santaesperanza
კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა
კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა

კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა
ფასდაკლება


14.92 22.95

სერია: NONFICTION

ავტორი: ოლივერ საკსი

მთარგმნელი: თამარ ლომიძე

 

წიგნში „კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა“ ცნობილი ბრიტანელი ნევროლოგი, ოლივერ საკსი (1933-2015) აღწერს უჩვეულო შემთხვევებს მისი კლინიკური პრაქტიკიდან. მაგალითად, განათლებული, იუმორით აღსავსე მუსიკის მასწავლებლის ამბავს, რომელსაც ვიზუალური აგნოზია განუვითარდა და სახეებისა და საგნების ცნობის უნარი დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ხედავდა მათ, ან ამერიკელი მეზღვაურის შემთხვევას, რომელიც, ამნეზიის გამო, ათწლეულების შემდეგაც დარწმუნებული იყო, რომ ისევ 1945 წელი იდგა, ფლოტში მსახურობდა და ომი ახლახან დასრულებულიყო, მთვარიდან გადაღებული დედამიწის ფოტოს ნახვისას კი ეგონა, რომ უხეიროდ ეხუმრებოდნენ. ტვინის ამა თუ იმ უბნის დაზიანების მქონე ოცზე მეტი პაციენტის დაუჯერებელი ისტორიები ბევრ სამეცნიერო ნაშრომზე უკეთ გვიამბობს ადამიანის ფსიქიკისა და სულის (სიტყვა, რომელსაც საკსი, ბევრი კოლეგისაგან განსხვავებით, არ ერიდება) სიღრმეებზე.


გამომცემლობა
დიოგენე
ფასი
14.92
ძველი ფასი
22.95
წონა
0.362
ნანახია
305
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები