უფლისწული და მათხოვარი
8.9
ავტორი: მარკ ტვენი
მთარგმნელი: თამარ დიასამიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მარკ ტვენი ყველა დროის მოზარდი მკითხველის საყვარელი ავტორია. ამ წიგნში წაიკითხავთ საოცრად შთამბეჭდავ ამბავს უფლისწულსა და მათხოვარზე. ეს ორი ცნობისმოყვარე ბიჭუნა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა განსხვავებული საზოგადოებრივი სტატუსი აქვთ. ერთი მათგანი, ტომ კენტი, ლონდონის ჯურღმულებში მცხოვრები ღარიბი ბიჭია, მეორე, ედვარდ ტიუდორი კი – ტახტის მემკვიდრე. ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ ისინი როლებს ცვლიან და სწორედ აქ იწყება მათი ახალი, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 8.9
- წონა
- 0.329
- ნანახია
- 714
მსგავსი პროდუქტები
ჰაიდი
ავტორი: იოჰანა შპირი
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
შვეიცარიელმა მწერალმა იოჰანა შპირიმ 1879 წელს, 52 წლის ასაკში დაწერა ობოლი გოგონას, ჰაიდის თავგადასავალი, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ცნობილი ნაწარმოები გახდა. იგი მრავალ ენაზე ითარგმნა და მალე მსოფლიო მნიშვნელობის საბავშვო ბესტსელერად იქცა. მოსწავლის ბიბლიოთეკა ,,ჰაიდის” სრული ტექსტის პირველ ქართულ თარგმანს გთავაზობთ.
პატარა ობოლი გოგონა, ჰაიდი, შვეიცარიის მთებში პაპასთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად განსხვავებული ხასიათებისა, პაპა და შვილიშვილი მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს და მეგობრულად ცხოვრობენ. გულკეთილი და მხიარული ჰაიდი მუდამ იმის ცდაშია, დაეხმაროს გარშემომყოფებს, სიყვარული და ბედნიერება აჩუქოს მათ. ისინიც სიყვარულითა და მადლიერებით პასუხობენ გოგონას.
11.9
პატარა მაწანწალა
ავტორი: ჯეიმს გრინვუდი
მთარგმნელი: ნათელა გუჯაბიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
რომანი „პატარა მაწანწალა“ ლონდონის ღარიბ უბნებში მცხოვრებ ბიჭებზე მოგვითხრობს. ქუჩის ცხოვრების რეალისტური აღწერისა და დინამიკური სიუჟეტის გამო „პატარა მაწანწალა“ მრავალი თაობის ბავშვების საყვარელი წიგნია.
8.9
ბერძნულ-რომაული მითები
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე; მაკა მიქელაძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მითები ახალი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, უკვე არაერთი მითოლოგიური წიგნი წაგიკითხავს და იცი, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ზევსია, სიყვარულისა – აფროდიტე, სიბრძნისა – ათენა, ომისა – არესი…
მაგრამ ის თუ იცი, როგორ გაჩნდა სიყვარულის ყვავილი ვარდი? როგორ დაარსდა ულამაზესი ქალაქი რომი და ვინ ან რამ იხსნა იგი განადგურებისგან? როგორ გაჩნდა ფარშავანგი და რატომ ტირის ტირიფი?
წაიკითხე ეს პატარა, საინტერესო ამბები ღმერთების, გმირებისა და უბრალო მოკვდავების შესახებ და ყველა ამ კითხვაზე პასუხი გეცოდინება.
8.9
რობინზონ კრუზო
ავტორი: დანიელ დეფო
მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, დანიელ დეფოს სახელგანთქმული რომანის, „რობინზონ კრუზოს“ სიუჟეტი ეფუძნება რეალური პიროვნების, შოტლანდიელი მეზღვაურის, ალექსანდრ სელკირკის თავგადასავალს, რომელიც გემის კაპიტანმა ურჩობისთვის დასაჯა და უკაცრიელ კუნძულზე დატოვა. სელკირკი ოთხი წლის შემდეგ შემთხვევით იპოვეს სხვა გემის მეზღვაურებმა. მას ლაპარაკიც კი თითქმის დავიწყებული ჰქონდა.
თავისი პროტოტიპისგან განსხვავებით, მოხერხებული, გამჭრიახი და შრომისმოყვარე რონბინზონ კრუზო უჩვეულო შემართებას და სულიერ სიმტკიცეს ავლენს. იგი უკაცრიელ კუნძულზე მშვენივრად მოეწყობა, აქ სხვებსაც კი დაასახლებს და თავს კუნძულის გუბერნატორად გამოაცხადებს.
9.9