santaesperanza
უუუ კულელე და სხვა მოთხრობები (6-7 წელი)
უუუ კულელე და სხვა მოთხრობები (6-7 წელი)

უუუ კულელე და სხვა მოთხრობები (6-7 წელი)


9.9

ავტორი: ლელა ცუცქირიძე

სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა

 

ღამით, ძილის წინ, ალბათ დაგილანდავს კედელზე მოთამაშე ჩრდილი და შემკრთალხარ. სულ ტყუილად! პატარა, უწყინარ ჩრდილს ვინმეს შეშინება არც უფიქრია – შენთან დამეგობრების იმედით თამაშობს ხოლმე კედელზე… წიგნში დახატულ დიდ, საშიშ არსებას თუ დაუფრთხიხარ? ეგეც სულ ტყუილად! აბა, წარმოიდგინე, წიგნიდან რომ გადმოვიდეს, რა პატარა იქნება – მუხლამდეც ვერ მოგწვდება!

საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის მოთხრობების ამ კრებულში მარტო ადამიანებს კი არა, ცხოველებს, მცენარეებს  და ნივთებსაც უყვართ, ნანობენ, უხარიათ და ოცნებობენ… გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ აქ მაცივარი აისბეგობაზე ოცნებობს; ტაფა მამალივით ყივის; პატარა ტყეს დიდობა სურს; ციცქნა ღრუბელს კი ძალიან უნდა, ერთხელ მაინც დაიგრუხუნოს საშიშად…


ფასი
9.9
ნანახია
221
გაზიარება: