#მეაქვარ - ჩემი და ლუკას ამბავი
16
ავტორი: თათია მელაშვილი
18 წლის აუტიზმის მქონე ბიჭის მშობელია, რომელიც წლების წინ, სხვა რამდენიმე მშობელთან ერთად პირველი შეეჯახა საქართველოში აუტიზმის შესახებ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმს როგორც საზოგადოებაში, ასევე, დიდწილად პროფესიულ წრეებშიც. ეს წიგნი ამ სირთულეებზე მოგვითხრობს და ემსახურება იმ ახალბედა მშობლების მხარდაჭერას, რომლებიც ახლა იწყებენ ამ რთულ გზას. თავისი ისტორიით ავტორი ცდილობს დაანახოს საზოგადოებას როგორია აუტიზმით ცხოვრება და რამდენად საჭიროა მათი თანადგომა ამ ადამიანებისთვის. წიგნი ილუსტრირებულია ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ ექსკლუზიურად შექმნილი შესანიშნავი ნამუშევრებით, რითაც მხარდაჭერა გამოხატეს აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ. ავტორი მთლიანად აუტიზმის თემის სახელით უღრმეს მადლობას უხდის მათ.
- ფასდაკლება
- 30
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 16
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 738
მსგავსი პროდუქტები
როგორ ველაპარაკოთ შვილებს
ავტორი: გურამ მეგრელიშვილი
მწერალი და კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი 2009 წლიდან მასწავლებელია. ის, “აზროვნების აკადემიაში” დაარსების დღიდან მოზარდებთან მუშაობს ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის მიმართულებით.
ამ წიგნში გამოქვეყნებული წერილები მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების ერთგვარი შეჯამებაა, რომელიც, სხვადასხვა წლებში, და ჩვენი ერთგული მკითხველებისა და ჟურნალ mastsavlebeli.ge-ს აუდიტორიისთვის იწერებოდა.
28
მშობელსა და შვილს შორის
ავტორი: ჰაიმ ჯ. ჯინოტი
მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი
”მშობელსა და შვილს შორის“ 35 წლის განმავლობაში მსოფლიოში მილიონობით დედ-მამას დაეხმარა შვილებთან ურთიერთობის აწყობაში. ეს შეუცვლელი სახელმძღვანელო გვაჩვენებს, როგორ შეიძლება: ვასწავლოთ დისციპლინა მუქარის, მოსყიდვის, დაცინვისა და დასჯის გარეშე; გავაკრიტიკოთ - დამცირების, შევაქოთ - განსჯის, გავუჯავრდეთ ტრავმის მიყენების გარეშე; კი არ ვედავოთ, არამედ ჩავწვდეთ მოზარდების გრძნობებს, შეფასებებსა და შეხედულებებს; ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა გამოუმუშავდეთ.
19.95