პუბლიცისტიკა
15.9
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე
როდესაც მწარე არჩევანის წინაშე აღმოვჩნდებით (ალბათ აღმოვჩნდებით) – ან კვლავ რუსეთის პოლიტიკური ხელდებული გავხდეთ, ან შიმშილით დავიხოცოთ, ან სამოქალაქო ომმა მოგვიღოს ბოლო – ეჭვი არ მეპარება, უწინარეს ყოვლისა იმას შევაქცევთ ზურგს, ვინც ამ არჩევანამდე მიგვიყვანა. ოღონდ ამას უკანასკნელ წამს ჩავიდენთ, ხოლო მომდევნო წამს ძველებური გულარხეინობით ჩავაბარებთ მართვის სადავეს იმავე მორალის მემკვიდრესა და ახალი ბუტაფორიის მშენებელს, რომელიც ჰორიზონტზე უკვე მოჩანს (სახელიც უკვე ჰქვია); იმიტომ, რომ ჩვენ, ასეთი ამაყი და თავმომწონეები, სინამდვილეში სათამაშო კამათელი გამოვდექით – საითაც გაგვაგორებენ, იქით გავგორდებით და, რამდენ პროცენტსაც შეგვიკვეთავენ, იმდენ პროცენტზე „დავჯდებით".
ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მივხვდებით, რომ ჩვენ გაქნილ (თუნდაც ბრძნულ) პოლიტიკაზე უფრო ზნეობრივი მაგალითი გვჭირდება და საარჩევნო აქცენტიც, შესაბამისად, ზნეობრივ მაჩვენებლებზე უნდა ავიღოთ."
ჯემალ ქარჩხაძე, 1993 წლის 10 მარტი
წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები, ესეები და ინტერვიუები, რომლებიც 1988-1998 წლებში გამოქვეყნებული იყო ქართულ პრესაში. თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კონცეპტუალურ ნააზრევს ლიტერატურისა და, ზოგადად, შემოქმედებითი პროცესის შესახებ, ასევე ქართული საზოგადოების კვლევას და, კერძოდ, 90-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების თანადროულ ანალიზს.
- გამომცემლობა
- ქარჩხაძის გამომცემლობა
- ფასი
- 15.9
- წონა
- 0.439
- ნანახია
- 584