santaesperanza
ვეფხისტყაოსანზე
ვეფხისტყაოსანზე

ვეფხისტყაოსანზე


28

ყველა კულტურას თავისი ლიტერატურული ქვაკუთხედი გააჩნია. საქართველოსთვის ეს „ვეფხისტყაოსანია“, რომლის თითოეული სტროფი ცხოვრებისეულ გაკვეთილს წარმოადგენს. იგი გმირების თავგადასავალია, სადაც პერსონაჟები გვევლინებიან, როგორც სამაგალითო მეგობრები, მიჯნურები და ზოგადად, სამაგალითო ადამიანები.

წინამდებარე წიგნიც ერთგვარი თავგადასავალია – თავგადასავალი „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში. ამ წიგნში შეხვდებით რჩევებს, მაგალითად, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ ეს პოემა (მანანა თანდაშვილის სტატია), რა ფსიქოლოგიური სიღრმეები იმალება პერსონაჟთა ქცევებსა თუ სიტყვებში (რეზო კორინთელის სტატია). ზურაბ კიკნაძის სტატიაში საშუალება გექნებათ გაიაზროთ თუ რა სიმბოლოები გვხვდება რუსთაველის პოემაში. ლევან გიგინეიშვილის, ნანა ჩაჩუასა და ანდრო დგებუაძის სტატიებში გაეცნობით ეპოსის ფილოსოფიურ მხარეებს.

 

 

„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების მსგავსად თანამედროვეობაშიც შეიძლება წერდნენ წერილებსა და დღიურებს, სწორედ ასეთია აკა მორჩილაძის დღიურები თავად „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. აგრეთვე, წიგნში ერთ-ერთი სტატიის სახით შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ დათო ტურაშვილის მიერ აღქმულ „ვეფხისტყაოსანს“.

დასასრულ, „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ობიექტურად ღირებული ტექსტია, ყოველთვის შესაძლებელია აღიქმებოდეს სუბიექტურად, ყველას შეუძლია დაინახოს ეს პოემა თავისი გადმოსახედიდან. წინამდებარე წიგნში სწორედ რამდენიმე ავტორის თვალით დანახულ პოემას გაეცნობით.

კრებულის თემები და ავტორები:

  ზურაბ კიკნაძე – „ვეფხისტყაოსნის“ ორი სამეფო და ისტორიის დასასრული
 აკა მორჩილაძე – დღიურები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ
 ლევან გიგინეიშვილი – „ვეფხისტყაოსნის“ იერარქია
 რეზო კორინთელი – სიღრმის ფსიქოლოგია „ვეფხისტყაოსანში“
 ანდრო დგებუაძე – „ვეფხისტყაოსანი“, როგორც აზროვნების გზაჯვარედინი
 დათო ტურაშვილი – ჩემი „ვეფხისტყაოსანი“
 ნანა ჩაჩუა – სამყაროს უნივერსალური პრინციპი ანუ ფატმანი და…
 მანანა თანდაშვილი – როგორ წავიკითხოთ „ვეფხისტყაოსანი“

საგამომცემლო ჯგუფი:
დაჩი ფაჩულია, გურამ მეგრელიშვილი, მარიამ შუბლაძე


გამომცემლობა
აზროვნების აკადემია
ფასი
28
წონა
0.279
ნანახია
371
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები