მსგავსი პროდუქტები
ლურჯის ძიება
ავტორი: ლუის ლოური
მთარგმნელი: დათო აკრიანი
სერია: ლიბერთინს
სამყაროში, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს, ლურჯი ფერი არ არსებობს. ეს ადგილი უფრთხის და თავიდან იშორებს სუსტებს. ობოლ, ხეიბარ კირას კი დიდი საფრთხე ელის. მტრად ქცეული მეზობლების იმედად ვერ იქნება. მას დახმარბეის ხელს მხოლოდ ერთი ბიჭუნა უწვდის. კირა სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს! იწყება სიმართლისა და სინათლის ძიება... გოგონა უამრავ რამეს აღმოაჩენს და სწავლობს, რას სამუდამოდ ცვლის მის ცხოვრებასაც და სამყაროსაც.
9.95
ყვავების ექვსეული
ავტორი: ლი ბარდუგო
მთარგმნელი:ბექა არაბული
სერია:ლიბერთინს
კეტერდამში რასაც გინდა იყიდი, თუ კარგი გადამხდელი ხარ! ყველაზე უკეთ ეს კაზ ბრეკერმა იცის. და მას ეძლევა შანსი - წარმოუდგენლად გამდიდრდეს, თუკი ქურდობას ჩაიდენს და სიკვდილს გადაურჩება. თუმცა, ყვავების ექვსეულის გარეშე, ის ვერაფერს შეძლებს. შურისძიებას მოწყურებული კატორღელი მარჯვე მსროლელი შინიდან გაქცეული ლანდად ცნობილი ჯაშუში გულმოქმედი, რომელიც გადასარჩენად მაგიას იყენებს ქურდი, რომელსაც საუკეთესოდ გამოსდის გაქცევა ყველასგან უარყოფილი ექვსი სახიფათო ადამიანი და ერთი შეუძლებელი საქმე. კაზის გუნდი შესაძლოა სამყაროსა და განადგურებას შორის აღმოჩნდეს, თუკი მანამდე ყვავები ერთმანეთს არ დახოცავენ.
18.95
თავშესაფარი
ავტორი: ჰარლან ქობენი
მთარგმნელი: გიორგი გომართელი
სერია: ლიბერთინს
მიკი ბოლიტარის ცხოვრებაში დასასრული არ უჩანს სიახლეებს... ოღონდ, თითქოს ჯიბრზე, ყველა ერთიმეორეზე უარესია - მამა ავტოკატასტროფაში მის თვალწინ დაიღუპა, დედა ნარკომანია და სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს, თავად იძულებულია გაუცხოებულ ბიძასთან იცხოვროს და ახალ ქალაქსა და სკოლას შეეგუოს... მისი შეყვარებულიც უკვალოდ გაქრა.
12.95
ფოლადის გული
ავტორი: ბრანდონ სანდერსონი
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე
სერია: ლიბერთინს
ცაზე განსაცდელის გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანები ეპიკებად _ სასტიკ, შეუბრალებელ, ბოროტ არსებებად _ გარდაისახნენ. შეერთებული შტატების ხელისუფლება დანებდა. ქალაქებს ეპიკები დაეპატრონნენ! ახლა ნიუკაგო ბოროტი და დაუმარცხებელი ეპიკის _ ფოლადის გულის სამფლობელოა. დიდი ტრანსმუტაციის შემდეგ მან ძველი ქალაქი ფოლადად გადააქცია, მისმა ხელქვეითებმა კი მზე დააბნელეს.
14.95
პირველი მოთამაშე, მოემზადე!
ავტორი:ერნესტ კლაინი
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
სერია: ლიბერთინს
როგორც კაცობრიობის დიდი ნაწილი, უეიდ უოთსიც, პირქუში გარემოსგან თავდასაღწევად, მთელ დროს ოაზისში ატარებს - უზარმაზარ ვირტუალურ უტოპიაში, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, იცხოვრო, ითამაშო და იპოვო გულისსწორი. და როგორც ყველა, უეიდიც ოცნებობს, მოიპოვოს სანუკვარი პრიზი. რომელიც ამ ვირტუალურ სამყაროშია დამალული. ოაზისის შემქმნელმა, მილიარდელმა, ჯეიმზ ჰელიდეიმ, ათასი თავსატეხი დააპროგრამა მაძებართათვის, სამაგიეროდ, ვინც ყველა დაბრკოლებას გადალახავს, უზარმაზარი თანხის მფლობელი გახდება, უკვე, რეალურ სამყაროში.
14
თუ დავრჩები
ავტორი:გეილ ფორმანი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
ზოგჯერ თავად აკეთებ არჩევანს, ზოგჯერ კი არჩევანი ჩერდება შენზე! მია ფიქრეობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო მუსიკასთან, თუ მის გამო მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა.თებერვლის ერთ დილას მია ოჯახთან ერთად მანქანით გაემგზავრა, ავარიაში მოყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი. რა მოხდება თუ მია იცოცხლებს, თუ ეყვარება, თუ დარჩება? ეს შესანიშნავი, ტკივილით სავსე, რომანტიკული და ბოლოს მაინც იმედიანი რომანი სიყვარულზე, დანაკარგსა და სიმამაცეზეა, რომელმაც მიას სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა და თანაც მაშინ, როცა ყველაფერი მის ხელში იყო.
11.95
პანდემონიუმი
ავტორი: ლორენ ოლივერი
მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
სერია: ლიბერთინს
აკრძალული სიყვარულის ამბავი გრძელდება. ლინა ჰოლოუეი სახიფათო გზას ადგას. ტევრიდან ბრძოლის ეპიცენტრში მოხვდება და თანაც განსაკუთრებული მისიით, თუმცა, უნებურად, დაგეგმილი გატაცების მონაწილე ხდება. ლინამ გამოცდას უნდა გაუძლოს და ამასობაში ჯულიენი გამოჩნდება. ამ საინტერესო რომანში მოთხრობილია თავგანწირული ბრძოლის შესახებ, რომელიც, სადაცაა რევოლუციის ნაპეწკლას გააღვივებს. ტრილოგიაში შედის წიგნები: "დელირიუმი"; "პანდემონიუმი"; "რეკვიემი".
13
რეკვიემი
ავტორი: ლორენ ოლივერი
მთარგმნელი:ნინო შეყილაძე
სერია: ლიბერთინსი
მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის აქტიური წევრი გახდა, ლინა შეიცვალა. პანდემონიუმში დაწყებული ამბოხი დიდ რევოლუციაში გადაიზარდა და გოგონა ბრძოლის ეპიცენტრი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ჯულიენი სასიკვდილო განაჩენისგან დაიხსნეს, ლინამ და მისმა მეგობრებმა ტევრს შეაფარეს თავი, მაგრამ გაუკაცურებული ადგილებიც კი მათთვის უსაფრთხო აღარ არის. მთელ ქვეყანას გაფიცვების ტალღა გადაუვლის, ხელისუფლება იძულებულია, ინფიცირებულების არსებობა აღიაროს და თან ცდილობს, ამბოხებულებს გაუსწორდეს. სანამ ლინა გადარჩენისთვის იბრძვის, მისი უახლოესი მეგობარი ჰანა, უსაფრთხოდ ცხოვრობს პორტლენდში და აპირებს ცოლად გაჰყვეს ქალაქის ახალგაზრდა მერს, რომელიც, რა თქმა უნდა, არ უყვარს. სად გადის საზღვარი ლინასა და ჰანას სამყაროებს შორის? შეხვდებიან კი ერთმანეთს? ან ის გოგონა ვინ არის, მშვიდად რომ მოაბიჯებს ქუჩაში, ცეცხლში გახვეული ქალაქი კი უკან მოუტოვებია?
13