დარწმუნებული ხართ?
ავტორი: გელა ჩქვანავა
გელა ჩქვანავას მკვდარი ქვიშის უდაბნო აშიშვლებს სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანთა ნატურას და მათი ყველაზე ინტიმური – აღვირახსნილი, პათოლოგიური, ამბიციური ლტოლვები და ეფემერულობისთვის განწირული სურვილები სააშკარაოზე გამოაქვს.
აქ ყველა მარტოა საკუთარი ქვიშისფერი, უჩრდილო სიკვდილის – თვითრეფლექსიის საშუალების წინაშე, რასაც ქვეცნობიერად გაურბიან და მიელტვიან კიდეც სასოწარკვეთის მომენტებში. აქ ყველა თავის კაბალურ ტვირთს – წარსულ ცხოვრებასა და ცოდვებს – ატარებს ბედუინთა ტვირთასხმული აქლემებივით...