ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს
14.95
ავტორი: ჟან-პოლ დიუბუა
სერია: ლიტერე ინვენტე
მთარგმნელი: ნინო თურქესტანიშვილი
პოლ ჰანსენი მონრეალის პროვინციულ ციხეშია გამოკეტილი - პირქუშ და თითქოს სულიერ არსებაში. ახლა მისი ცხოვრება შმორის სუნისგან, სისასტიკისა და სასოწარკვეთილებისგან შედგება. ამიტომაც ხშირად წარსულ აფარებს თავს - იმ დროს, როცა ბედნიერი იყო თავის ლამაზ ინდიელ ცოლსა და საყვარელ ძაღლთან ერთად; იმ დროს, როცა დედა ჰყავდა, ძალიან ლამაზი, ესთეტი ქალი, და მამა, დანიელი პასტორი, რწმენის ურწმუნო ტყვე; როცა გულღია, კეთილი ადამიანი იყო და ერთ დღესაც სხვების უგულობამ დანაშაულამდე მიიყვანა.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.269
- ნანახია
- 481
მსგავსი პროდუქტები
გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი
ავტორი: ბერნარდინ ევარისტო
მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე
სერია: ლიტერე ინვენტე
პირველად ქართველი მკითხველისთვის - თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ლიტერატურული პრემია ბუკერის 2019 წლის ლაურეატის, ბერნარდინ ევარისტოს რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“.
ამა ბონზუ - აფრიკული ფესვების მქონე ბრიტანელი რეჟისორი - თავისი ბოლო წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება და ღელვისგან გული უსკდება. ასე იწყება 12 ქალის ცხოვრების ამსახველი რომანი-პანო. ამამ, რადიკალმა ფემინისტმა, უნდა გადალახოს უამრავი წინაღობა და უკომპრომისოდ იაროს თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზებზე. ეს ოცნებები იმდენად კონკრეტული და მკაფიოა, რომ მამაკაცსაც კი ამ ნიშნით ირჩევს დროებით პარტნიორად - ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს. და ეს, ალბათ, ერთადერთი კომპრომისია შემოქმედის პირად ცხოვრებაში.
ამ პოლიფონიურ რომანში, ამა ბონზუს გარდა, 19 წლის იაზის, 93 წლის ჰეტისა და კიდევ 9 ქალის ამბებია მოთხრობილი.... ეს გულის ამაჩუყებელია, შთამაგონებელი, დამთრგუნველი და ზოგჯერ შემაძრწუნებელი ამბები ისეთივე ნამდვილია, როგორიც მილიონობით სხვა ქალის ცხოვრება, რომელზეც არავის დაუწერია. ეს წიგნი მათზეც არის.
25.95