21-ე დღე
13
- ავტორი: კეს მორგანი
- მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
- სერია: ლიბერთინს
დედამიწაზე დამნაშავე მოზარდების ასეული მარტო არ არის... უელსი ცდილობს, გუნდის ერთიანობა შეინარჩუნოს... კლარკი სხვა კოლონისტებს ეძებს... ბელამის უპირველესი მიზანი კი დის გადარჩენაა და სულერთია, ეს რის ფასად დაუჯდება... მაგრამ ვინ არის საშა და რამ მოიყვანა ასეულთან? ამასობაში კოლონია დედამიწაზე დასაბრუნებლად ემზადება, მაგრამ დაიტევს კი სამგზავრო ხომალდები ამდენ ადამიანს? გლასი და ლუკი მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან. მოერევა სიყვარული მრისხანებას, თუ გლასს დედასთან ერთად მოუწევს.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 13
- წონა
- 0.359
- ნანახია
- 165
მსგავსი პროდუქტები
ყვავების ექვსეული
ავტორი: ლი ბარდუგო
მთარგმნელი:ბექა არაბული
სერია:ლიბერთინს
კეტერდამში რასაც გინდა იყიდი, თუ კარგი გადამხდელი ხარ! ყველაზე უკეთ ეს კაზ ბრეკერმა იცის. და მას ეძლევა შანსი - წარმოუდგენლად გამდიდრდეს, თუკი ქურდობას ჩაიდენს და სიკვდილს გადაურჩება. თუმცა, ყვავების ექვსეულის გარეშე, ის ვერაფერს შეძლებს. შურისძიებას მოწყურებული კატორღელი მარჯვე მსროლელი შინიდან გაქცეული ლანდად ცნობილი ჯაშუში გულმოქმედი, რომელიც გადასარჩენად მაგიას იყენებს ქურდი, რომელსაც საუკეთესოდ გამოსდის გაქცევა ყველასგან უარყოფილი ექვსი სახიფათო ადამიანი და ერთი შეუძლებელი საქმე. კაზის გუნდი შესაძლოა სამყაროსა და განადგურებას შორის აღმოჩნდეს, თუკი მანამდე ყვავები ერთმანეთს არ დახოცავენ.
18.95
შუშის ტახტი
ავტორისარა ჯენეტ მაასი
მთარგმნელიირაკლი სულაძე
სერიალიბერთინს
ქვეყანაში, სადაც მაგია გამქრალია და რომელსაც, დამპყრობელი მეფის რკინის ხელი მართავს, სასახლეში იხმობენ ასასინს, ის იქ მიდის არა მეფის მოსაკლავად, არამედ თავისუფლების მოსაპოვებლად. თუ შეჯიბრებაში ოცდასამი დამნაშავის დამარცხებას შეძლებს, მეფის პირად მცველად დანიშნავენ, ოთხი წლის შემდეგ კი ამ სასტიკ გარემოსა და დაუნდობელ ადამიანებს სამუდამოდ მოშორდება. მას სელენა სარდოტიენი ჰქვოაი. ის ტახტის პრეტედენტია, სამეფო გვარდიის კაპიტანი - მისი საიმედო მცველი. შუშის სასახლეში კი ბოროტებაა ჩაბუდებული.
13
უკუღმართი სამეფო
ავტორი: ლი ბარდუგო
სერია: ლიბერთინს
კაზ ბრეკერი და მისი გუნდი ისეთ სახიფათო საქმეში ჩაებნენ, თავადაც არ ეგონათ ცოცხლები თუ გამოძვრებოდნენ. თუმცა მსუყე ნადავლის მოხელთების ნაცვლად, გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. კუთხეში მიმწყვდეულები და დასუსტებულები ფულის, მოკავშირეებისა და იმედის ნაკლებობას განიცდიან. კეტერდამში მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ძალები იყრის თავს, რათა იურდა პარემად ცნობილი საშიში ნარკოტიკის საიდუმლოს ფარდა ახადონ. ძველი მეტოქეები და ახალი მტრები კაზის გამჭრიახობის საპირწონედ და გუნდის მყიფე ერთგულების გამოსაცდელად ჩნდებიან. ქალაქის ბნელ და დახლართულ ქუჩებში ომი იწყება ბრძოლა შურისძიებისა და საზღაურისთვის, რომელიც გრიშების სამყაროს ბედს გადაწყვეტს.
18.95
უსასრულო ზღვა
ავტორი: რიკ იანსი
სერია: ლიბერთინს
როდესაც დედამიწას მეხუთე ტალღა დაატყდა, კესი სალივანი და სხვა გადარჩენილები სასოწარკვეთილების ზღვარზე აღმოჩნდნენ. ახლა? ახლა მდგომარეობა უარესდება. უცხოპლანეტელები კვლავ დედამიწაზე არიან. არავინ იცის იმ უფსკრულთა სიღრმეები, რომელსაც დედამიწის დამპყრობელელბი - უცხოპლანეტელები მისწვდებიან, რათა ჩვენი პლატენა ადამიანური ინფექციისგან გაწმინდონ. მაგრამ ასევე არავინ იცის, სად გადის ადამიანური შესაძლებლობების ზღვარი. კაცობრიობის სულის უსასრულობა? - ბრძოლა გრძელდება..დედამიწისთვის.
13
ამ ხნის განმავლობაში
ავტორი: მიკი დოტრი, ტობიას იაკონისი
სერია: ლიბერთინს
კაილი და კიმბერლი იდეალური წყვილია ისინი ხომ ბავშვობიდან მეგობრობდნენ და მუდამ განუყრელნი იყვნენ. მაგრამ დადგა გამოსაშვები საღამო და კიმმა მოულოდნელად გამოუცხადა კაილის, რომ შორდება და სურს, თავისი ცხოვრებით იცხოვროს. კაილის მთელი სამყარო ერთ წამში თავზე ჩამოენგრა ჯერ შეყვარებული დაკარგა, შემდეგ საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა და საშინელი ტრავმების შედეგად კომაშია. და არავინ იცის, რა ჯოჯოხეთურ ტანჯვასთან უწევს გამკლავება მთელი ამ ხნის განმავლობაში... გარდა ერთი საოცარი გოგონასი, რომელიც ასეთსავე უბედურებას განიცდის. ოღონდ რეალობაა კი ეს ყველაფერი?..
14.95