დღე, რომელსაც ვზეიმობთ
14.95
ავტორი: ო'ჰენრი
მტარგმნელი: მაია ცერცვაძე
კრებული ო' ჰენრის სიკეთითა და იუმორით სავსე 16 ნოველას აერთიანებს/. წიგნში წაიკითხავთ, როგორ შეიძლება გაქრეს ქალაქში შეძენილი თავდაჭერილობა და დახვეწილობა მშობლიურ ფერმაში დაბრუნებისას და ამის გამო როგორ ელის გაურანდავ სოფლის ბიჭად ქცეული კაცი უზადო ცოლისაგან გაკიცხვას. როგორ შეიცვვალა მაიორის ცხოვრება მას შემდეგ, რაც მისი მომაბეზრებლად მაღალფარდოვანი თავაზიანობა და საუბარი სცენაზე გარდასახა ახალგაზრდა მსახიობმა; შეიტყობთ იმ უცნაური ქალის გეგმის შესახებ, თაყვანისმცემელი რომ არასდროს ყოლია.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 14.95
- წონა
- 2
- ნანახია
- 1184
მსგავსი პროდუქტები
გერბები - 101 ამბავი #51
ავტორ-შემდგენელი: თორნიკე ასათიანი
სერია: თან საკითხავი
ჰერალდიკა ანუ გერბთმცოდნეობა, შუა საუკუნეების რაინდული რომანტიკული სამყაროს განუყრელი ნაწილი და საისტორიო მეცნიერების დამხმარე დისციპლინა, ევროპასთან მოხშირებული კონტაქტის პარალელურად, საკმაოდ ფართოდ გავრცელდა საქართველოში. თუმცა შემდეგ დაუმსახურებლად იყო ტაბუირებული კომუნისტური რეჟიმის ბატონობის ხანაში.
თვით გერბის არსი მდგომარეობს ფაქტების, ლეგენდების, მოვლენების პირდაპირ თუ ირიბ ხატოვან გადმოცემაში. ყოველი გერბი რაიმე ისტორიას შეიცავს.
რატომ 101 ამბავი? ციფრი 0 ოვალურ ჰერალდიკურ ფარად წარმოვიდგინეთ, აქეთ-იქითა ერთიანები კი – ე. წ. ფარისმტვრითველებად. ასე რომ, როგორც გერბები მოიცავს ხოლმე ერთგვარად დაშიფრულ ამბებს, ისე 101-იც ალეგორიულად გამოხატავს ჰერალდიკურ კომპოზიციას.
15.95
ჰომო დეუსი
ავტორი: იუვალ ნოახ ჰარარი
სერია: აკადემია
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
თუ ადამიანები საკუთარი ძალისხმევით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წყალობით, პლანეტა დედამიწის ღმერთებად ვიქცევით, სამომავლო მიზნად რაღას დავისახავთ? როგორ დავიცავთ მყიფე მსოფლიოს ჩვენივე შექმნილი დამანგრეველი ძალებისგან?
მკითხველის წინაშეა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერის, კრიტიკოსთა მიერ საერთაშორისო მოვლენად აღიარებული „საპიენსის“ ავტორის, იუვალ ნოახ ჰარარის ახალი, ორიგინალური და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი წიგნი.
ისტორიისა და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების ანალიზის საფუძველზე ჰარარი კაცობრიობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავს და ვარაუდობს, რომ ადამიანთა „ღმერთებად გადაქცევა“ ჩვენი სამომავლო მისია იქნება. ავტორი, თხრობის თვითმყოფადი სტილით, საინტერესოდ გვიხსნის, როგორ და რატომ არის შესაძლებელი, ეს განზრახვა განხორციელდეს, ანდა რას შეიძლება ნიშნავდეს ადამიანის „ღმერთად ქცევა“.
ჰარარი იმ პროექტებზე, ოცნებებსა თუ კოშმარებზე მსჯელობს, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოზე უდიდეს გავლენას მოახდენს – სიკვდილის ძლევით დაწყებული, ხელოვნური სიცოცხლის შექმნით დამთავრებული. ნუთუ ევოლუციის მომდევნო სავარაუდო ეტაპი ჰომო დეუსის ჩამოყალიბება იქნება? ავტორი სვამს ფუნდამენტურ კითხვას: რა გზას ავირჩევთ? ამჯერად იგი კაცობრიობის მომავლის სურათს გვიხატავს.
19.9