santaesperanza
 ძეგლი ყველასთვის
 ძეგლი ყველასთვის

ძეგლი ყველასთვის


12

ზაურ კალანდიას რომანი „ძეგლი ყველასათვის“ საქართველოს უახლესი, ტრაგიკული წარსულის დღეებს აცოცხლებს – ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, სამოქალაქო და აფხაზეთის ომამდე.


რომანის მთავარი გმირი – ჭიჭე – თავისი პოსტმოდერნული შინაარსით, გამომუშავებული რეფლექსიით, ცინიზმით, თავის ამბავს მეტა ტექსტებით ყვება. ეს მეტატექსტები თვითგანკითხვაცაა და თვითგააზრებაც, ანუ ის, რაც ყველაზე მეტად აკლია ჩვენს საზოგადოებას – ამ მრავალწლიან დრამატულ და ტრაგიკულ დინამიკაში.


ექსპრესიით, დაძაბული მუხტით გადმოცემული გმირის შინაგანი მონოლოგი, წარსულის ვეებერთელა რეტროსპექტივაში, ყველაზე მკაფიოდ, მაინც ერთ აქცენტს გამოკვეთს – ძეგლი, რომელსაც ვაგებდით და ვამსხვრევდით, ჩვენივე თავში აქვავებს ადამიანობის ყველაზე ფაქიზ ნიუანსებს, ისე, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ყველა ოდინდელი კერპის ბედისწერა თავადაც გავიზიაროთ...

 

ამას კი, პიროვნული ტრაგედია ჰქვია.


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
12
წონა
0.269
ნანახია
326
გაზიარება: