ქანაანის შვილები
26.95
ავტორი: გაბრიელ ტანიე
მამა იოსების ეს წიგნიც, სინამდვილეში, სიყვარულის გამო, სიყვარულისთვის დაწერილი რომანია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის არა მარტო მწერალი, მხატვარიც არის და მგონი, ჩვენი ბებიებიც მართლებიც იყვნენ, როცა ამბობდნენ, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია და ამ წიგნის მკითხველებსაც, გაკვირვებასთან ერთად, დიდი სიამოვნებაც ელით“. (დათო ტურაშვილი)
მართლმადიდებელი მღვდელი ჯდება და წერს რომანს, სადაც ნაჩვენებია მიანმარში ეთნიკური უმცირესობების დევნის ამბები. ეს იმისთვის, რომ ქართული ლიტერატურული პროცესიც დავინახოთ ამ კონტექსტში, და მგონი ძალიან საინტერესო ავტორია გაბრიელ ტანიე. (ზურაბ ქარუმიძე)
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 26.95
- წონა
- 0.499
- ნანახია
- 459
მსგავსი პროდუქტები
ანგელოზთა საკითხავი
ავტორი: გაბრიელ ტანიე
თქვენ წინაშეა გაბრიელ ტანიეს ახალი რომანი „ანგელოზთა საკითხავი“, წიგნი, რომელიც ბევრ უმნიშვნელოვანეს და დღევანდელობისთვის საჭირბოროტო თემას აერთიანებს, წიგნი, რომელიც სავსეა გასაოცარი ადამიანური ისტორიებით.
„ანგელოზთა საკითხავი“ რწმენის, სამართლიანობისა და უსამართლობის, ძალაუფლების იარაღად ქცეული რელიგიის, მარგინალიზებული ადამიანების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისა და თავად ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემების უმტკივნეულესი და ძალიან მგრძნობიარე თემების კალეიდოსკოპია.
ავტორი ბეწვის ხიდზე გადის და მკითხველს სთავაზობს სულისშემძვრელ ამბავს სიყვარულზე, რწმენაზე, ადამიანურ სისუსტეებზე, ჭეშმარიტებასა და ფსევდო ღირებულებებზე, ამბავს, რომელიც თავის თავში აერთიანებს უამრავ შენაკადს, პლასტსა და სიღრმეს. მთავარ სიუჟეტურ ხაზში ჩართული, როგორც პარალელური ისტორიები, ისე ბიბლიური ალუზიები და ირეალური ამბები, სარკეა დღევანდელი საქართველოსი, სარკე, რომელიც ავტორმა მოგვაწოდა და გვთხოვს − გავბედოთ და შიგ ჩავიხედოთ!
26.95