პიტერ პენი (7-9)
9.9
ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი
მთარგმნელი: ნოდარ ლადარია
სერია: მოსწავლის ბიბლიოთკა
„იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…“ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.
- გამომცემლობა
- სულაკური
- ფასი
- 9.9
- წონა
- 0.291
- ნანახია
- 1056
მსგავსი პროდუქტები
ბიბო და სხვა მოთხრობები (7-9)
ავტორი: რევაზ ინანიშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
რევაზ ინანიშვილი ამბობდა, რომ ბავშვებს სიყვარული და სიბრალული პატარაობიდანვე უნდა გავუღვივოთ, რათა სხვა ღირებულებები თავისთავად ჩამოყალიბდეს მათ სულში.
მისი ყველა მოთხრობა ამ მოსაზრების დასტურია. ამ წიგნით გაიცნობთ ოთხი წლის ბიჭუნა ბიბოს, რომელსაც დიდი ადამიანივით აწუხებს საფიქრალ-სადარდელი; შიო პაპას, რომელსაც თავისი სახედარი მსოფლიოს ყველა საუკეთესო ავტომობილს ურჩევნია; თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვებს, პატარა მელუკას, რომელსაც საოცარი თავგადასავალი გადახდება…
რევაზ ინანიშვილის სამყაროში შებიჯებისთანავე მიხვდებით, რას ნიშნავს სიკეთე, უბრალოება და სილამაზე; როგორ უნდა იყოთ სულ მცირე რამით გახარებული და ბედნიერი.
მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
8.9
პეპი გრძელწინდა (7-9 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ერთ დღეს შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველ ვილაში თავის ცხენთან და მაიმუნთან ერთად ერთი უცნაური გოგო დასახლდება. ის ცხრა წლის პეპილოტა დელიკატესა ჯალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი გახლავთ. პეპი მარტო ცხოვრობს, მაგრამ არც კარს მომდგარი ქურდების ეშინია და არც პოლიციელებისა, მისი ბავშვთა სახლში წაყვანა რომ მოუწადინებიათ; ეშინია კი არა, მათ დამალობანას ეთამაშება და ეცეკვება კიდეც.
წაიკითხეთ ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი, რომელიც საგანგებოდ თქვენთვის პირველად ითარგმნა შვედურიდან; წაიკითხეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი, მხიარული და ღონიერი გოგო.
8.9
ჩიპოლინოს თავგადასავალი (7-9) წელი
ავტორი: ჯანი როდარი
მთარგმნელი: ნოდარ ლადარია
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
იტალიელმა მწერალმა, ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემიის ლაურეატმა, ჯანი როდარიმ გამოიგონა ხილ-ბოსტნეულის სამყარო, რომლის მცხოვრებლები სახელებითაც გამოხატავენ თავიანთ ზნესა და ქცევას. წაიკითხე ხასიათების მრავალფეროვნებით, ლაღი იუმორითა და ზომიერი ირონიით გამორჩეული ჩიპოლინოს თავგადასავალი და ისიამოვნე ამ ლიტერატურული შედევრის მშვენიერი ქართული თარგმანით.
10.9
ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა
სერია: Liberkids
ალფი მურს თავისი დღის განრიგი აქვს,უფრო სწორად,მამის,სტივენის მიერ შემუშავებული პუნქტები,რომლებიც ბიჭს ყოველ მომდევნო მოქმედებას კარნახობს:გაღვიძებიდან დაწყებული,პიჟამის ჩაცმითა და დაძინებით დამთავრებული.ალფი მხოლოდ ძილის წინ არ იცავს განრიგს,თუმცა,ვინ იცის?!..მთავარი მაინც ის არის,რომ ბიჭი სრულიად ბედნიერია - ფიქრობს,რომ ასეთი განრიგი ცხოვრებას უმარტივებს... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს,დღეს კი არა,ღამეს,ყველაფერი (განრიგიც) თავდაყირა დგება - მშობლები სტუმრად მიდიან...
11.95