santaesperanza

მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი


20

 

ავტორი : ზიგმუნდ ფროიდი

მთარგმნელი : ვახტანგ გორგიშელი

გამოცემა აერთიანებს ზიგმუნდ ფროიდის სამ ნაშრომი – „მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“, „სიზმართხილვის შესახებ“, „ილუზიის მომავალი“

„მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“ – ნაშრომი რომელიც მასობრივ გაერთიანებათა სოციალურ-ფსიქოლოგიურ ანალიზს ეძღვნება. აღნიშნული ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ იგი წარმოადგენს ფსიქოანალიზიდან, როგორც თერაპიული მეთოდოლოგიიდან, ფსიქოანალიზზე, როგორც ფილოსოფოსობის ფორმაზე გადასვლას. ასეთი გადასვლა ხორციელდება ფსიქოანალიზის დებულებათა გამოყენებით სოციალური მოვლენებისა და პროცესების ასახსნელად. ფროიდი ცდილობს ინდივიდუალურ-ფსიქიკური დონე დაუკავშიროს საზოგადოებრივ ფენომენთა სტრუქტურულ და დინამიურ ასპექტებს. ფროიდის თანახმად, პიროვნების ფსიქოლოგია ფართო გაგებით სოციალურ („მასობრივ“) ფსიქოლოგიასაც წარმოადგენს, რადგან ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში ყოველთვის მყოფობს „სხვა“. „მასების ფსიქოლოგია“ ადამიანს განიხილავს, როგორც სოციალური ერთობის ნაწილს, ანუ როგორც ბრბოს შემადგენელ ნაწილს.

„სიზმართხილვის შესახებ“ გახლავთ „სიზმართა განმარტების“ შემოკლებული ვერსია, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1901 წელს და სიზმრის წარმოქმნის ფსიქიკური პროცესის, სიზმრის გამომწვევი მოტივებისა და მისი ფარული შინაარსის ცხადად ქცევის პრობლემებს ეხება.

„ილუზიის მომავალი“ ფროიდის გვიანდელი პერიოდის ნაშრომია, რომელიც 1927 წელს გამოქვეყნდა და რომელიც მისი მოძღვრების განვითარების უკანასკნელ პერიოდს ეკუთვნის. ამ პერიოდში ის ოდნავ შორდება ფსიქიკის ყველა ასპექტის განმარტებას სექსუალური ინსტინქტებით და შეავსებს მას სიკვდილისკენ ლტოლვის, განადგურების იდეებით.
ურყევი ათეისტი – ფროიდი, დარწმუნებულია, რომ რელიგია – ილუზიაა. ამაში ის ღრმად არის დარწმუნებული. დარწმუნებულია იმაშიც, რომ მხოლოდ მეცნიერების საშუალებითაა ჭეშმარიტება მიღწევადი, მაგრამ თუ გონებაც ილუზიაა, ის მზად არის ამ ილუზიის შედეგები მიიღოს.

 


გაზიარება:

გამომცემლობა
აქტი
ფასი
20
წონა
0.434
ნანახია
29

მსგავსი პროდუქტები