ცხოვრება ორმოცის შემდეგ
28
ავტორი: ალექსანდრე ჯეჯელავა
როგორ აღვიქვამთ და ვაფასებთ საკუთარ თავს, როგორია ჩვენი სოციალური როლები, როგორ გვეხმარება პიროვნული კრიზისები განვითარებაში, როგორ იღებს და გადაამუშავებს სხეული სამყაროსგან მიღებულ ინფორმაციას? რომელი ბაზისური ემოციები გვაქვს ყველა ცოცხალ არსებას? წიგნში ავტორის პრაქტიკული გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად დაგროვილი ცოდნაა თავმოყრილი, რომელიც ამ კითხვების დასმასა და მათზე პასუხების ძიებაში დაგვეხმარება.
ტექსტი მარტივი, გასაგები ენითაა გადმოცემული და ითვალისწინებს სხვადასხვა ინტერესის მქონე მკითხველს. განხილული თემები ყველასთვის ახლო და ხელშესახებია,
რადგან წიგნი ჩვენს ცხოვრებასა და ყოველდღიურობას ეხმიანება.
- გამომცემლობა
- აზროვნების აკადემია
- ფასი
- 28
- წონა
- 0.259
- ნანახია
- 580
მსგავსი პროდუქტები
სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში
ავტორი: ზურა მხეიძე
ზურა მხეიძის ლექციების თემატიკა თითქმის მთლიანად მოიცავს იმ ფსიქოლოგიურ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ: სიყვარული – თავისი უამრავი ფორმით, ტყუილი – ავ-კარგით, ემოციის ამოცნობა და მართვა, საკუთარი თავის განთავისუფლება საკუთარივე ზღვრისგან, ბავშვის და ზრდასრულის შეფასება და თვითშეფასება, ინდივიდუალური და ჯგუფური სტერეოტიპები, ურთიერთობები დასავლურ თუ აღმოსავლურ კულტურებში და ჩვენი ადგილი მათ შორის, ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის, ურთიერთობა ბავშვებთან და ხანდაზმულებთან, ურთიერთობები სამსახურში…
ზურა მხეიძის საუბრებიდან ყოველთვის ახალს აღმოაჩენ, იქაც კი, სადაც ათასჯერ გაგივლია და აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან გგონია, რომ ყველაფერი იცი. აღმოჩენას ყოველთვის ახლავს სიახლის სიამოვნება, მაგრამ, ამასთანავე, აღმოჩენა ხელს უწყობს ახალ შესაძლებლობათა დანახვას, მათ შორის, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში. ბევრ ინტელექტუალურ სიამოვნებას მიიღებთ და პრაგმატულად გამოსაყენებელ ცოდნასაც შეიძენთ.
28
საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე
ავტორი: ლევან გიგინეიშვილი
გამომცემლობა: აზროვნების აკადემია
წიგნში განხილულია ყველა ის უმთავრესი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დააყენა ბერძნულმა ფილოსოფიურმა აზრმა. უპირველეს ყოვლისა, ავტორი მიმოიხილავს არქესა და მოძრაობის საწყისის პრობლემას, საიდანაც აღმოცენდა საკუთრივ ბერძნული ფილოსოფია. ამ კონტექსტში განხილულია ისეთი ფილოსოფოსების იდეები, როგორებიც იყვნენ დემოკრიტე, პითაგორა, ჰერაკლიტე და სხვები.
30
ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია
ავტორი: მარინა კაჭარავა
წიგნი ჩვენი ყოფის ყველა ეტაპის მიმოხილვა და ანალიზია. რატომ გვაქვს მაღალი ან დაბალი თვითშეფასება, საიდან იღებს სათავეს დეპრესია, რა არის ნევროზებისა და აკვიატებების სათავე, კარგია თუ ცუდი კრიზისი ჩვენს ცხოვრებაში და რა კოდირებულ ინფორმაციას ინახავს არაცნობიერი, რომელიც ერთი დიდი საცავივით სავსეა ჩვენი ბავშვობის ამბებით.
28