სამხრეთული სპილო
15.9
ავტორი: არჩილ ქიქოძე
„სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია. მასში მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი თავის ბინას მეგობარს უთმობს. მეგობარი იქ საყვარელ ქალს უნდა შეხვდეს. თავად კი დროის გასაყვანად თბილისის ქუჩებში დაეხეტება.
ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა. წიგნში კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება და ტრაგედიები. მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია. ის მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია. ამასთანავე, პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება.
არჩილ ქიქოძე რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორია. მათგან ორს ლიტერატურული პრემიები მიენიჭა. „სამხრეთული სპილო“ არჩილ ქიქოძის პირველი რომანია.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 15.9
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 1124
მსგავსი პროდუქტები
ნორვეგიული დღიური
ავტორი: არჩილ ქიქოძე
არჩილ ქიქოძის “ნორვეგიული დღიური” ნორვეგიის მთებში, ქოხში დაიწერა. ეს დოკუმენტური პროზის ნიმუშია, რომელიც სკანდინავიის ამ დიდებული ქვეყნის, მისი ბუნების, ყოფისა და კულტურის შესახებ მოგვითხრობს. როგორც თავად ავტორი ამბობს, ესაა “მსუბუქად და სიხარულით დაწერილი” ტექსტი, სადაც მწერალი გვიჩვენებს საკუთარი თვალით დანახულ ნორვეგიელ მწერლებს, მოგზაურებს, იქაურ კულტურას, ფლორასა და ფაუნას – ყველაფერს, რაც, ამ ქვეყნის კულტურულ თუ ყოფით ესთეტიზმს ქმნის. ამ ყველაფერს კი ერწყმის ავტორის ფიქრები და ნააზრევი ცხოვრებასა და ადამიანებზე.
არჩილ ქიქოძისთვის დამახასიათებელი თხრობის ოსტატური მანერა და ტექსტის მიმზიდველი თემატიკა წიგნს ნებისმიერი მკითხველის საყვარელ საკითხავად აქცევს.
“მოგზაურს და ტურისტს მიდგომა განასხვავებს: ტურისტი იმპერიალისტია, ის დასაპყრობადაა ჩამოსული; მოგზაურმა ისიც არ იცის, სახლში დაბრუნდება თუ არა.
არჩილ ქიქოძის წიგნი ნორვეგიაში მოგზაურობის შესახებაა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოგზაურობა მოგზაურობამდე, სივრცეში ფიზიკურ გადაადგილებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ბავშვობის ოცნება ჩრდილოეთის სახელოვანი და უსახელო გმირების შესახებ, ლიტერატურული შთაბეჭდილებები წაკითხული წიგნებიდან, ნამდვილი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის მოგონებები ქმნიან პალიმფსესტს, სადაც წაკითხული და განცდილი, წიგნი და ბუნება, ბავშვობა და ზრდასრული ასაკი, ნორვეგია და საქართველო ერთმანეთში ირეკლებიან. ალბათ ეს გაუთავებელი
ურთიერთარეკვლა ქმნის იმ დაძაბულობის განცდას, რომელსაც არჩილ ქიქოძე „ზამთრისპირის მოხეტიალე სევდას“ ეძახის. საიდან მოდის ეს სევდა, რომელიც ამასთანავე სიხარულიცაა?
მოგზაური, ტურისტისგან განსხვავებით, არის ადამიანი, რომელიც გადალახავს მიჯნას. მიჯნა, რომელიც მატერიალურთან ერთად
წარმოსახვითიცაა, ყოველთვის საბედისწეროა, ბედის საზღვარია.არჩილ ქიქოძე კი არის ადამიანი, რომელმაც ამ მიჯნის გადაკვეთის საიდუმლო შეიძლება განიცადოს და სხვებსაც მოუყვეს.”
ზაალ ანდრონიკაშვილი
ლიტერატურათმცოდნე
8.9
ხვლიკი საფლავის ქვაზე
ავტორი: არჩილ ქიქოძე
რომანის მთავარი გმირი წარსულის სურათებით, სევდით, ოცნებებით, სიყვარულითა და მარტოობით სავსე კაცია, რომლის ცხოვრებაც ფაზლის გაბნეულ ნაწილებს ჰგავს. მისი ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში იკვეთება ნაწარმოების ორი მთავარი სიუჟეტური ხაზი: პირველი მთხრობლის მეგობრის, მხატვარი გიგოს ტრაგიკული ცხოვრებისა და გარდაცვალების ამბავზე, მეორე კი მთავარი გმირის დედასთან სტუმრობისა და მათი სულიერი, ღრმა და უაღრესად ნატიფი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.
„ხვლიკი საფლავის ქვაზე“ სიმბოლოებითა და ალუზიებით სავსე რომანია, რომელშიც ასახულია წარსულისა და აწმყოს, გახსენებისა და დავიწყების, სიკვდილისა და სიცოცხლის მარად აქტუალური და წინააღმდეგობით სავსე დაპირისპირება. მთხრობელი შეგნებულად ამბობს უარს, დაივიწყოს ბავშვობის ტრავმები, ახალგაზრდობის იმედგაცრუებები და ტკივილები, თუნდაც ამით გაუსაძლისს ხდიდეს საკუთარ ყოფას. წიგნის თემა ქართულია, მოქმედების ადგილი კი მთელი მსოფლიო – ბერლინიდან კავკასიონის პატარა სოფლამდე.
12.9
მექსიკური დღიური
ამ წიგნს დღიური ძალიან პირობითად ჰქვია, რადგან ის ორ ნაწილად დავწერე თბილისში უმშვენიერესი ქვეყნიდან ორჯერ დაბრუნებულმა. „მექსიკური დღიური“ მონატრებამ დამაწერინა. მინდოდა მომეთხრო ის, რაც ვნახე და განვიცადე სახლიდან შორს, ხან მარტოდმარტომ და ხანაც ღირსეული ადამიანებით გარემოცულმა – არჩილ ქიქოძე.
12.9