ლოტო: ნახატი და სიტყვა
27.9
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა
კლასი: I-II
ყუთში დაგხვდებათ:
- წიგნი
- 8 დაფა
- 40 სიტყვა
„ლოტო: ნახატი და სიტყვა“ შექმნილია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით. ლოტოს სათამაშო ნაკრებში მოცემული 4 წითელი დაფა, 4 ლურჯი დაფა და სიტყვების მარაგი 40 ბარათით ოთხი საინტერესო და სახალისო თამაშისთვისაა განკუთვნილი:
- ნახატი და სიტყვა
- სიტყვების დაჯგუფება
- სიტყვის მარცვლები
- მინიშნებით სიტყვის პოვნა
თამაშში ჩართვა ორ, სამ ან ოთხ მოთამაშეს შეუძლია. შეიძლება ითამაშოს მეხუთე წევრმაც – ის „სიტყვების მკითხველი“ იქნება. ოთხივე თამაშის ინსტრუქცია პატარა წიგნშია მოცემული. ამავე წიგნის ბოლოს ნახავთ სწორ პასუხებსაც.
ლოტო: ნახატი და სიტყვა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა თამაშით აღმოაჩინოს ახალი სიტყვები, დაუკავშიროს თავის ყოველდღიურობას, ადვილად დაიმახსოვროს ისინი და, ამგვარად, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 27.9
- წონა
- 0.727
- ნანახია
- 771