Windows on the World
14.95
ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი
ეს წიგნი მოგვითხრობს ყველაზე მასშტაბური ტერაქტის შესახებ, ხსნის მის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობს მოსალოდნელ შედეგებზე. windows on the world – ი სიუჟეტის მიუხედავად, სულაც არ არის დრამატული და დამთრგუნველი. რომანის წაკითხვისას არაერთხელ გადაიხარხარებთ ხმამაღლა და გულიანად, თუმცა ფინალი ნებისმიერს შეძრავს.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 822
მსგავსი პროდუქტები
უნა & სელინჯერი
ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი
მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი
რომანი „უნა & სელინჯერი“ ფრედერიკ ბეგბედერის თაყვანისმცემლებს სასიამოვნოდ გააოცებს. ამჯერად თქვენ სრულიად სხვანაირ ბეგბედერს გაიცნობთ, ცინიკოსსა და ირონიულს კი არა, სენტიმენტალურს, გულთბილს, სევდიანს. წიგნი სიყვარულზეა, ბეგბედერის საყვარელი მწერლის, ჯერომ სელინჯერისა და ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატ იუჯინ ო’ნილის ქალიშვილის, უნას სიყვარულზე. ერთმანეთი 1941 წელს გაიცნეს და მათი რომანი სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა. მერე სელინჯერი ომში წავიდა, უნა კი ჩარლი ჩაპლინს გაჰყვა ცოლად. ულამაზესმა გოგონამ უსახელო, დამწყებ მწერალს ხანდაზმული მუნჯი კინოს ვარსკვლავი არჩია, რადგან ის საიმედო დასაყრდენი იყო, მასთან მშვიდი, უზრუნველი ცხოვრება ელოდა, სელინჯერთან კი, ლოდინი — ლოდინი ომის დამთავრებისა, ლოდინი მისი მწერლად ჩამოყალიბებისა. ლოდინი გაუჭირდა, არ მოინდომა... ჩაპლინთან აწმყოც და მომავალიც ცხადი იყო, სელინჯერთან — ბუნდოვანი. მისი „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ ჯერ წინ იყო, წინ იყო ომის საშინელებანი, გულისტკენა უნას დაკარგვის გამო და იმედგაცრუება, წინ იყო სიბერეში განდეგილობა...
16.95
ფრანგული რომანი
ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი
ავტორი საკუთარი ცხოვრების რეალური დეტალებს გვიმხელს.რომანის გმირს,პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბთან ნარკოტიკის მიღების დროს აკავებენ და მერვე რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ.ბნელ საკანში გამოკეტილს,თავს ახსენებს ფიქრები წარსულზე,თუმცა ბავშვობისდროინდელი მოგონებები არც ისე ტკბილია.ამიტომ ცდილობს,თავი დააღწიოს ამ ფიქრებს,მაგრამ..მეხსიერებაში მაინც ჯიუტად ცოცხლდება წარსული,ოჯახი,მშობლების წარმომავლობა.მიჰყვება ოჯახის გენიალოგიურ ხეს და თითქოს პირველად შლის თავისი ოჯახის ისტორიის ფურცლებს...
14.95
რომანტიკული ეგოისტი
ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი
ოსკარ დიუფრეზნი რომანტიკული ეგოისტი და მარტოსლია. ცხოვრების შუაგულში ტრიალებს, ირგვლივ უამრავი ხალხი ახვევია - ცნობილი მსახიობები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები, ბიზნესმენები, მწერლები, ულამაზესი ქალები...ერთმანეთს ენაცვლება კლუბები,სადაც პარიზის ლიტერატურული ბოჰემა ერთობა,მოდური კუნძულებისა და კურორტების პლაჟები თუ დისკოთეკები,მაგრამ მაინც მოწყენილია,სულიერად დაცარიელებული.მისტირის დაკარგულ სიყვარულს და ეძებს ახალს,განცდებსა და ფიქრებს კი დღიურს,უფრო სწორად,ანტიდღიურს ანდობს.
14.95
- მიშველე! - ბოდიში...
ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი
ოქტავი ბრუნდება! სარეკლამო სააგენტოს ყოფილი რედაქტორი „99 ფრანკიდან“. Talent scout მისი ახალი პროფესიაა. ეს საოცნებო სამუშაოა. ოქტავმა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონები უნდა „დაკეროს“. და აი, თოვლსა და დოლარებში ჩაფლული, სრულყოფილების ძიებაში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დაეხეტება. „ბატონებო, ჩვენი მიზანი მარტივია: სამ მილიარდ ქალს უნდა გაუჩნდეს სურვილი, დაემსგავსოს ერთს.“ ოქტავის ამოცანაც იმ ერთადერთის პოვნაა. თუმცა ყველაფერი ასე მარტივიც არ არის. ოქტავი საკუთარ ბედისწერას შეხვდება: სანქტ-პეტერბურგელ მოზარდს, ლენა დოიჩევას, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება და ეს იქნება პირველი და უკანასკნელი სიყვარული მის ცხოვრებაში. „მიშველე! ბოდიში...“ გვიამბობს იმ კაცის ამბავს, რომელსაც ისევე როგორც რუსეთს, ჰგონია, თავისუფალია და სულ ბოლოს მიხვდება, რომ თავისუფლება საერთოდაც არ არსებულა.
12