მუსიკა ქარში
ფასდაკლება
12.97 19.95
ავტორი:რეზო ჭეიშვილი
ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია...
აკა მორჩილაძე
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 12.97
- ძველი ფასი
- 19.95
- ნანახია
- 307
მსგავსი პროდუქტები
ბიძაჩემი ნაპოლეონი
ავტორი: ირაჯ ფეზეშქზადი
სპარსულიდან თარგმნა თეა შურღაიამ.
„ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (1973) დღემდე ყველა თაობის ირანელის საყვარელი საკითხავია. რომანის ფრთიან გამოთქმებად ქცეულ ფრაზებს ყველა ირანელი ცნობს. წიგნის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ირანში შესვლის პერიოდში ხდება. თუმცა ძირითადი მოვლენები სხვა ფრონტზე ვითარდება – ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც განდიდების სენით შეპყრობილი „პატრიარქი“ მართავს. რა თქმა უნდა, ეს ისტორიაც სიყვარულით იწყება...
ირაჯ ფეზეშქზადი (1927-2022) თეირანში დაიბადა. იურიდიული განათლება ირანსა და საფრანგეთში მიიღო. ერთხანს მოსამართლედაც იმუშავა. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა მოთხრობების გამოქვეყნება დაიწყო. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ მწერალი საფრანგეთში დარჩა, სადაც ჟურნალისტად მუშაობდა. მისი ყველაზე გამორჩეული და გახმაურებული რომანია „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ – სოციალური სატირა, რომელსაც კრიტიკოსები „თანამედროვე სპარსული ლიტერატურის შედევრს“ უწოდებენ.
19.47
29.95