საყვარელი
11.95
ავტორი: ტონი მორისონი
მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე
„ვამაყობ, რომ მე და ტონი მორისონი ერთმანეთს „ვგავართ“ – ის პირველი აფროამერიკელი ქალი მწერალი-ნობელიანტია, მე პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი.“ – ბარაკ ობამა. „ტონი მორისონმა არა მხოლოდ შექმნა შთამბეჭდავი ძალის რთული რომანების ექსტრაორდინალური კონტექსტი, არამედ თავიდან დაწერა XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ისტორია.“ – ტერენს ელიოტი. „არ არსებობს მსოფლიოში ტონი მორისონზე უკეთესი მწერალი. ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი მისი წიგნების წაკითხვასაც და მის გაცნობასაც.“ – ბობ დილანი. ტონი მორისონის ნამდვილი სახელი და გვარია ჰლოია ენტონი უოფორდი. დაიბადა 1931 წლის 19 თებერვალს ლორეინში. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ეპიკური თემებით და აფრიკელ-ამერიკელი ხალხის ხასიათის დეტალური აღწერით
თავისუფლების მხოლოდ ოცდარვა დღე ერგოთ ცინცინატიში გაქცეულ შავკანიან მონა ქალსა და „კანონმა“ იპოვა - სამძებრო ჯგუფმა ისინი კენტუკიში, მონათმფლობელებთან უნდა დააბრუნოს. და დედა თავისუფლებაში ძალიან ძვირს იხდის... გავა რამდენიმე წელი და მის სახლში გამოჩნდება გოგონა, სახელად საყვარელი, და წარსული თავს ახსენებს: „გაცოცხლებულიყო 124 ნომერში ოდესღაც ჩადენილი ცოდვა და ახლა თავხედურად, თავის ნებაზე დანავარდობდა“.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 11.95
- წონა
- 0.839
- ნანახია
- 469