ქალღმერთის ძახილი
11.95
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ
გრიგოლ რობაქიძის „ქალღმერთის ძახილი“ 1934 წელს გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. „დალი“ – ასე ერქვა რომანს ქართულ ორიგინალში, რომელიც დაკარგულად ითვლება. შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები – „ორი ფოთოლი“ და „დიდი დედა“, გამოქვეყნებული ემიგრანტულ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“.
წიგნი ფრანგულადაც ყოფილა თარგმნილი მათე კერესელიძის მიერ და გამოსაცემად გამზადებული ტექსტი დაკარგულა. მკითხველს შეუძლია გაეცნოს რომანის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე, ასევე მწერლის სიცოცხლეში გამოქვეყნებულ ორიგინალის ფრაგმენტებს. შეძლებისდაგვარად შენარჩუნებულია ავტორის სტილი.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 11.95
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 490
მსგავსი პროდუქტები
ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე
ავტორი: ნუგეშა გაგნიძე
„გრიგოლ რობაქიძის მსგავსი ხვედრი ცოტას თუ რგებია – სამშობლოდან გაქცევა, ერთი ემიგრაცია, მეორე, უსახლკარობა, უსახსრობა... სწორედ ცხოვრების ეს აწეწილი გზაა იმის მიზეზიც, რომ ემიგრანტი მწერლის შემოქმედების მკვლევრები დღემდე ეძებენ და პოულობენ მის ტექსტებსა თუ ბიოგრაფიის უცნობ დეტალებს.
ნუგეშა გაგნიძის მონოგრაფია – ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე (1880-1962) – ამის კიდევ ერთი დასტურია. იგი წლებია, რაც ქართველი მწერლის ცხოვრების გზას ეძებს ევროპაში. ბიბლიოთეკებში, სახელმწიფო არქივებსა თუ პირად კოლექციებში მოპოვებულმა მასალამ ნუგეშა გაგნიძეს საშუალება მისცა, აღედგინა გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ნაწილი. გარდა ამისა, მონოგრაფიაში მეცნიერულადაა გამოკვლეული მწერლის პუბლიცისტური და მხატვრული შემოქმედება, შედარებულია ტექსტების ვარიანტები, ობიექტურადაა შეფასებული ისინი იმ პერიოდის ევროპული ლიტერატურის კონტექსტში, თავად ავტორის მიერ თარგმნილია ბევრი საინტერესო გერმანულენოვანი ტექსტი...
ყოველივე ერთად კი ამ ნაშრომს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, როგორც ყველაზე სრულყოფილს გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების შესახებ დღემდე დაწერილ გამოკვლევებს შორის.“ – ადა ნემსაძე
19.95
5 რომანი
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
ამ წიგნში გ. რობაქიძის ხუთი რომანია შესული,რომელიც,დიდი მწერლის დრამატული ცხოვრების გათვალისწინებით,სრულიად განსხვავებულ დროში,გარემოსა და ვითარებებში იქმნებოდა.გ. რობაქიძის ხუთი რომანი – „გველის პერანგი“(1926 წ.),„მეგი – ქართველი გოგონა“(1932 წ.),„ქალღმერთის ძახილი“(1934 წ.),„მცველნი გრალისა"(1937 წ.),„ფალესტრა“(1928 წ.) – ჯერ სამშობლოში,შემდეგ კი ემიგრაციაში იწერებოდა.მათი დიდი ნაწილი ზედიზედ ითარგმნა და გამოიცა წამყვან გერმანულ გამომცემლობებში.
35
მცველნი გრალისა
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ
გრიგოლ რობაქიძის რომანი „მცველნი გრაალისა“ 1937 წელს გერმანულ ენაზე იენში, დიდერიხსის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება რომანს მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო 1989 წელს ნაირა გელაშვილის პიესის – „გრაალის მცველნი“ – სახით, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დადგა.
„მცველნი გრალისა“ მოდერნისტული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. რომანი სავსეა მაღალესთეტიკური, უაღრესად შთამბეჭდავი სახეებით. მოქმედება ვითარდება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თუმცა სამშობლოს ბედის უღრმესი განცდითა და შთაგონებით განმსჭვალული პერსონაჟის, ლევან ორბელის ხილვებში წარმოგვიდგება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა, ცოცხლდება ქვეყნისა და ხალხისთვის სანუკვარი თქმულებები და მისტერიები.
შენარჩუნებულია ნაწარმოების ავტორისეული დასათაურება, რომელიც დასტურდება გრიგოლ რობაქიძის არაერთი პირადი წერილითა და თანამედროვეთა მოგონებებით.
16.95