ქალაქი
17.95
ავტორი: კლიფორდ დ. სიმაკი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ირაკლი ლომოური
სანამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო ცივილიზაციის განვითარებამ, და ადამიანის დაუცხრომელმა ჟინმა, გაბატონდეს ბუნებასა და სხვა ადამიანებზე? სწორედ ამაზე მოგვითხრობს სამეცნიერო ფანტასტიკის, კლიფორდ დ. სიმაკის რომანი "ქალაქი". კაცობრიობის მომავალს საფრთხე ემუქრება, ანუ იგი დასასრულისკენ მიექანება. თუმცა ამის მიზეზი არ იქნება არც ბირთვული ომი, არც ეკოლოგიური კატასტროფა, არც რაიმე პანდემია, ასტეროიდის დაჯახება თუ უცხოპლანეტელთა შემოსევა. მიზეზი წარმოუდგენლად ფანტასტიკურია...
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 17.95
- წონა
- 0.559
- ნანახია
- 813
მსგავსი პროდუქტები
ჰურინის შვილები
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: გიორგი გომართელი
არსებობს შუახმელეთის თქმულებები, რომლებიც "ბეჭდების მბრძანებლამდე" გაცილებით ადრე შეიქმნა. ამ წიგნში მოთხრობილი ამბავიც რუხი ნავსადგურის დასავლეთით მდებარე, უძველეს მიწებზე მოხდა - იქ, სადაც ერთ დროს ხისწვერა დააბიჯებდა. ის მიწები პირველი ეპოქის მიწურულს დიდმა კატაკლიზმებმა ჩაძირა.
24.95
ასასინის შეგირდი
ავტორი: რობინ ჰობი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
ჟრუანტელის მომგვრელ ნისლიან საღამოს, კოკისპირულ წვიმაში უცნობმა მოხუცმა სასახლის კარზე დააკაკუნა, ერთიანად გალუმპული 6 წლის ბიჭი მცველს ჩააბარა და უთხრა: „თქვენი მომავალი მეფის, რაინდის ნაბიჭვარია. ახლა თქვენ მიხედეთ." და შეძრწუნდა შორსმჭვრეტელთა მთელი დინასტია - შესაძლოა ერთ დღესაც ტახტი უფლისწულის უკანონო ვაჟს ერგოს?! ამას ვერ დაუშავებენ, მაგრამ ვერც მემკვიდრეს გააძევებენ სასახლიდან. და ბიჭი, სახელად ფიცი, სასახლეში ცხოვრებას იწყებს. ერთადერთი ნუგეში ცხოველებთან ჯადოსნური კავშირის უნარია. ...
23.95
სილმარილიონი
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
"ბეჭდების მბრძანებლისა" და "ჰობიტის" ეპიკური, ლეგენდარული წინამორბედი. ...ადრეულ დღეებში შუახმელეთში პირველი ბნელი მეუფე მორგოთი სახლობდა. მას უზენაესი ელფები ეომებოდნენ, რათა წართმეული სამი ძვირფასი ქვა - სილმარილები დაებრუნებინათ. "სილმარილიონი" მოგვითხრობს ფეანორისა და მისი თანამოძმეების ღმერთთა წინააღმდეგ აჯანყებაზე, ელფთა და ადამიანთა ომზე, რომელიც მათი სიმამაცის მიუხედავად, მარცხისთვის იყო განწირული. ეს არის მატიანე შუახმელეთისა და უძველესი ამბებისა!
19.95
ანიჰილაცია
ავტორი: ჯეფ ვანდერმირი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
X - ზონა - ეს ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, მკვდარი, უსიცოცხლო ადგილია. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა, ბუნებამ მიიტაცა. მის შესასწავლად უკვე მე-11 ექსპედიცია მიდის. წინა მცდელობები უშედეგოდ და ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულად დასრულდა. ახალი ექსპედიციის წევრებმა უნდა ამოხსნან X-ზონის საიდუმლო და გაარკვიონ, როგორ ააცილონ კაცობრიობას მისგან მომდინარე საფრთხე. საინტერესოა, ვინ რას აღმოაჩენს, რა ინფორმაციას გამოიტანს X-ზონიდან ან როგორ გამოაღწევს იქიდან...
14.95