მასწავლებელი
12.95
ავტორი: შარლოტა ბრონტე
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
სერია: ქალების კალმით
წიგნი აღწერს ახალგაზრდა მამაკაცის, უილიამ ქრიმსვორთის ამბავს, ცხოვრებაში ადგილის საპოვნელად მის ძიებებს, ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, პრინციპულ მამაკაცად, რომლისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი სიმდიდრე, ვიდრე გარეგნული ბრწყინვალება - გონიერი ახალგაზრდა მასწავლებელი მალევე მიხვდა, რომ რაც ბრწყინავს, ყოველთვის ოქრო არ არის.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 12.95
- წონა
- 0.309
- ნანახია
- 673
მსგავსი პროდუქტები
დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი
ავტორი: ელიფ შაფაქი
მთარგმნელი: გვანცა გარმელია
სერია: ქალების კალმით
,,დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი'' ბედნიერების ძიებაზე მოგვითხრობს. ავტორი, რომელიც ორ კულტურას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მსოფლაღქმას აერთიანებს, გამორჩეული თხრობის სტილით ახერხებს ერთმანეთისგან განსხვავებულ მკითხველებს საყოველთაო ადამიანურ პრობლემებსა და განცდებზე, ბედნიერების ძიებაზე მოუყვეს. წიგნში მკითხველი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ახალგაზრდა იმიგრანტებისა და მათი გარემოცვის პრობლემებს, თვითდამკვიდრების სურვილსა და სასიყვარულო თავგადასავლებს გაეცნობა.
14.95
სანდიტონი
ავტორი: ჯეინ ოსტინი
სერია: ქალების კალმით
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
"ჯეინ ოსტინს თუ დავუჯერებთ, ყოველ სოფელს თითო დიდებული ქალბატონი ჰყავს. ამ ნათქვამში გარკვეულ ორაზროვნებას, ირონიასა და ქვეტექსტებსაც ამოვიკითხავთ და დავრწმუნდებით, რომ ლიტერატურული „მანევრების“ ოსტატ ავტორს ვეცნობით. ჯეინ ოსტინის დაუსრულებელი რომანი „სანდიტონი“ გვაცნობს ინგლისის არაჩვეულებრივ ქალებს, რომელთაც სქესის, ტრადიციის, წესჩვეულებების ჩარჩოებს მიღმა გაიხედეს და აღმოაჩინეს, რომ თვალს, გულსა და გონებას იმაზე მეტის აღქმა შეუძლია, ვიდრე ამაზე დამკვიდრებული წარმოდგენებით იცოდნენ.
14.95
აგნეს გრეი
ავტორი: ენ ბრონტე
სერია: ქალების კალმით
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
„აგნეს გრეი“ ინგლისელი პროზაიკოსისა და პოეტის, ენ ბრონტეს, პირველი რომანია. ავტორი ახალგაზრდა აგნესის ცხოვრებაზე გვიყვება - გოგონაზე, რომელიც კარჩაკეტილ ცხოვრებასთან დამშვიდობებასა და სამყაროს გაცნობას მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მისი ოჯახი გაღარიბდება. აქედან იწყება მისი საინტერესო და ამაღელვებელი თავგადასავალიც.
14.95