santaesperanza

აკადემია

თანხმობის წარმოება
მასმედიის პოლიტიკური ეკონომიკა ავტორი: ნოამ ჩომსკი; ედვარდ ს. ჰერმანი სერია: აკადემია მთარგმნელი თ. ხომერიკი; ე. ფანცხავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
19.9
საპიენსი
კაცობრიობის მოკლე ისტორია ავტორი: იუვალ ნოახ ჰარარი სერია: აკადემია მთარგმნელი:ნ. სამუშია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა რბილი
19.9
ჰომო დეუსი
ავტორი: იუვალ ნოახ ჰარარი სერია: აკადემია მთარგმნელი: ნიკა სამუშია თუ ადამიანები საკუთარი ძალისხმევით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წყალობით, პლანეტა დედამიწის ღმერთებად ვიქცევით, სამომავლო მიზნად რაღას დავისახავთ? როგორ დავიცავთ მყიფე მსოფლიოს ჩვენივე შექმნილი დამანგრეველი ძალებისგან? მკითხველის წინაშეა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერის, კრიტიკოსთა მიერ საერთაშორისო მოვლენად აღიარებული „საპიენსის“ ავტორის, იუვალ ნოახ ჰარარის ახალი, ორიგინალური და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი წიგნი. ისტორიისა და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების ანალიზის საფუძველზე ჰარარი კაცობრიობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავს და ვარაუდობს, რომ ადამიანთა „ღმერთებად გადაქცევა“ ჩვენი სამომავლო მისია იქნება. ავტორი, თხრობის თვითმყოფადი სტილით, საინტერესოდ გვიხსნის, როგორ და რატომ არის შესაძლებელი, ეს განზრახვა განხორციელდეს, ანდა რას შეიძლება ნიშნავდეს ადამიანის „ღმერთად ქცევა“. ჰარარი იმ პროექტებზე, ოცნებებსა თუ კოშმარებზე მსჯელობს, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოზე უდიდეს გავლენას მოახდენს – სიკვდილის ძლევით დაწყებული, ხელოვნური სიცოცხლის შექმნით დამთავრებული. ნუთუ ევოლუციის მომდევნო სავარაუდო ეტაპი ჰომო დეუსის ჩამოყალიბება იქნება? ავტორი სვამს ფუნდამენტურ კითხვას: რა გზას ავირჩევთ? ამჯერად იგი კაცობრიობის მომავლის სურათს გვიხატავს.
19.9
21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის
ავტორი: იუვალ ნოხ ჰარარი მთარგმნელი: ნიკა სამუშია სერია: აკადემია სულაკაურის გამომცემლობა რა არის დღევანდელობის უდიდესი გამოწვევები? როგორ შევინარჩუნოთ არჩევანის თავისუფლება, როცა „დიდი მონაცემები“ განუწყვეტლივ გვითვალთვალებს? როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის ნაკადის გავლენისგან? როგორ ვძლიოთ ტერორიზმს? რატომ ვერ შეძლებს ნაციონალიზმი ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიც გლობალური უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებაა? რატომ განიცდის კრიზისს ლიბერალური დემოკრატია? ახალი მსოფლიო ომი ხომ არ ახლოვდება? უსარგებლო ინფორმაციით წალეკილ სამყაროში სიცხადის არსებობა ძალას გვძენს. წიგნში თანამედროვეობის რთული პრობლემები მკაფიოდ და გასაგებადაა განხილული; ავტორის მიზანია, მკითხველს მეტი ფიქრისკენ უბიძგოს და ჩვენი დროის მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობის სურვილი აღუძრას.  
19.9
კოსმოსი
ავტორი: კარლ სეიგანი მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი სერია: აკადემია სეიგანი მარტივი და გასაგები ენით გვიამბობს იმ პატარა ცისფერი პლანეტის მნიშვნელობასა და მიღწევებზე, რომლის ბინადრებიც ეს-ესაა იწყებენ სამყაროში საკუთარი დანიშნულების ძიებას და კოსმოსის უკიდეგანო ოკეანეში მოგზაურობას. ფერადი თუ შავ-თეთრი რარიტეტული ილუსტრაციებით გაჯერებულ ამ უაღრესად შთამბეჭდავ და საინტერესო წიგნში მოთხრობილია კოსმოსის თოთხმეტი მილიარდი წლის ხანგრძლივობის იმ ევოლუციური პროცესის შესახებ, რომლის შედეგადაც მატერია ცნობიერებად გარდაიქმნა; შესწავლილია ისეთი მრავალმხრივი საკითხები, როგორებიცაა ცოცხალი ორგანიზმების დაბადება, ადამიანის ტვინი, უძველესი ცივილიზაციების სამყაროსადმი დამოკიდებულება (მათ შორის, ეგვიპტური იეროგლიფები), შუა საუკუნეების ასტროფიზიკოსთა კვლევები; კოსმოსური მისიები, მზის სიკვდილი, გალაქტიკების ევოლუცია; ასევე, კაცობრიობის ისტორიის ის მამოძრავებელი ძალები თუ ინდივიდები, რომლებმაც ღვაწლი დასდეს თანამედროვე მეცნიერების ჩამოყალიბებას.
21.9
მკრთალი ლურჯი წერტილი
ავტორი: კარლ სეიგანი   მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი 1997 წელს გამოქვეყნებულ პოპულარულ-სამეცნიერო ნაშრომში ამერიკელი მეცნიერი მიმოიხილავს ადამიანების მიერ კოსმოსის კვლევის საკითხებს. ის ამტკიცებს, რომ კაცობრიობის გადარჩენის უმთავრესი გზა შესაძლოა, სწორედ სხვა სამყაროების ჭკვიანურად „გამოყენებაზე“ გადიოდეს. ამ ამაღელვებელ წიგნში სეიგანი განმარტავს, როგორ შეცვალა სამეცნიერო აღმოჩენებმა ადამიანში როგორც საკუთარი თავის აღქმა, ისე მომავლის ხედვა. კარლ სეიგანი ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი იყო. იკვლევდა გენეტიკის დარგს. ასევე, ჰქონდა ფიზიკის მაგისტრისა და ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დოქტორის ხარისხიც.  
27.9
თოფები, მიკრობები და ფოლადი
ავტორი: ჯარედ დაიმონდი სერია: აკადემნია   მთარგმნელი: ნიკა სამუშია როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები? რა „საიდუმლო“ იმალება მათი უთანასწორობის მიღმა? რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით? მკითხველის წინაშეა წიგნი, რომელმაც პულიცერის პრემია მოიპოვა და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი გახდა; მრავალ ენაზე ითარგმნა და ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მკვლევარმა ჯარედ დაიმონდმა ისტორიაზე, ანთროპოლოგიასა და ლინგვისტიკაზე დაყრდნობით ჩვენი დროის კლასიკური ნაშრომი შექმნა. მან ამ მახვილგონივრულ, ცნობებით სავსე წიგნში ევოლუციურ გარემოსთან დაკავშირებული ის ფაქტორები გამოააშკარავა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიის ზოგადი ტენდენციები განსაზღვრა. წიგნში ის მოგვითხრობს, თანამედროვე მსოფლიო და მისი უთანასწორობანი როგორ წარმოიქმნა. „თოფები, მიკრობები და ფოლადი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელზეც კი ჩვენი თაობის ნებისმიერ ინტელექტუალს უმუშავია“ (გრეგ ისტერბრუკი, „ნიუ-იორკ ტაიმსი“). ავტორის შესახებ ამერიკელი მეცნიერი ჯარედ დაიმონდი, ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის დოქტორი,  ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარი და ბიოგეოგრაფი ათეულობით წიგნის ავტორია, რომელთა თემატიკაც ანთროპოლოგიას, ლინგვისტიკას, გენეტიკასა და ისტორიას მოიცავს. იგი ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორია. ჯარედ დაიმონდს, აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისა და ფილოსოფიური საზოგადოების წევრს, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო ერგო,  მათ შორის აშშ-ის ნაციონალური სამეცნიერო მედალი, წლის ჰუმანისტის წოდება (2016), პრემია „ლურჯი პლანეტა“ და სხვა.
27.9