13 პატარა ლურჯი კონვერტი
13.95
ავტორი: მორინჯონსონი
სერია: ლიბერთინსი
წერილენი კონვერტში - ერთდორულად საინტერესო და იდუმალი ფენომენია, ხოლო თუ გარკვეულ მინიშნებებს - საიდუმლოს ამოხსნისკენ მიმავალ გზაზე საორიენტაციო ნიშნებსაც - შეიცავს, მით უფრო შთამბეჭდავ ამბავთან გვაქვს საქმე. მორინ ჯონსონის ,,13 პატარა ლურჯი კონვერტი" სწორედ ასეთი ამბავია - ერთდროულად იდუმალი, სევდიანი, სახალისო და საინტერესო... ამდენად, ჯინისთან ერთად უნდა გახსნა თითოეული კონვერტი და მიჰყვეთ წერილების ინსტრუქციებს - თქვენ დაუვიწყარი თავგადასავალი გელით! გაუყევით გზას შთამბეჭდავი მოგზაურობისკენ!
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 13.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 157
მსგავსი პროდუქტები
ნახევარ მეფე
ავტორი: ჯო აბერკრომბი
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე
სერია: ლიბერთინსი
სწავლულობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ბედისწერამ მეფობა არგუნა; ცოდნა მიაჩნდა საკუთარ სიძლიერედ, მაგრამ ხელში - ერთადერთ ჯანმრთელ ხელში - ფარი და ხმალი მიაჩეჩეს... მერე კი უღალატეს... „დავიფიცე, რომ მამაჩემის სიკვდილის გამო შურს ვიძიებდი. შესაძლოა ნახევარკაცი ვიყო, მაგრამ ფიცი სრულად უნდა შევასრულო!“ შურისძიებამ საზარელ შეთქმულებას ფარდა უნდა ახადოს; შურისძიებამ მოღალატე(ებ)ს უნდა შეახვედროს...
14.95
უკანასკნელი ვარკსვლავი
ავტორი: რიკ იანსი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია: ლიბერთინს
ისინი დედამწიაზე არიან! ისინი ცაში არიან! ისინი არსად არიან! ისინი ჩვენს გასანადგურებლად მოვიდნენ! ისინი ჩვენს გადასარჩენად მოვიდნენ! ამ წინააღმდეგობასა და ბუნდოვნებაში ერთი სიმართლეა: კესი, ბენი, რინჯერი, ზომბი... მათ უღალატეს...უღალატეს დედამიწაზე მცხოვრებ 7,5 მილიარდ ადამიანსაც
13
Playlist - ის საიდუმლო
ავტორი: მიშელ ფალკოფი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: ლიბერთინს
აი, რა იცის სემმა: იყვნენ წვეულებაზე, იჩხუბეს, მეორე დილით კი საუკეთესო მეგობარი გარდაცვლილი ნახა. მას მეგობრისგან დარჩა მეხსიერების ბარათზე საგანგებოდ მისთვის ჩაწერილი სიმღერები და წერილი: "მოუსმინე და ყველაფერს მიხვდები". მოკლედ - დიდი საიდუმლო, რაც სემმა უნდა ამოხსნას. იმისთვის, რომ გაიგოს, რა მოხდა, სემი მხოლოდ მოგონებებსა და ჰეიდენის დატოვებულს ენდობა. ამასობაში, გამოჩნდება ვიღაც, ვინც ღამღამობით, ჰეიდენის სახელით, უცნაურ შეტყობინებებს უგზავნის. გადაწყვეტილება მიღებულია: უნდა გაარკვიოს, ვინ არის დამნაშავე ჰეიდენის სიკვდილში. ეჭვმიტანილი ბევრია, დაწყებული ჰეიდენის მშობლებიდან, ძმიდან თუ "შარიანი სამეულიდან", დამთავრებული ახალგაცნობილი უცნაური გოგონათი და რაც მთავარია, თავად სემით! რაც მეტს იგებს, მით უფრო ბუნდოვანდება სურათი. უკან დახევა კი შეუძლებელია - უნდა შეაკოწიწოს და აღადგინოს ის ამბავი, მის მეგობარს რომ გადახდა თავს. იქნებ ამ გზით საკუთარი ცხოვრებაც შეცვალოს. ვერასოდეს მიხვდები, თუ არ მოუსმენ!
13.95
ფანგოგო
ავტორი: რეინბოუ რაუელი
მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
სერია: ლიბერთინს
კეთი "საიმონ სნოუს" ერთგული ფანგოგოა! ბავშვობაში "საიმონ სნოუს" ახალი გამოცემებით სულდგმულობდა და სწორედ ამ წიგნებმა გადაატანინა ტკივილი დედისგან მიტოვებულს. კეთი ახლა უნივერსიტეტში სასწავლებლად მიემგზავრება! თუმცა, უცხო გარემოში რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობა აიძულებს, ისევ "საიმონ სნოუს" "შეაფაროს" თავი და ფანფიქციით დაკავდეს. მაგრამ, ერთდოულად ფიქციით, გამოგონილი ამბებითა და რეალობით ცხოვრობა, ხომ შეუძლებელია. მაგრამ, გოგონას ისევ სიყვარული დააჯერებს, რომ ცხოვრება მაინც მშვენიერია.
14
ნისლისა და მრისხანების სამეფო
ავტორი: სარა ჯანეტ მაასი
მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
სერიალი: ბერთინს
ფერა ემერანთას მარწუხებს დაუსხლტა და გაზაფხულის სამეფოში დაბრუნდა. თუმცა ამისათვის მან დიდი საფასური გადაიხადა. მართალია, ფერა ახლა უკვე მაღალი ფეის ძალების მფლობელია, გულით ის მაინც ადამიანია; სწორედ ამიტომ ვერ ივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელიც ტემლინის ფერიების გადასარჩენად ჩაიდინა. ფერას არც რისენდთან, ღამის სამეფოს თავზარდამცემ მაღალ ლორდთან, დადებული გარიგება დავიწყებია.
18.95