მკვლელო, სცენაზე
6
ავტორი: ნაიო მარში
სერია: ჯიბის დეტექტივი
"„მარტორქას“ თეატრის ახალი სპექტაკლის სცენარი ვარსკვლავის საგრიმიოროში უჩვეულო კინკლაობაში გადაიზრდება, თვით სპექტაკლსა და სინამდვილეს შორის კი ზღვარი იშლება, როდესაც სიმპათიური ფელიქს გარდენერი თავის აღელვებულ მეტოქეს, ართურ სურბონადიეს, იმ რევოლვერით კლავს, თავად ართურმა რომ დატენა ფუჭი ვაზნებით, მაგრამ ნამდვილად ფუჭი ვაზნებით დატენა ართურმა რევოლვერი? როგორ მოხვდა ნამდვილი ვაზნა თეატრის რეკვიზიტად ქცეულ რევოლვერში? ჩახლართულ საქმეში ინსპექტორმა როდერიკ ალეინმა უნდა გამოავლინოს მკვლელი, რომელიც ბოროტმოქმედების ჯოჯოხეთურად ჭკვიანური დაგეგმვისთვის „ოსკარს“ იმსახურებს"
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 6
- წონა
- 0.179
- ნანახია
- 250
მსგავსი პროდუქტები
მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი
სერია:ჯიბის დეტექტივი
" “წიგნი პირველად 1935 წელს გამოქვეყნდა და ჩესტერტონის დეტექტიური მოთხრობების ციკლის ბოლო კრებულია. მამა ბრაუნი გარეგნულად არაფრით წააგავს თავის სახელგან- თქმულ კოლეგებს“ _ შერლოკ ჰოლმსსა და ერკიულ პუაროს. იგი ჩია, პროვინციელი კათოლიკე მღვდელია, არც რაიმე სისტემა გააჩნია ჩახლართული დანაშაულების გასახსნელად. ბოროტმოქმედების მხილება მისი ჰობია, რადგან სიმართლე ჯერაც ნახევარი საათით ჩამორჩება ცილისწამებას“. ამ საქმიანო- ბაში მისი მთავარი იარაღი ადამიანის სულის სიღრმეში ჩამალული ვნებების ცოდნაა..."
6
მშვიდობით, ჩემო საყვარელო
ავტორი: რეიმონდ ჩენდლერი
სერია: ჯიბის დეტექტივი
"ფილიპ მარლოუ კერძო დეტექტივის სრულიად ახალი ტიპია: რომანტიკოსი, სენტიმენტალური რაინდი, ზოგჯერ ცინიკოსიც, მაგრამ ღირსების კოდექსს არასოდეს ღალატობს. სხვათა შორის, თავგადასავლებს სულაც არ ეძებს, ხიფათი თავად პოულობს. ასე ხდება მარტის ერთ დღესაც, როცა ერთ ახმახს შეახსენებს, სასმელში ფული უნდა გადაიხადოო... მათი გზები ისევ გადაიკვეთება, რადგან ორივე ერთსა და იმავე ქალს ეძებს..."
6
შუშის გასაღები
ავტორი: დეშილ ჰემეთი
სერია: ჯიბის დეტექტივი
"შუშის გასაღები“ მოგვითხრობს კორუმპირებული სენატორის შვილის მკვლელობაზე, რომლის გამოძიებასაც თავიდანვე შე- გნებულად აფერხებენ. ამასობაში, საქმესთან დაკავშირებულ პერსონათა წრეს ვიღაც უგზავნის წერილებს, სადაც ამ მკვლე- ლობაში ბრალს სდებს პოლ მედვიგს, ადგილობრივ კრიმინალ პოლიტიკოსს. ვინ შეიძლება იყოს ამ წერილების ავტორი? იქნებ, თავად პოლ მედვიგის ქალიშვილი..."
6
არაბუნებრივი სიკვდილი
ავტორი:დოროთი ლ. სეიერსი
სერია: ჯიბის დეტექტივი
"უკურნებელი სენით დაავადებული ხანდაზმული ლედი აგათა დოუსონის სიკვდილში, ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერია. მიუხედავად ამისა, ლორდ პიტერ უიმზის მაინც ეჭვი ღრღნის. რამდენიმე დღის შემდეგ, ტყეში ქალბატონის მოახლე ბერტას გვამს პოულობენ. იდუმალი ამბები აშკარად გარდაცვლილის ქონებას უკავშირდება, თუმცა აგათას ერთადერთი მემკვიდრე ჰყავს – ახალგაზრდა ნათესავი მერი უიტაკერი. მაგრამ მოულოდნელად ჰორიზონტზე ლედის შორეული ნათესავი, ხელმოკლე მღვდელი ალილუია დოუსონიც ჩნდება…"
6