santaesperanza

თან საკითხავი

აკაკი - 180 ამბავი #46
ავტორ-შემდგენელი: ჯული გაბოძე სერია: თან საკითხავი „საქართველოში ალბათ ბევრ შემოქმედს არ რგებია ხალხის ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს. 180 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. აქ წარმოდგენილი ამბების რაოდენობაც შესაბამისად ამ საიუბილეო თარიღმა განაპირობა. ამბები პირობითად დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, პანორამულად გადაავლოს თვალი მგოსნის ცხოვრებას. ამბები ძირითადად ემყარება ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს აკაკი წერეთლის შესახებ გამოქვეყნებულ მოგონებებსა და წერილებს, მის ნაკვესებს. მწერლის თხზულებების ახალი აკადემიური ოცტომეულის მზადებისას აკაკის შემოქმედების არაერთი სიახლე და მისი ცხოვრების უცნობი დეტალი გამოვლინდა, რომელთაგან ზოგი ამბად ვაქციეთ და ისე შევთავაზეთ მკითხველს.“  წიგნის ავტორ-შემდგენლის – ჯული გაბოძის ბოლოსიტყვაობიდან
15
გურია -150 ამბავი #28
ავტორი: ირაკლი მახარაძე სერია: თან საკითხავი წიგნში მოთხრობილია ნაირგვარი ამბები გურულების ყოფასა და ზნე-ჩვეულებებზე. იმედია, მკითხველი ინტერესით გაეცნობა ბევრ ახალ და უცნობ ინფორმაციას საქართველოს ამ გამორჩეული კუთხისა და მისი მცხოვრებლების შესახებ.
15
შეთქმულება 1942 - 77 ამბავი #57
ავტორი: როსტომ ჩხეიძე სერია: თან საკითხავი „ვარ უმტკიცესი რვალისა“ – ამ მოწოდებით გაერთიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა და სულ სხვა ბრძოლა წამოიწყო. 1942 წლის შეთქმულება – ერთ-ერთი დრამატული და მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მომავლის პერსპექტივა სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა და რაც მთავარია, ამ პერსპექტივას, როგორც იდეას, სამშობლოს სიყვარულით ანთებული, ინტელექტუალი და კეთილშობილი ახალგაზრდები შეეწირნენ. ამ შეთქმულების ისტორიას, ისევე, როგორც მის მონაწილეთა ბიოგრაფიებს, წლების მანძილზე ჩქმალავდნენ, გაურბოდნენ და ამახინჯებდნენ. როსტომ ჩხეიძის წიგნში მკითხველის წინაშე იშლება ფაქტებისა და პიროვნებათა მოზაიკა, სულისშემძვრელი და ბევრისთვის აქამდე უცნობი ნიუანსებით, ტრაგიკული ბედისწერის პარადოქსებით და გმირობის შთამბეჭდავი მაგალითებით...
15.95
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 100 ამბავი #49
შემდგენელი: მაია ცერცვაძე სერია: თან საკითხავი ამ წიგნში თავმოყრილია უმთავრესად ის „ამბები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველმკვლევრებმა რომ მოიძიეს, ჩაიწერეს, გამოაქვეყნეს და შემდგომი კრიტიკული შესწავლისათვის დაგვიტოვეს. დიდი ჯაფა ადგათ მათ, რადგან მარცვალ-მარცვალ უნდა ეგროვებინათ ცნობები უდროოდ და უსახელოდ გამქრალი პოეტის ჯერ კიდევ ცოცხალ თანამედროვეებსა თუ მათ შთამომავლებთან – ასე შეაკოწიწეს მისი ბიოგრაფია. ეს არის უნიკალური და მეტად ღირებული მასალა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საკვლევად – ამონარიდები მემუარებიდან, დღიურებიდან, პირადი წერილებიდან... ისინი გვაცნობს რომანტიკოსი პოეტის გარეგნობას, ხასიათს, ოჯახურ გარემოს, სანაცნობო წრეს, ინტერესებს, მსოფლაღქმას, სულიერ დრამას... გაცოცხლებულია მისი ცხოვრების ფრაგმენტები ბავშვობიდან გარდაცვალებამდე, საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ეპიზოდები...
15.95
ქართველი დრამატურგები - 100 ამბავი #48
ავტორ-შემდგენელი: ნინო თოდუა სერია: თან საკითხავი წიგნში თავმოყრილი ამბები ქართველი დრამატურგებისა და მათი თუ ნათარგმნი პიესების შესახებ არაერთ ინფორმაციას აერთიანებს. კრებულში ბევრ ისეთ ავტორს გაეცნობით, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად, ან სულაც, უცნობია. ინფორმაციები ამოკრებილია მემუარებიდან, ნარკვევებიდან, პუბლიკაციებიდან და საგაზეთო თუ სატელევიზიო ინტერვიუებიდან. რამდენიმე თანამედროვე დრამატურგმა, ამ კრებულისათვის, თავად დაწერა მოგონებები საკუთარი ცხოვრებიდან. კრებულის წაკითხვის შემდეგ მკითხველი ნათლად დაინახავს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ეროვნულ დრამატურგიასა და თეატრს ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: გიორგი ერისთავი, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, დავით კლდიაშვილი და სხვანი. „ამბები“ დალაგებულია ქრონოლოგიურად, რათა მკითხველმა ცხადად დაინახოს ის გზა, რომელიც ქართულმა დრამატურგიამ დღემდე გამოიარა.
15.95
გერბები - 101 ამბავი #51
ავტორ-შემდგენელი: თორნიკე ასათიანი სერია: თან საკითხავი ჰერალდიკა ანუ გერბთმცოდნეობა, შუა საუკუნეების რაინდული რომანტიკული სამყაროს განუყრელი ნაწილი და საისტორიო მეცნიერების დამხმარე დისციპლინა, ევროპასთან მოხშირებული კონტაქტის პარალელურად, საკმაოდ ფართოდ გავრცელდა საქართველოში. თუმცა შემდეგ დაუმსახურებლად იყო ტაბუირებული კომუნისტური რეჟიმის ბატონობის ხანაში. თვით გერბის არსი მდგომარეობს ფაქტების, ლეგენდების, მოვლენების პირდაპირ თუ ირიბ ხატოვან გადმოცემაში. ყოველი გერბი რაიმე ისტორიას შეიცავს.  რატომ 101 ამბავი? ციფრი 0 ოვალურ ჰერალდიკურ ფარად წარმოვიდგინეთ, აქეთ-იქითა ერთიანები კი – ე. წ. ფარისმტვრითველებად. ასე რომ, როგორც გერბები მოიცავს ხოლმე ერთგვარად დაშიფრულ ამბებს, ისე 101-იც ალეგორიულად გამოხატავს ჰერალდიკურ კომპოზიციას.
15.95
რუსეთ საქართველოს ომი - 100 ამბავი #55
ავტორი: დიმიტრი სილაქაძე სერია: თან საკითხავი 100 წლის წინ საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. ომი ხუთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და საქართველოს ოკუპაციით დასრულდა. განცდილმა მარცხმა საქართველო 70-წლიან საბჭოთა ექსპერიმენტში ჩაითრია, რომლის შედეგებისგან ქართული საზოგადოება ბოლომდე ჯერაც არ გათავისუფლებულა. საბჭოთა პროპაგანდა მომხდარს ოკუპაციას არ უწოდებდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს წითელარმიელები საქართველოს მოსახლეობას არასასურველი რეჟიმის დამხობაში დაეხმარნენ. ომს 70 წლის განმავლობაში ადამიანების მეხსიერებიდან განგებ აქრობდნენ და ყოველ 25 თებერვალს საქართველოს მოსახლეობას „გასაბჭოებას“ აზეიმებდნენ. ამ წიგნით მოგიყვებით რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების, საგმირო ეპიზოდების, წარმატებული სამხედრო ოპერაციების, მძიმე შეცდომებისა თუ უბრალო ადამიანური ამბების შესახებ.
16.9
გალაკტიონი - 200 ამბავი #37
შემდგენელი: ნათია სიხარულიძე სერია: თან საკითხავი გალაკტიონი მხოლოდ გენიალური პოეტი, ქართული პოეზიის უდიდესი რეფორმატორი როდი იყო. ზნეობისაგან განძარცვულ, პრაგმატიზმით სნეულ საუკუნეში მან დაამტკიცა, რომ შეიძლებოდა იდეალებით და იდეალისთვის არსებობა.გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მის შესახებ არსებულ მოგონებებსა და გადმოცემებში რთულია გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის, თუმცა ეს გამონაგონიც საინტერესოა, რადგან ცხადყოფს ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულს.
16.95
ძველი ტფილისი - 50 ამბავი #45
ავტორი: ალექსანდრე ელისაშვილი სერია:  თან საკითხავი თბილისის ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება. მე ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს, ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ. ამ წიგნში თბილისის 50 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის, მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის.
16.95
ალექსანდრე ორბელიანი - 150 ამბავი #52
ავტორი: როსტომ ჩხეიძე სერია: თან საკითხავი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ორსაუკუნოვან ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად გვევლინება ალექსანდრე ორბელიანი. მისი სახელი 1832 წლის შეთქმულებას უკავშირდება. სწორედ ის იყო შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ისევე, როგორც თავის ეპოქაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთების გამღვივებელი და სიკვდილამდე ამ იდეის ერთგული. 150 ამბავში ცოცხლდება მე-19 საუკუნის დრამატული ისტორია – პერსონაჟებით, იმედითა და უიმედობით, ღალატითა და თავგანწირვით. ცოცხლდება ტრაგიკული გმირის სახე, რომელიც ფატალური ცხოვრებით, დაუცხრომელი ბრძოლის ჟინით და ღირსებით ძალიან ჰგავს თავისივე ქვეყანას. ეს ქვეყანა დღემდე იბრძვის რუსული იმპერიის წინააღმდეგ და ამ ხანგრძლივ ბრძოლაში გამოჩენილ გმირთა დავიწყება დამარცხებასაც ნიშნავს.
17.9
ქისტები - 100 ამბავი #47
ავტორ-შემდგენელი ხასო ხანგოშვილი სერია: თან საკითხავი პანკისის ხეობა შიგნით კახეთში, ჩრდილო მხარეს, მაღალსა და ტყიან მთებს შუაა მოთავსებული. აი, ამ ხეობაში ცხოვრობენ ქისტები, ძველად რომ ჩამოსახლდნენ საქართველოში და მეორე სამშობლოდ მიიღეს. წიგნი ბევრ საინტერესო ამბავს მოგითხრობთ ქისტების ადათ-წესებზე, ძმადნაფიცობაზე, დაძმობაზე, სტუმარმასპინძლობასა თუ სისხლის აღებაზე; როგორ იბრძოდნენ დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, ვინ იყვნენ პანკისის პირველი მოსახლეები, რა ურთიერთობა ჰქონდათ ვაჟა-ფშაველასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. შეიტყობთ მათ ომებსა და თარეშებზე, მიუვალ, სალ კლდეებზე აშენებულ საბრძოლო კოშკებზე, იარაღის სიყვარულზე, ბავშვობიდან რომ მოსდგამდათ ვაჟებს.  ვაჟკაცობის, სამართლიანობის, ტკივილნარევი ამბების გვერდით, იუმორით შეზავებული გადმოცემები სილაღესა და სიმსუბუქეს ანიჭებს წიგნს და სასიამოვნო წასაკითხს ხდის.
17.95
მუსიკა - 150 ამბავი #29
სერია: თან საკითხავი მუსიკოსებიც ადამიანები არიან, მაგრამ განსაკუთრებული ადამიანები. მათ ის უნარი აქვთ, რომელიც ჩვეულებრივ ყოფით მდგომარეობებს, პირობებს, სიტუაციებსა და ავადმყოფობებსაც კი ბგერებად და ხმოვან თავგადასავლად გარდაქმნის ხოლმე. ჩვენი მიზანი არ ყოფილა დეტალური აღწერა მათი ცხოვრებისა, მით უმეტეს, მხოლოდ მცირე ნაწილს შევეხეთ მათი ცხოვრებიდან. ჩვენ გვინდოდა გვესაუბრა, ძალზე მსუბუქად და მხიარულად, იმ ზღვრის შესახებ, რომელიც არსებობს ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის და ეს ზღვარი რეალურია. ჩვენ გვგონია, რომ ყველაზე დიდი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მიღწევები სწორედ ამ ზღვარზე იბადება, ზღვარზე ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის. ▪️ წიგნში გამოყენებულია გია ბუღაძის ნახატები. ▪️ გამოსაცემად მოამზადა მარიამ უგრეხელიძემ.
19.9
50 ალბომით შემოპარული თავისუფლება #17
ავტორი: ნიკა რურუა სერია: თან საკითხავი დასავლურმა „რბილმა ძალამ“ – იქნებოდა ეს ამერიკული ჯაზი თუ კინემატოგრაფია, ლიტერატურა თუ როკ-ენ-როლი – ჯერ საბჭოთა იდეოლოგიის გაშიშვლება და მერე კი აღსასრული დააჩქარა; მან მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ „ხე ნაყოფით გამოიცნობა“ – ანუ საბჭოეთში მცხოვრებთათვის ნათელყო, რომ დასავლური სისტემა, თავისუფალი ბაზრითა და სიტყვის თავისუფლებით, კაპიტალიზმითა და კერძო საკუთრებით უფრო ღირებულ შედეგს ქმნიდა, ვიდრე მარქსისტულ-ლენინისტური სოციალიზმი მისი ხუთწლედებით, „გმირი დედებითა“ და მოწინავე მწველავებით. თავისუფალი სამყაროს ეს „ნაყოფი“ ყველაზე დამარწმუნებელი არგუმენტი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომელი იდეოლოგია სჯობდა სუპერსახელმწიფოთა ჭიდილში –სოციალისტური თუ კაპიტალისტური, კომუნისტური თუ დემოკრატიული.
11.7