პატარა პიტის კომიქსების კლუბი
14.9
ავტორი: დეივ პილკი
მთარგმნელი: ნინო გოგალაძე
კეთილი იყოს შენი მობრძანება კომიქსების კლუბში. აქ გაიცნობ კომიქსების შემქმნელებს და წაიკითხავ ძალიან სასაცილო კომიქსებს.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 14.9
- ნანახია
- 107
მსგავსი პროდუქტები
დოგმენი
ავოტრი: დეივ პილკი
ასაკი: 7+
მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი დოგმენი ნახევრად ძაღლია, ნახევრად ადამიანი და ნამდვილი გმირი!
დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა სიკეთე, თავდადებულობა და საქმის ერთგულება.
გრაფიკული რომანი „დოგმენი“ პოპულარული ამერიკელი.ავტორის, „კაპიტანი ტრიკოს“ შემქმნელის, დეივ პილკის ბესტსელერია. კომიქსის პირველი წიგნი 2016 წელს.გამოიცა, ბოლო, მე-10 კი, როგორც.ამბობენ, 2021-ში დაიბეჭდება.
დოგმენი კრიმინალთან მებრძოლი,სიმართლის სადარაჯოზე.მდგარი ნამდვილი სუპერგმირია. მისი დაუძინებელი მტერია მახვილგონიერი კატა.პიტი, რომელიც ათასნაირ ბოროტ ოინს.იგონებს. ,,დოგმენი” გამორჩეული იუმორით, სასაცილო თავგადასავლებითა.და მეტად სახალისო ილუსტრაციებით ეხმიანება ყველაზე.მნიშვნელოვან თემებს: სიკეთეს, თანაგრძნობას, მეგობრობას, ერთგულებას… კომიქსის.თხრობის სტილი, ავტორის განსაკუთრებული.იუმორი და ენამახვილობა არა მხოლოდ ბავშვებს მოხიბლავს, არამედ უფროსი.მკითხველის გულებსაც ადვილად მოიგებს.
14.9
კაპიტანი ტრიკო
ავტორი: დეივ პილკი
მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი
მეოთხეკლასელები, ჯორჯი და ჰაროლდი, რომლებმაც სახელი კომიქსების წერითა და ოინების მოწყობით გაითქვეს, დიდ შარში ეხვევიან. სკოლის დირექტორი, საძაგელი მისტერ კრუპი, ბიჭებს მაიმუნობის დროს ვიდეოკამერით გამოიჭერს და კადრების გავრცელებით ემუქრება. შეუპოვარი ბიჭები 3D-ჰიპნო ბეჭდის დახმარებით დირექტორს აჰიპნოზებენ და თავიანთი კომიქსის გმირად, კაპიტან ტრიკოდ აქცევენ. სწორედ აქედან იწყება სახალისო და დაუვიწყარი ამბები. შეხედე, წიგნის ყდაზე თეთრ ტრუსში გამოწყობილი კაპიტანი ტრიკოა გამოსახული. იგი მზადაა, შენობის სახურავიდან პირდაპირ შენი წიგნის თაროზე გადმოფრინდეს.
12.9
დოგმენი: ახალი გმირობები #2
ავტორი: დეივ პილკი
მთარგმნელი: ნინო გოგალაძე
ყველა გიჟდება დოგმენზე!
მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია!
დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.
14.9
კაპიტანი ტრიკო და მოლაპარაკე უნიტაზების იერიში
მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი
ალბათ გახსოვს, ბოლოს დირექტორი კრუპი რომ დააჰიპნოზეს და კაპიტან ტრიკოდ გადააქციეს. ახლა კი შეცდომით შემზარავი მონსტრი – ტურბო ტუალეტ 2000 გააცოცხლეს, რომელიც სხვა მოლაპარაკე ტუალეტებთან ერთად მთელ სკოლას განადგურებით ემუქრება. შეძლებენ თუ არა ბიჭები ამ საშინელი არსებების თავდასხმის მოგერიებას? ამას კაპიტან ტრიკოს ახალ წიგნში შეიტყობ.
12.9
კაპიტანი ტრიკო და დაუჯერებლად უწესო ქალბატონების შემოჭრა კოსმოსიდან #3
ავტორი: დეივ პილკი
მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი
გახსოვს, როგორ დაამარცხა კაპიტანმა ტრიკომ ბოროტი დოქტორი პუმპერსი?
როგორ მოუღო ბოლო საზარელ ტურბო-ტუალეტ 2000-ს?
ჯორჯისა და ჰაროლდის მიერ შექმნილი გადარეული გმირის თავგადასავლები ამით არ დასრულებულა. სამყაროს დაპყრობას ამჯერად მზარეულებად გადაცმული ცბიერი, შემზარავი და ყოვლად უწესო უცხოპლანეტელები ცდილობენ.
შეძლებს ტრუსიკიანი მეომარი მათ შეჩერებას? ამას უკვე წიგნის კითხვისას შეიტყობ…
12.9
კაპიტანი ტრიკო და პროფესორ ტრაწაკუას სახიფათო გეგმა (წიგნი მეოთხე)
ავტორი: დეივ პილკი
მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი
„კაპიტან ტრიკოს“ ახალ წიგნში კიდევ ერთ შეშლილ გმირს გაიცნობთ.
პროფესორი ტრაწაკუა პიპი ბრწყინვალე მეცნიერია, თუმცა მის შესანიშნავ გამოგონებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს, ალბათ თავად ხვდები რატომ…
ყველაფრის თავი და თავი მისი სულელური და სასაცილო სახელია.
ჰოდა, პროფესორსაც ყველაფერი მოჰბეზრდა, რაღაც საშინელი რობოტი, „ზომისმკლებ 2000“, გამოიგონა და ახლა მთელ სამყაროს თავის ჭკუაზე დატრიალებით ემუქრება.
გაინტერესებს როგორ?
ამას კაპიტანი ტრიკოს მეოთხე წიგნში შეიტყობ.
12.9
ჩრდილოეთის ციალი – ტროლების ხეობა (წიგნი პირველი)
ავტორი: მალინ ფალკი
მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
ერთ საღამოს სონიას უცნაური ბიჭი ესტუმრა, რომელიც თითქოს საიდანღაც ეცნობა. ბიჭი სხვა სამყაროს მკვიდრია და სონია თავისი სამყაროს გასაცნობად მიჰყავს.
ჩრდილოეთის ციალის კვალდაკვალ იმ ნორვეგიაში ხვდებიან, რომელიც არაფრით არ ჰგავს დღევანდელს, თუმცა, თუ ფანტაზიას ნებაზე მივუშვებთ, იმ ნორვეგიასაც
ყველა საკუთარ თავში აღმოვაჩენთ.
14.9
ჩრდილოეთის ციალი – ვიკინგები და ორაკული (წიგნი მეორე)
ავტორი: მალინ ფალკი
მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
ზღაპარი გრძელდება… სონია ტროლ ბიჭთან, ესპენთან ერთად მოგზაურობს ჯადოსნურ იოტუნდალენში. ამ ზღაპრულად ლამაზ ადგილას ტროლები და მოლაპარაკე ცხოველები ბინადრობენ, მაგრამ უამრავი ხიფათიც არსებობს. ხეობაში დასახლებულ ვიკინგებს შურისძიება სწყურიათ, ორაკულის მოკავშირეები ხდებიან და მასთან ერთად ცდილობენ ესპენის დამარცხებას. სონია კი ტროლების, ვიკინგებისა და მთიელი ხალხის სამკვდრო-სასიცოცლო ბრძოლაში ერთვება.
14.9
ჩრდილოეთის ციალი – ჯადოქარი დები (წიგნი მესამე)
ავტორი: მალინ ფალკი
მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მთიელთა სოფელში.
სონიას, ბიორნარსა და ლოტას მისტიკური ხალხი – მთიელები გულითადად იღებენ. სოფელში კეთილი ადამიანები ცხოვრობენ და აქ ჯადოქრობა არავის უკვირს.
მალევე სონია ხვდება, რომ მთიელთა ბელადი, რავდნა, ბნელ საიდუმლოს ინახავს.
14.9