ინტერვიუ მამასთან
14.95
ავტორი: გელა ჩარკვიანი
რთულ პირობებში, უხარისხო აპარატურით, ჯერ მეოთხე სამმართველოს ვაკის საავადმყოფოში, მერე კი მშობლების ბინაში, კამოს ქუჩაზე 1989-92 წლებში გელა ჩარკვიანმა მოახერხა მამასთან ცხრასაათიანი ინტერვიუს აუდიო და ვიდეოფირებზე დაფიქსირება. ნაწყვეტები ამ ინტერვიუდან გამოყენებული იყო „რუსთავი 2“-ის 2004 წლის სატელევიზიო ფილმში „ქართველები კრემლში და მის გარეთ“. კანდიდ ჩარკვიანთან საუბრების შეჯერებულ ვარიანტს დღეს უკვე სრული სახით წიგნად გთავაზობთ.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.159
- ნანახია
- 440
მსგავსი პროდუქტები
ნაგერალა 2
ავტორი: გელა ჩარკვიანი
ნაგერალა – მეორე სეზონი. როგორც თანამედროვე ამერიკულ სერიალებშია: წინა სეზონის სიუჟეტი, ამბები და თემები ბუნებრივად იგულისხმება, მაგრამ დროდადრო უფრო მძაფრდება, ახალ ნაკადებს, დრამას და ხასიათებს დაიმატებს ხოლმე.
ნაგერალა 2 კონტრასტების წიგნია, ისევე როგორც ამ წიგნის ავტორის ცხოვრება – გვიანი სტალინური პერიოდიდან თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიამდე. პროფესიულ გამოცდილებაზე წერს თუ ჰობიზე, წარსულის მემკვიდრეობაზე თუ უახლეს ტენდენციებზე, გელა ჩარკვიანის ჩანაწერებს ყოველთვის თან ახლავს გულწრფელობა, სანდოობა, თემის სიღრმისეული ცოდნა და თვითირონია/იუმორი.
წიგნში ნოველასავით საკითხავი ბევრი ამბავიც შეგხვდებათ, რომელიც მოწყენისა და შესვენებისთვის სულ უფრო ნაკლებ დროს დაგიტოვებთ. კითხვა კი, სადაც გადაშლით, ნებისმიერი გვერდიდან შეგიძლიათ დაიწყოთ – თუნდაც ახლავე.
14.95
ნაგერალა
ავტორი: გელა ჩარკვიანი
გელა ჩარკვიანის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ავტოგრაფით.
„გულზე ხელს დავიდებ და გულწრფელად გეტყვით – არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს უბის წიგნაკში დარჩენილი ფრაზები და პასაჟები, რომლებიც მემუარული წიგნის წერისას ვერ გამოვიყენე, თავად დაიდებდნენ ბინას ამ ლამაზ გამოცემაში. ამიტომაც დავარქვი მას ნაგერალა. საბა ამ სიტყვას განმარტავს როგორც „დაუთესავად მოსულს“. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში კი ვკითხულობთ: „ნაგერალა – მოსავლის აღებისას მიწაში ჩაბნეულ და ჩარჩენილ თესლიდან აღმოცენებული კულტურული მცენარე“. მკითხველს ამთავითვე ბოდიშს მოვუხდი – აღმოცენებულ მცენარეთა შორის მან შეიძლება ზოგი ნაკლებად კულტურულიც აღმოაჩინოს. ვიცი, არ დამძრახავს, ნაგერალების უმეტესობა ხომ ფაქტებზე, პიროვნებებსა და მიმდინარე მოვლენებზე სპონტანური რეაგირების, სევდიანი და მხიარული რემინისცენციების შედეგად დაიბადა. მოვლენები ერთგვაროვანი როდი იყო, კომიკურს ტრაგიკული ცვლიდა, სიცილს – ცრემლი, სიამოვნებას – გაუსაძლისი ტკივილი...“ (ავტორის წინასიტყვაობიდან)
15.2
ნაგერალა 80
ავტორი: გელა ჩარკვიანი
გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი, ავტორის ცხოვრებასავით, პოლიჟანრულია: ჩანაწერების გარდა, აქ მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში დაწერილ მოთხრობებსა და პიესასაც შეხვდებით, რომლებმაც ერთი ციკლის ქვეშ მოიყარა თავი: „წარსულში ჩადენილი ლიტერატურული შეცოდებანი“.
როლებიც გამუდმებით იცვლება: 80-ს მიტანებული წიგნის მთავარი პერსონაჟი ხან მახვილგონიერი დამკვირვებელია, ხან ეპატაჟების მაძიებელი ახალგაზრდა, ხშირად კი სოლიდური პროფესიული გამოცდილების დიპლომატი, რომელიც აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე სანდო და სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს, და ამის პარალელურად, იმავე ამპლუაში შექსპირისადმი მიძღვნილ ბრწყინვალე და ბევრისთვის დაუვიწყარ სიტყვას წარმოთქვამს შექსპირისავე სამშობლოში.
„ნაგერალა 80“ უხვად საზრდოობს გელა ჩარკვიანის, როგორც მეუღლის, მამისა და ბაბუის, ცხოვრებისეული „ივენთებითა“ და შტრიხებით. ამ შემთხვევაშიც ბუნებრივად მონაცვლეობს განწყობები: სევდიან ამბავს მხიარული შემთხვევა მოსდევს, მძაფრ პირად ტრაგედიებს დროის პარადოქსებით აღბეჭდილი მოგონებები...
16.95