დანაშაული და სასჯელი (საკოლექციო)
14.95
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი
რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოუპოვა ავტორს. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: „ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება...“
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.399
- ნანახია
- 614
მსგავსი პროდუქტები
აღდგომა
ავტორი: ლევ ტოლსტოი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
სერია: მინი წიგნების კოლექცია
ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი,საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამათლო დარბაზში ყოფნისას,უეცრად შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს მოჰკრავს თვალს.ეს ხომ კატიუშა მასლოვაა,მისი მამიდების ყმა გოგონა,რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა!..კატიუშა მასლოვას უამრავი განსაცდელი გადახდენია,ბოლოს საროსკიპოშიც ამოუყვია თავი,ახლა კი,ჭირვარამგამოვლილს,ერთ-ერთი კლიენტის გაძარცვა-მკვლელობას ედავებიან.დიმიტრი სინდისის ქენჯნას განიცდის.რადაც უნდა დაუჯდეს,ხვედრი უნდა შეუმსუბუქოს!.
14.95
ქარიშხლიანი უღელტეხილი საკოლექციო
ავტორი: ემილი ბრონტე
"ეს უბრალოდ სასიყვარულო რომანი კი არ არის, არამედ ბევრად უფრო ღრმა ნაწარმოებია. მისი დედააზრი, რომ ადამიანური ბუნების გამოვლენის საფუძველი ის ძალებია, რომლებიც მას დიდებულებას სძენს, აყენებს ამ რომანს განსაკუთრებულ, თვალსაჩინო ადგილზე მსგავს რომანთა შორის." - ვირჯინია ვულფი. ინგლისური ტელეარხის UK TV Drama-ის გამოკითხვით, ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი" ყველა დროის ყველაზე რომანტიკულ რომანად აღიარეს, ხოლო BBC-ის 2003 წლის გამოკითხვაში - ,,ყველა დროის 200 საუკეთესო წიგნი" - ის მე-12 ადგილზეა.
14.95
ვეფხისტყაოსანი (საკოლექციო)
შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემის გამორჩეული საკოლექციო გამოცემა პალიტრა L- ის საკოლექციო გამოცემების სერიის ფარგლებში გამოიცა. ტექსტი შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.
14.95
დავითიანი (საკოლექციო)
ავტორი: დავით გურამიშვილი
ქართველი პოეტი. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი“ პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა სამშობლოს წინაშე.
14.95