santaesperanza
ომის მეტაფიზიკა
ომის მეტაფიზიკა

ომის მეტაფიზიკა


24

ავტორი: იულიუს ევოლა

მთარგმნელი: დავით ცომაია

ნაწარმოებში არსებითი აქცენტი გაკეთებულია შინაგან ომზე, სულიერ ბრძოლაზე, რომელიც ადამიანის, როგორც სრულფასოვანი პიროვნების, შიგნით თავისებურად და ინდივიდუალურად მიმდინარეობს.

ამავდროულად, ქრისტიანული (კათოლიკური), სკანდინავიური, ისლამური და ჰინდური სამყაროს ჭრილიდან წარმოდგენილია ბრძოლის სხვადასხვაგვარი გამოვლინებები, მიზეზები და შედეგები. ავტორი ღრმა ფსიქიკური წიაღსვლების დახმარებით ასინთეზირებს გარეგანი და შინაგანი ომის პრინციპებსა თუ გარემო-ვითარებებს. იგი გვიჩვენებს გარეგნული ფაქტორების არსსა და გულს – შინაგან ფაქტორებს, რომლებიც ერთი შეხედვითა და ზედაპირული შეფასებებით ცხადად როდი ავლენს თავს. ავტორი ომის გარეგნულ მხარესთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს არა თავად ამ თვალით სახილველ მოცემულობებზე, არამედ უკანასკნელის გამოყენებითა და წყალობით – ღრმა შინაგან, სულიერ ასპექტებზე.

საერთო ჯამში, ავტორმა მოახერხა და წიგნში თვალნათლივ წარმოაჩინა ნებისმიერი სახის ბრძოლისა და, ზოგადად, ომის გამოხატულებების მეტაფიზიკური მხარე, რითაც გადაარჩინა და გაამართლა ხსენებული სფეროს გარე გამოვლინებები, რომლებიც შესაძლოა, ერთი შეხედვით, ყოველგვარი სულიერებისა და ღრმა შინაარსისაგან დაცლილ მოცემულობად მოეჩვენოს ადამიანს.


გამომცემლობა
აქტი
ფასი
24
წონა
0.219
ნანახია
1294
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები