დახურულ კარს მიღმა
14.95
ავტორი: ბერნანდ ენ პერისი
მთარგმნელი: მანანა კვესელავა
სერია: TOP თრილერი
რა იმალება დახურულ კარს მიღმა? ერთის მიღმა ბედნიერი ოჯახი, მეორის - მარტოობა, მესამის მიღმა კი... შიში, შიშია ჯეკისა და გრეისის ოჯახის უმთავრესი წევრი - მისი დიასახლისი, ოჯახის უფროსი; შიში ჩაბუდებულა ყველა კუთხეში, ყველაზე თავზარდამცემი კი სარდაფში მეფობს - წითელ ოთახში, სადაც სულ მალე ვიღაც შიშის ტყვე გახდება... რით უნდა შეებრძოლოს გრეისი შიშს? ალბათ, შიშითვე მოცემული ძალით, რათა მის საყვარელ ადამიანს სიცოცხლე ჯოჯოხეთად არ გადაექცეს.
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 323
მსგავსი პროდუქტები
მოკალი ევა
ავტორი: ლუკ ჯენინგსი
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე
სერია: TOP თრილერი
გამომცემლობა: პალიტრა L
თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.
13.95
მოკალი ევა
ავტორი: ლუკ ჯენინგსი
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე
სერია: TOP თრილერი
გამომცემლობა: პალიტრა L
თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.
13.95
შენ
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
სერია: TOP თრილერი
ამერიკელმა მწერალმა კეროლაინ კეპნესმა 2014 წელს გამოაქვეყნა რომანი სახელწოდებით You, რომელიც მალევე ბესტსელერი გახდა და მისი მიხედვით ნეტფლიქსმა ამავე სახელწოდების ეკრანიზაცია გადაიღო.
წიგნისა და სერიალის მთავარი გმირი ფსიქოპატი ჯო გოლდბერგია, რომელმაც მრავალი მკითხველისა მაყურებლის
ყურადღებით იყავით! უცნობებს არ დაელაპარაკოთ. ახალგაცნობილ სიმპათიურ ახალგაზრდას სახლში ნუ გაჰყვებით. სასიყვარულო სამკუთხედს ერიდეთ. მეგობრის უცნაურ შეყვარებულს ნუ გამოიწვევთ. თქვენი შეყვარებულის ბინის ჩხრეკას ნუ დაიწყებთ. სხვის დღიურებსა და წერილებს ნუ წაიკითხავთ. მათ ეს რჩევები არ გაითვალისწინეს, ისე შეაბიჯეს წიგნის მაღაზიაში... დიახ, ამ წიგნში ყველა საშინელება წიგნის მაღაზიიდან იწყება, მაგრამ თქვენ იქ მაინც იარეთ... დიახ, წიგნის მაღაზიებში აუცილებლად იარეთ! ეს წიგნი ხომ იქ გელოდებათ!
15.95
გაუჩინარებული ქალი
ავტორი: გილიან ფლინი
მთარგმნელი: ირაკლი ლომოური
სერია: TOP თრილერი
ჩარლზ ლინდბერგის გაჩახჩახებული სახლი ნიუ-ჯერსის დაბურული ნაძვნარების ფონზე ზღაპრული მოჩანდა. ნისლიან ბინდბუნდში შენობისკენ ყმაწვილი მიემართებოდა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა რეალურ დიდებას - თავის პირველ მკვლელობას. სიბნელესა და წვიმებისგან გაჩენილ გუბეებს არაფრად აგდებდა. ყველაფერი გაეთვალისწინებინა, ამინდიცვ კი. გამხდარ ფეხებზე ორმოცდახუთი ზომის უხეში ფეხსაცმელი ეცვა, რომლებშიც წინდახედული კაცივით ჩატენა ქსოვილის ნაჭრები და გაზეთ "ფილადელფია ინქვაიერის" ნაგლეჯები. ცდილობდა, კვალი დაეტოვებინა, ბევრიო კვალი. თანაც, თორმეტი წლის ბიჭის კი არა, არამედ ზრდასრული მამაკაცის, სტაუტსბერგვესტვილის გზატკეცილიდან მდებარე სახლამდე და უკან. ჯეიმზ პეტერსონი ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამედროვე ავტორია (300 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით). ის დეტექტიური ჟანრის უმაღლესი ჯილდოს, "ედგარ ალან პოს პრემიის" მფლობელი გახლავთ.
14
გაუხსნელი საქმეები
ავტორი:ქეით ატკინსონი
მთარგმნელი: მანანა კვესელავა
სერია: TOP თრილერი
საქმე N1: სამი წლის გოგონას გაუჩინარება. საქმე N2: ცნობილი ადვოკატის ქალიშვილის უცნაური მკვლელობა. საქმე N3: სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედია. თითქოს ამ დანაშაულებს შორის კავშირი არ ჩანს, მაგრამ მოულოდნელად, 34 წლის შემდეგ, კერძო დეტექტივი, ჯექსონ ბროდი, გამოძიებას იწყებს. კვალი გოგონების ახლობლებთან მიდის. თურმე ყველა მათგანს აქვს რაღაც დასამალი წარსულიდან... ქეით ატკინსონი მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორია. 2004 წელს ბრიტანელმა მწერალმა „გაუხსნელი საქმეებისთვის“ ორი პრესტიჟული ჯილდო მიიღო: Saltire Book of the Year Award და Prix West ¬minster. მისი რომანების მიხედვით, სადაც მთავარი გმირი კერძო დეტექტივი ჯექსონ ბროდია, BBC-მ მრავალსერიიანი ფილმი „გაუხსნელი საქმეები“ გადაიღო. ქეით ატკინსონი არაერთი პრემიის მფლობელია, მათ შორის: Costa Novel Award, Orange Prize.
13
ბნელი ადგილები
ავტორი: გილიან ფლინი
მთარგმნელი: ირაკლი ლომოური
„ბნელი ადგილები“ გილიან ფლინის მეორე რომანია, რომელმაც მკითხველთა დიდი ყურადღება და საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა. 2015 წელს წიგნის, „ბნელი ადგილების“ მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ფილმში მთავარ როლს შარლიზ თერონი ასრულებს. ოცდაოთხი წლის წინ... – კანზასის პატარა ქალაქი კინაკი გაუგონარი სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა შეძრა: 15 წლის ბიჭმა, ბენ დეიმ, დედა და ორი და დახოცა. მკვლელს სასწაულით გადაურჩა დეების ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი – 7 წლის ლიბი, რომელსაც ამ ტრაგედიამ მთელი ცხოვრება დაუმახინჯა... ახლა... – მრავალი წლის შემდეგ ლიბი დეი, რომელიც ძმის სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმე იყო, გადაწყვეტს, პირადად შეხვდეს მას და პასუხი მიიღოს იმ კითხვებზე, რომლებიც ამდენი წელია მოსვენებას არ აძლევენ. არადა, წარსულში დაბრუნება ძალიან საშიშია! იქ ბევრი სისხლიანი საიდუმლო იმალება!
14
ღამის სკოლა
ავტორი: ლი ჩაილდი
მთარგმნელი: ლაშა ხეცურიანი
სერია: TOP თრილერი
1996 წელი. მაიორი რიჩერი კვლავ არმიაში მსახურობს და კვლავ სახიფათო დავალება ელოდება. დილით ორდენით დააჯილდოეს, შუადღისას კი "ღამის სკოლაში" გაისტუმრეს... "კვალიფიკაციის ასამაღლებლად". კლასში, მის გარდა, კიდევ ორი "მოსწავლებელია" - გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსი. სამივეს მოსვნებას უკარგავს ერთი კითხვა - რა უნდათ "ღამის სკოლაში" პასუხსაც მალე მიიღებენ: დავალება უკიდურესად მნიშვნელოვანია - ვიღაც ამერიკელს ჰამბურგში ტერორისტები ევაჭრებიან....
14.99
ობობას გამოჩენა
ავტორი: ჯეიმს პეტერსონი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამედროვე ავტორი (300 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარი), დეტექტიური ჟანრის უმაღლესი ჯილდოს, „ედგარ ალან პოს პრემიის“ მფლობელი; გინესის რეკორდსმენი ავტორი ელექტრონული წიგნების გაყიდვაში (10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი); ავტორი, რომლის ნაწარმოებებიც ყველაზე მეტჯერ გახდა ნიუ იორკ თაიმსის N1 ბესტსელერი. ობობას გამოჩენა გამოცემიდან 50 კვირის მანძილზე ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერების ტოპ-ათეულში პოზიციას მყარად ინარჩუნებდა. ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლივუდური ფილმი მორგან ფრიმენის მონაწილეობით. ჰოლივუდის კინოვარსკვლავისა და ფინანსთა მინისტრის ვაჟის გატაცება მხოლოდ დასაწყისია! გარი სონეჯი ბავშვების გამტაცებელია, სასტიკი და შეუბრალებელი. მას საუკუნის დანაშაულის ჩადენა სურს. „მინდა, ვინმე ვიყო!“ მისი წერილი და გზავნილი მსოფლიოს. თამაში იწყება. „ობობას გამოჩენის“ დაუჯერებელი და მოულოდნელი ფინალი გაგაოცებთ.
13
არავის უთხრა
ავტორი: ჰარლან ქობენი
მთარგმნელი: ია ქვაჩახია
სერია: TOP თრილერი
დევიდ ბეკი დანაკარგს ვერ ურიგდება. რვა წელია, ყოველდღე თავიდან განიცდის მომხდარს. მთვარის მკრთალი შუქით განათებული კამკამა ტბა. შემზარავი კივილი. შორეული ლანდი. ასეთი იყო ღამე, როცა დევიდ ბეკს ცოლი მოსტაცეს. მას ეუბნებიან ახლა, გონს მოეგოს და სამუდამოდ დაივიწყოს წარსული. ის ვერ ივიწყებს! ერთხელაც ყველაფერი იცვლება. კომპიუტერზე ჩნდება გზავნილი – ფრაზა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ცოლმა იცოდნენ. დევის ეჭვი უჩნდება, რომ ქალი ცოცხალია...თუმცა გზავნილის ავტორი კიდევ ერთ ფრაზას გზავნის: „არავის უთხრა!
14
ბასრი საგნები
ავტორი: გილიან ფლინი
მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე
სერია: TOP თრილერი
კამილ პრიკერი, ჩიკაგოს ერთ-ერთი რიგითი გაზეთის არც ისე მოწინავე რეპორტიორი, ბრწყინვალე კარიერასა და მაღალ ხელფასზე ოცნებობს და მარჯვე შემთხვევაც მიეცა - ერთ პატარა ქალაქში ვიღაც მანიაკი პატარა გოგონებს ხოცავს და კამილმა მკითხველს სენსაციური ამბები ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა და კარგად იცის, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ არ არის წმინდა სულის... ისიც დიდი მონდომებით შეუდგება მკვლელობების დეტალების გამოქექვას და მისი კოშმარიც აქედან იწყება, კოშმარი, რომლისგანაც თავის დაღწევას, ვინ იცის, მოახერხებს?
13.95