავალიანი, ზურაბ კიკნაძე, ირაკლი სამსონაძე, დონალდ რეიფილდი, შუქია აფრიდონიძე, გიგი სულაკაური, ქეთევან შენგელია, ლაშა თაბუკაშვილი, აკა მორჩილაძე, ივანე ამირხანაშვილი, ცისანა გენძეხაძე, ბესო ხვედელიძე, არჩილ ქიქოძე, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, ზვიად კვარაცხელია, ვახტანგ ღლონტი, თამარ შაიშმელაშვილი, ფარნა-ბექა ჭილაძე, რაულ ჩილაჩავა, ლელა ჯიყაშვილი, ია სულაბერიძე. „მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს...“ – 1968 წელს დაწერილ ლექსში ოთარ ჭილაძემ თავისი იმწუთიერი შეგრძნებაც აღწერა და თითქოს ის მომავალიც განჭვრიტა, რაც მას, როგორც მწერალს და კაცს უნდა გაევლო. ოთარ ჭილაძის შესახებ მოთხრობილი ეს ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „აველუმის“ ავტორის არსებაში ერთდროულად ცხოვრობდა „სიყვარულის იმპერიის“ შემქნელი ოდისევსიც დაასკეტიც, რომელსაც ყოველდღიურად, თხუთმეტი საათი შეეძლო ემუშავა, თვეების განმავლობაში. ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, მეხის გავარდნასავით გაჩენილი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება. 
11.9
ოთახი
ავტორი: ემა დონაჰიუ სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: ტაო ჭელიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
15.9
ოთახი ხედით
ავტორი: ედუარდ მორგან ფორსტერი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ნინო მიქაშავიძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
23.9
ოთხი ქარი
ავტორი: კრისტინ ჰანა   მთარგმნელი: ლადო გიგაია ამერიკელი მწერალი კრისტინ ჰანა ოცზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორისაა ისტორიული რომანი „ბულბული”, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და საერთაშორისო ბესტსელერადაც იქცა. „ოთხი ქარი” 2021 წელს გამოქვეყნდა, მალევე გახდა The New York Times-ისა და The Wall Street Journal-ის ბესტსელერი და წლის საუკეთესო წიგნადაც დასახელდა. ტეხასი, 1934 წელი. დიდი დეპრესიის ყველაზე ბნელი და სასტიკი პერიოდი დგება _ ფერმერები თავიანთი მიწისა და სარჩოს შესანარჩუნებლად ებრძვიან გვალვასა და ქარიშხლებს. სწორედ ამ დროს უწევს ელსა მარტინელის მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება: იბრძოლოს საყვარელი მიწისთვის თუ დასავლეთით, კალიფორნიაში გაეშუროს უკეთესი ცხოვრების საძებნელად. „ოთხი ქარი” ამერიკისა და ამერიკული ოცნების შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ამბავი ბრძოლასა და თავგანწირვაზე, იმედსა და სიცოცხლეზე; ამბავი ქალისა, რომლის სიმამაცემაც მომავალ თაობებზე წარუშლელი კვალი დატოვა და რომელმაც იცოდა, რომ მხოლოდ სიყვარული გადარჩება.
16.9
ოკეანე - წიგნი მოძრავი ნახატებით
დელფინი რომ ძუძუმწოვარი არსებაა, ალბათ, გეცოდინება, მაგრამ იცოდი, რომ ზოგი ზვიგენი ხელის გულზე ეტევა? მარჯანი რომ ცოცხალი არსებაა, ეს თუ იცოდი? ამ წიგნს თუ გადაშლი, მსოფლიო ოკეანეებში შეცურავ და იქ დამალულ უამრავ საიდუმლოს აღმოაჩენ. წყლის ბინადრებთან ერთად შეიტყობ მსოფლიო ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილის შესახებ. იმასაც კი გაიგებ, რა ხდებოდა ოკეანეში მაშინ, როცა ხმელეთზე ჯერ კიდევ დინოზავრები დადიოდნენ.
27.95
ოკეანე ქუჩის ბოლოს
ავტორი: ნილ გეიმანი         თქვენ წინაშეა ინგლისური ლიტერატურული ტრადიციების შესანიშნავი გამგრძელებლისა და, იმავდროულად, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწერლის, ნილ გეიმანის ახალი რომანი „ოკეანე ქუჩის ბოლოს“. წიგნის გმირი შვიდი წლის ბიჭუნაა, რომელსაც სახელიც კი არა აქვს. კითხულობ და ფიქრობ, ვინ შეიძლება იყოს ის: ალბათ ეს თავად გეიმანია, მის ცნობიერებაში ღრმად ჩაძირული ბავშვური შიში და ტკივილი, მისი სამყაროს ორი მთვარე, ჯადოქრის მომზადებული მსხლის უგემრიელესი დესერტი, იმ მიწის მაგია, რომელზეც ბიჭობაში ცხოვრობდა; მაგრამ თანდათან ხვდები, რომ ეს შენა ხარ, თავად შენ, მაშინდელიც და ახლანდელიც, რომ იმ ბავშვს არასოდეს მიუტოვებიხარ, შენ ის, უბრალოდ, დაივიწყე. თუმცა, ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ ერთ დღესაც მანქანის საჭეს მიუჯდები და შეუმჩნევლად მიადგები შენი ბავშვობის შარაგზას, ბოლომდე გაივლი მას და მიხვდები, ადამიანი კუნძული არ არის, ის ნაწილია ხმელეთის, რომელიც ყოველი მხრიდან ოკეანეს გარემოუცავს, შენ ხარ ოკეანეში და ოკეანე შენშია, და ამ ოკეანეში არის ყველაფერი, ყველა ფერი.
11.9
სიახლე
ოკეანეში
დგაფუნი! წრიპინი! ტკაცუნი! ეს ხმაურიანი, ფაქტებით სავსე წიგნი გასწავლით ყველაფერს ცხოველთა ხმების შესახებ. გეძლევათ ოკეანის არსებების გაცნობის საოცარი შესაძლებლობა, რაშიც 10 განსხვავებული ხმა და ჩანართები დაგეხმარებათ.
34.95
ოკრიბის ღმერთი
ავტორი: სოფიო კუბლაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი
14.95
ოკრო-ბოკრო
ავტორი: მაკა მიქელაძე   ამ კრებულში თავმოყრილია ქართველი მწერლის, მაკა მიქელაძის საბავშვო ლექსები და მოთხრობები, რომლებიც სპეციალურად თქვენი პატარებისთვის ყველასთვის საყვარელმა მხატვარმა, ნინო ჩაკვეტაძემ დაასურათა. გააცანით ბავშვებს ამ სახალისო წიგნის მხიარული პერსონაჟები და ამოგზაურეთ ფერად-ფერადი ოცნებებისა და თავგადასავლების სამყაროში.
14.9
ოლგა
ავტორი: ბერნჰარდ შლინკი მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა მსოფლიო ბესტსელერის – „წამკითხველის“ ავტორის ბერნჰარდ შლინკის ახალი რომანი „ოლგა“ დიდი სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. წარჩინებული გვარის წარმომადგენელი ჰერბერტი და ობოლი, უბრალო ოჯახის შვილი ოლგა, მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, ცდილობდნენ ერთმანეთის ერთგულნი დარჩნენ, თუმცა, მათ სიყვარულს ბევრი გამოცდა ელის. ორიგინალური ფორმით დაწერილ რომანს ფონად გასდევს მე-20 საუკუნის ყველა გარდამტეხი მოვლენა, სადაც კი გერმანიის ძლევამოსილებისკენ სწრაფვის გამოვლინება საბედისწერო გამხდარა კაცობრიობისთვის.
19.95
ომერტა
  ავტორი: მარიო პიუზო მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე სერია: იკითხე კლასიკა   ეს ამბავი მრავალი წლის წინ  სიცილიაში დაიწყო. არავინ იცოდა, რატომ იშვილა რაიმონდე აპრილემ, უკანასკნელმა დიდმა ამერიკელმა დონმა, ასტორე ვაიოლა; ვერავინ ხვდებოდა, რატომ წვრთნიდა და რისთვის ამზადებდა მას. მაშინ, როცა დონის  შვილები ამერიკაში წარმატებულ კარიერაზე ფიქრობდნენ, ასტორე ვაიოლა თავის დროს ელოდა.
12.95
ომის ლექსიკონი
ავტორი: ოსტაპ სლივინსკი   როდესაც ომი იწყება, სიტყვები ზედმეტი ხდება – მოქმედებაა საჭირო. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ სიტყვებიც შეიცვალა, დაიშალა, ახალი მნიშვნელობა და ჟღერადობა შეიძინა. #словниквійни მოსმენილი და განცდილი ისტორიების ფრაგმენტებით დაიწყო და გახდა გზა მძიმე დანაკარგებისა და შეუქცევადობის, ტკივილისა და გამარჯვების რწმენის აღსაბეჭდად.   ოსტაპ სლივინსკიმ გულმოდგინედ შეაგროვა დოკუმენტური მასალა და ახალი ფორმა მისცა მას. იმ ადამიანთა შორის, ვისი ხმაც ისმის „ომის ლექსიკონში“, არიან ისინი, ვინც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და გაურკვევლობის წყვდიადში გადასულიყვნენ; მოხალისეები და მედიკოსები; ჯარისკაცები;  სამოქალაქო აქტივისტები და ხელოვანები – ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, მაგრამ საერთო განცდებით და ერთი სულისკვეთებით გაერთიანებული ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც ომმა შეცვალა.   წიგნი გაფორმებულია კატერინა ჰორდიენკოს ილუსტრაციებით. უკრაინულიდან თარგმნა თამთა გუგუშვილმა   წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით.
29.95
ომის მეტაფიზიკა
ავტორი: იულიუს ევოლა მთარგმნელი: დავით ცომაია ნაწარმოებში არსებითი აქცენტი გაკეთებულია შინაგან ომზე, სულიერ ბრძოლაზე, რომელიც ადამიანის, როგორც სრულფასოვანი პიროვნების, შიგნით თავისებურად და ინდივიდუალურად მიმდინარეობს. ამავდროულად, ქრისტიანული (კათოლიკური), სკანდინავიური, ისლამური და ჰინდური სამყაროს ჭრილიდან წარმოდგენილია ბრძოლის სხვადასხვაგვარი გამოვლინებები, მიზეზები და შედეგები. ავტორი ღრმა ფსიქიკური წიაღსვლების დახმარებით ასინთეზირებს გარეგანი და შინაგანი ომის პრინციპებსა თუ გარემო-ვითარებებს. იგი გვიჩვენებს გარეგნული ფაქტორების არსსა და გულს – შინაგან ფაქტორებს, რომლებიც ერთი შეხედვითა და ზედაპირული შეფასებებით ცხადად როდი ავლენს თავს. ავტორი ომის გარეგნულ მხარესთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს არა თავად ამ თვალით სახილველ მოცემულობებზე, არამედ უკანასკნელის გამოყენებითა და წყალობით – ღრმა შინაგან, სულიერ ასპექტებზე. საერთო ჯამში, ავტორმა მოახერხა და წიგნში თვალნათლივ წარმოაჩინა ნებისმიერი სახის ბრძოლისა და, ზოგადად, ომის გამოხატულებების მეტაფიზიკური მხარე, რითაც გადაარჩინა და გაამართლა ხსენებული სფეროს გარე გამოვლინებები, რომლებიც შესაძლოა, ერთი შეხედვით, ყოველგვარი სულიერებისა და ღრმა შინაარსისაგან დაცლილ მოცემულობად მოეჩვენოს ადამიანს.
24
ომის წილი სინათლე
ავტორი: მაიკლ ონდააჩი მთარგმნელ(ებ)ი   გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე სერიის დასახელება ET CETERA   გამორჩეული კანადელი მწერლის, მაიკლ ონდააჩის რომანი „ომის წილი სინათლე“ (2018) იმ წლებზე მოგვითხრობს, რომლებიც მთავარმა გმირმა, ნათანიელმა, სიმართლის ძიებაში გაატარა. 1945 წლის ზაფხულში ლონდონში ორ მოზარდს მშობლებმა აცნობეს, რომ სამუშაოდ სინგაპურში მიდიოდნენ, მათ წაყვანას კი არ აპირებდნენ.     ცოტა ხანში ორივეს კვალი გაქრა და თავგზააბნეული და-ძმისთვის სამყარო კიდევ უფრო იდუმალი გახდა. რა იცოდნენ მშობლებზე? როგორ უნდა ეცხოვრათ იმ უცნობების გარემოცვაში, რომლებიც მფარველებად და გზის მაჩვენებლებად გამოეცხადნენ? წლების შემდეგ ნათანიელს გამბედაობა ჰყოფნის იმისათვის, რომ წარსულის ბნელ წყალში ღრმად ჩაყვინთოს და შორეული სიმართლის მკრთალი შუქიც იხილოს.
17.95
ომისდროინდელი სიცრუეები
ავტორი: ლუის ბეგლი ბავშვების ნაამბობს, რომლებიც საშინელ დევნასა და სისასტიკეს გადაურჩნენ, უდიდესი ძალა აქვს. მათ სიტყვებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია – ფაქტები თავად მეტყველებენ ყველაფერზე. ასეთია პატარა მაცეკის ამბავიც ლუის ბეგლის შესანიშნავ რომანში „ომისდროინდელი სიცრუეები“. ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მცხოვრები ებრაელი ბიჭის ნაძალადევი ღიმილის უკან ბევრი რამ იმალება – საკუთარი დაუმარცხებლობის რწმენით შეპყრობილი გერმანელი ოფიცრები, ვარშავის გეტოს დაბომბვის საშინელი სურათი, უკრაინელ სადამსჯელო რაზმელთა სისასტიკე... მაგრამ მაცეკი თავის ისტორიას მაშინ გვიყვება, როცა უკვე ზრდასრული მამაკაცია, რომელიც მრავალი წელი ცდილობდა ბავშვობის დავიწყებას, ახლა კი თვალს გაუსწორებს იმ სულიერ იარებს, არასდროს რომ არ მოუშუშდება. მისი თავშესაფარი და ნუგეში კლასიკური ლიტერატურაა – „ენეიდა“ და დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, მისი „ჯოჯოხეთი“. წაკითხულს მაცეკი მახვილგონივრულ, მაგრამ სარკასტულ ინტერპრეტაციას უძებნის – მისთვის დანტეს ვერგილიუსი „ტექნიკური კვალიფიკაციის მქონე ებრაელს ჰგავს, რაიხისთვის აუცილებლად საჭიროს“ და მაინც, ის გამუდმებით იტანჯება, რადგან „კაცს, რომელსაც სევდიანი თვალები აქვს, სჯერა, რომ რაღაც სამუდამოდ შეიცვალა მასში ისე, როგორც ნაცემ ძაღლში, და ღმერთები ამას ვერ განკურნავენ“.
9.95
ომობანა
ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი   "ბასა ჯანიკაშვილის რომან ""ომობანას"" 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომი გასდევს მთავარ თემად. სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, სოფელში დასასვენებლად წასული ერთი ჩვეულებრივი ოჯახიც ფრონტის ხაზს ემსგავსება, სადაც ომს ცოლ–ქმარი – ვერა კეკელიძე და გურამ დარჩია წარმართავენ. მათი შვილი ნასროლი კენჭით რუსულ ავიაგამანადგურებლებს აფეთქებს, ხოლო ჩამოცვენილ რუს მფრინავებს ოჯახი დახვრეტას უპირებს, თუმცა მანამდე ქართული სტუმართმოყვარეობითა და გულთბილი მასპინძლობით აკვირვებს. რომანის სიუჟეტში ხშირად იშლება ზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. მკითხველი თავად აირჩევს, რომანის პერსონაჟები კონფლიქტის ნამდვილი მონაწილეები გახდებიან თუ – კომპიუტერული თამაშის გმირები."
6
ომს - მშვიდობა
ავტორი: ბესო ხვედელიძე   ,,აფხაზეთის ომში კალმით ხელში ვარ ნამყოფი და კრებულსაც ერთ-ერთი მოთხრობის სათაური დაერქვა - ,,ომს - მშვიდობა“ ბესო ხვედელიძე მოთხრობების ახალ კრებულს თავის გარდაცვლილ მეგობარს, ირმა კახურაშვილს უძღვნის. წიგნში შესული ექვსივე მოთხრობა საუკეთესო მეგობრების გახსენებაა.
21
ომს არ აქვს ქალის სახე
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩის   რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ   ომს არ აქვს ქალი სახე სვეტლანა ალექსიევიჩის პირველი წიგნია. ავტორი რამდენიმე წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ასობით ქალს გაესაუბრა და XX საუკუნის ამ უდიდესი ტრაგედიის მომსწრეთა ცოცხალი მონათხრობი დაგვიტოვა.   ჩვენ წინაშე იშლება ვეტერან მამაკაცთა ხედვისაგან სრულიად განსხვავებული, საბჭოური პათოსისაგან თავისუფალი, შეულამაზებელი სურათები ქალის თვალით დანახული და უფაქიზეს დეტალებში განცდილი ომისა, სადაც ყველაფერია – სულმდაბლობაც, ჭუჭყიც, მაგრამ დიდი ჭეშმარიტი გმირობაც და სისხლითა და ცრემლით გამოსყიდული გამარჯვებაც, რომელსაც საუკუნეები ვერ წაშლის. წიგნში შეგროვებული მასალები ომზე საბჭოური ლიტერტურის კლიშეებს ვერ ერგებოდა, ამიტომაც 1983 წელს დაწერილი წიგნი 1985 წელს კუპიურებით გამოიცა, სრული სახით კი მხოლოდ ბოლო წლების გამოცემებში შევიდა.
18
ომში, როგორც ომში
ავტორი: მამუკა ხერხეულიძე   მამუკა ხერხეულიძის ლიტერატურული ტექსტები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, გამოცემულია კრებულიც – „კავკასიური ქრონიკა“. „ომში, როგორც ომში“ მისი პირველი წიგნია, რომელშიც მოთხრობებთან ერთად პუბლიცისტური ესეებიც შევიდა. ამ წიგნში მოთხრობილი ამბები XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისში ხდება. საქართველოს უახლესი ისტორია, პრობლემები, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას და უცხო არავისთვისაა, შეულამაზებლად არის აღწერილი. ავტორი არც მწვავე შეფასებებსა და დასკვნებს ერიდება; ომში ისე იქცევიან, როგორც ომში, ანუ – ბრძოლა გრძელდება.
7.9