პოზიტიური აზროვნების ძალა
16.95
ავტორი: ნორმან ვინსენტ ჰილი
სერია: ლურჯი ოკეანე
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
წიგნი გვასწავლის სულიერი სიმშვიდის მოპოვებას არა ამ ცხოვრებიდან გაქცევითა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვით, არამედ ის იმ ძალად გვევლინება, რომელიც კონსტრუქციული პირადი თუ სოციალური ცხოვრების წესისთვის მამოძრავებელ ენერგიად გარდაწინათქმა იხ იქმნება. ის პოზიტიურ აზროვნებას გვასწავლის, ოღონდ, არა სახელ- დიდების ან ძალაუფლების მოსაპოვებლად, არამედ რწმენის განსამტკიცებლად, რომელიც სირთულეების გადალახვაშიც დაგვეხმარება და ცხოვრებაში ჭეშმარიტ ღირებულებებსაც შეგვათვისებინებს
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16.95
- წონა
- 0.329
- ნანახია
- 1244
მსგავსი პროდუქტები
ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
ავტორი: მარკ მენსონი
მთარგმნელი: დავით ახალაძე
სერია: ლურჯი ოკეანე
საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თავის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორცადაც ჩვენ წარმოგვიდგენია.
16.95
ყველაფერი ტრა*შია
ავტორი: მარკ მენსონი
მთარგმნელი: დავით ახალაძე
სერია: ლურჯი ოკეანე
ჩვენ ვენ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. მატერიალურად ასეთი წელგამართულები ადრე არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ რატომღაც გვეჩვენება, რომ საქმე ძალიან, ძალიან ცუდადაა. რა ხდება? ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ გაუგებრობაში გაგვარკვიოს, მარკ მენსონია. წიგნში „ყველაფერი ტრა შია“ მენსონი უამრავ ფსიქოლოგიურ კვლევასა და ფილოსოფოსთა (პლატონით დაწყებული, ტომ უეიტსით დამთავრებული) მარადიულ სიბრძნეზე დაყრდნობით, კრიტიკულად აანალიზებს რელიგიებს, პოლიტიკას, ფულს, გართობასა და ინტერნეტს. მენსონი ერუდიციისა და იუმორის ჩვეული ნაზავით მოგვიწოდებს, უფრო გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან და გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას რწმენის, ბედნიერების, თავისუფლებისა და თვით იმედის მიმართ.
16.95
POST კორონა
ავტორი: სკოტ გელოუეი
სერია: ლურჯი ოკეანე
მთარგმნელი: ანი ნემსიწვერიძე
"სკოტ გელოუეი გვარწმუნებს, რომ პანდემია არა იმდენად ცვლილებების მაუწყებელი, რამდენადაც უკვე არსებული ტენდენციების დამაჩქარებელია. „Post კორონაში” ის კრიზისის სურათს წარმოგვიდგენს და ჩვენ წინაშე გაჩენილ შესაძლებლობებს გვკარნახობს: ზოგი ბიზნესფერო, როგორიცაა მძლავრი ტექნოლოგიური მონოპოლიები, კრიზისის წყალობით აყვავდება, ზოგი _ მაგალითად, უმაღლესი განათლება _ იძულებული იქნება, საკუთარი ღირებული შეთავაზების შესანარჩუნებლად იბრძოლოს, რაც ფუჭი მცდელობაა, თუკი ერთმანეთს მხარში არ ამოვუდგებით. კიდევ: პანდემიამ დააჩქარა ხელისუფლებასა და საზოგადოებაში გამოკვეთილი ტენდენციების გამოვლენა, რაც განუზომლად ზრდის ნაპრალს ამერიკის როგორც შესაძლებლობათა ქვეყნის იმიჯსა და ჩვენი კეთილდღეობის დაქვეითების მაუწყებელ სავალალო რეალობას შორის. "
14.95
კარგი ბოსი ცუდი ბოსი
ავტორი: რობერტ ი. სატონი
სერია: ლურჯი ოკეანე
მთარგმნელი: ანი ნემსიწვერიძე
ადამიანები სამსახურს უფრო ხშირად არა საქმიანობის, არამედ ცუდი ბოსის გამო ტოვებენ. ცუდ ბოსს შეუძლია, კარგი ნამუშევარი უბადრუკობად, ხოლო სამსახური ჯოჯოხეთად აქციოს. გარდა ამისა, უხიაგმა ხელმძღვანელმა კომპანიას შესაძლოა ტონობით ფული დააკარგვინოს... თუ ბოსი ხარ და გაინტერესებს, როგორ აკეთო შენი საქმე ისე, რომ მსგავსი რამ არ დაგემართოს, რობერტ სატონის ”კარგი ბოსი, ცუდი ბოსი“ საუკეთესო სამსახურს გაგიწევს. პროფესორი რობერტ სატონი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ფსიქოლოგიურ თუ მენეჯერულ კვლევებსა და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გვიყვება, როგორ შეიძლება გახდე კომპანიისთვის ეფექტური ხელმძღვანელი და, ამასთანავე, ხელქვეითების სიყვარულიც მოიპოვო. ავტორის მიერ გადმოცემული ცოცხალი, ხშირად იუმორით გაზავებული ამბები მოწმობს, რომ ადამიანები ეძებენ არა უბრალოდ სამუშაო ადგილს, სადაც შეიძლება ”თბილად მოკალათდე“, არამედ სიხარულის მომტან შემოქმედებით საქმიანობას, რომლის უპირველესი განმსაზღვრელი ადამიანური ღირსებებით შემკული საუკეთესო ბოსი, ნამდვილი ლიდერია.
16.95